კომპანია „პარვუს ჯგუფი“ ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისას მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ადგილობრივი თემის მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული სოციალური პროექტების განხორციელებას. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია შემოქმედის თემის მოსწავლე ახალგაზრდობისთვის, ცნობიერების ამაღლების მიზნით, საგანმანათლებლო აქტივობებს სამ სკოლაში, შემოქმედში, გომსა და კვირიკეთში ახორციელებს. გამორჩეულად ლამაზი სასწავლო წლის დასაწყისი ჰქონდათ ადგილობრივებს წელს, კომპანიის წარმოამდგენლებმა წინა საღამოს საზეიმოდ მორთეს სკოლის შენობა და ბავშვების საყვარელ ზღაპრის გმირებთან ერთად ესტუმრნენ სკოლას.

„გასული წლიდან მოყოლებული საკვირაო სკოლის ფარგლებში ჩვენი კომპანია ცნობიერების ამაღლების კამპანიას –  „ვუფრთხილდებით გარემოს და ვქმნით ენერგოუსაფრთხო მომავალს“ _ ატარებს შემოქმედის თემში , სამი სკოლის 60-მდე მოწაფეა ჩართული ტრენინგებში, განსაკუთრებული ბავშვები, ნიჭიერი, გონიერი და პასუხისმგებლიანი თაობა მოდის გურიიდან, ადგილობრივი პედაგოგების წვლილი ფასდაუდებელია მათი ცოდნის, განათლების და სწორ ღირებულებეზე ორიენტირების კუთხით.  წლის ბოლოს გურიის სერტიფიცირებული  ენერგო-ელჩები ავირჩიეთ, ეს ბავშვები შეძლებენ გაუფრთხილდნენ და დაიცვან საკუთარი თემი, სოფელი, გარემო და სამშობლო, მათ აქვთ უნარი ჯანსაღი, არგუმენტირებული ლოგიკით შეძლონ დაასაბუთონ ქვეეყნის განვითარებისთვის განახლებადი ენერგიების მნიშვნელობა, როლი და საკუთარი წვლილი შეიტანონ ახლაც და მომავალშიც ქვეყნის წინსვლაში. ჩვენთვის და ჩვენი ტრენერებისთვის დიდი სიამოვნებაა ამ ბავშვებთან ერთად განათ(ლ)ებული მომავლის შენება. წელს ახალი თაობა (მერვეკლასელები) შემოგვიერთდება ტრენინგების ნაწილში, ერთად გვიხარია სასწავლო წლის დაწყება და მისალოცად მივედით, პირველკლასელებს და მათ მშობლებს „ბიბლუსის“ სასაჩუქრე ვაუჩერები გადავეცით. ბევრი საინტერესო პროექტი გველის უკვე ოქტომბრის თვიდან, როგორც მოსწავლეების, ასევე მათი მშობლებისა და პედაგოგების ჩართულობით“ _გვიამბობს სასკოლო აქტივობებზე ეკა ნონიაშვილი, „პარვუს ჯგუფის“ კომუნიკაციების მენეჯერი.

კომპანია ულოცავს ყველა მოსწავლეს სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებულ და ნაყოფიერ წელს უსურვებს.

დაფინანსებული ფართი

მსგავსი სტატიები

  • 95
    კომპანია „პარვუს ჯგუფი“  შემოქმედის თემში საგანმანათლებლო პროექტებს  აგრძელებსკომპანია „პარვუს ჯგუფისა“ და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ორგანიზებით გასულ სასწავლო წელს შემოქმედის თემის სამი სკოლის მოსწავლეებს  - კვირიკეთის, გომისა და შემოქმედის უფროსკლასელებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემაზე - „ვიცავთ გარემოს და ვქმნით ენერგოუსაფრთხო მომავალს“.  პროექტის მიზანი გარემოს დაცვასა და განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე  მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო.  პირველი ეტაპი…
  • 94
    USAID-ს სამენტორო პროექტში მთისპირის საჯარო სკოლის მოსწავლე იღებდა მონაწილეობასმენტორობის პროგრამა USAID-ს ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამისა და არასამთავრობო ორგანიზაციისა (ა)იპ „ქალები ენერგეტიკაში“ თანამშრომლობით დაიგეგმა  და განხორციელდა საქართველოში. მენტორობის ინიციატივა, რომელიც 2024 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში განხორციელდა, ინოვაციური აქტივობაა, რომლის მიზანს მთელი ქვეყნის მასშტაბით უფროს კლასელ გოგონებში  STEM-ისა (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა) და განახლებადი ენერგიის დარგების მიმართ ინტერესის გაღვივება წარმოადგენდა. შეირჩა…
  • 94
      კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა და კომპანია „პარვუს ჯგუფი“ აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს ეპატიჟება ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ახალი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციაზე. შეხვედრა გაიმართება 23 ივლისს 15:00 საათზე სასტუმრო ჰოლიდეიინნ-ის საკონფერენციო დარბაზში, სადაც ორგანიზატორები მსმენელს გააცნობენ პროგრამის შინაარსს, დასაქმების შესაძლებლობებს და იმ უპირატესობებს, რომელთაც პროგრამა სთავაზობს სტუდენტებს. საბაკალავრო პროგრამა შექმნილია საერთაშორისო აკადემიური…
  • 91
    ჩვენ ერთად ვაშენებთ! ბახვი ჰესი, თავისი საქმიანობას ახორციელებს გამჭვირვალობისა და ჩართულობის პრინციპების სრული დაცვით. საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმები: ü მრჩეველთა საბჭო ბახვი ჰესის მრჩეველთა საბჭო, რომელიც 2021 წლის 5 აგვისტოს შეიქმნა და მას შემდეგ, აქტიურად არის ჩართული გარემოსდაცვითი და სოციალური პროექტების განხორციელების მონიტორინგში. საბჭო შედგება ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები 12…
  • 66
    ბახვი ჰესი - ჩვენ ერთად ვაშენებთინტერვიუ ბახვი ჰესის დირექტორთან, გიორგი აბრამიშვილთან მოგესალმებით ბატონო გიორგი, როგორ მიმდინარეობს პროექტი და რამდენად ახლოსაა მისი განვითარება დასახულ მიზნებთან? მოგესალმებით და დიდი მადლობა ინტერესისთვის. ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ვაშენებთ ჰიდროელექტროსადგურს და შესაბამისად ხელს ვუწყობთ განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას, რაც ვფიქრობ, საამაყო იქნება როგორც ჩემთვის პირადად, ასევე, ამ პროექტში პირდაპირ თუ…

არ გამოტოვოთ