თუ მთელ საქართველოში თიშავ შუქს, წინასწარ უნდა გააკეთო განცხადება. ეს არის საბოტაჟი, როდესაც წინასწარ განცხადებას არ აკეთებ, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვასთან დაკავშირებით სემეკ-ის წევრის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა „ენგურჰესის“ აგრეგატებზე მიმდინარე დაგეგმილ ტესტირებას უკავშირდება.

როგორც დავითაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, „ენგურჰესი“ ამ ეტაპზე საქართველოს ელექტროენერგიის დაახლოებით 70%-ს ამარაგებს და არა მთლიან სისტემას, ამიტომ მხოლოდ იქ მიმდინარე სამუშაოებით, ქვეყნის სრულად ჩაბნელება, კითხვებს აჩენს.

დავითაია, ვარაუდობს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა კიბერშეტევას ან სხვა ტიპის დივერსიულ ქმედებას.

„ამ ეტაპზე, „ენგურჰესი“ მთლიან საქართველოს არ ფარავს. შეუძლია დაფაროს, მაგრამ ბევრი ტექნიკური მიზეზების გამო, რომელიც ჩასატარებელია, არ ფარავს. „ენგურჰესი“ საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდების დაახლოებით 70%-ს ფარავს. ჩვენ კი საქმე გვაქვს 100%-ით ჩაბნელებაზე. პირველი განცხადებით „ენგურჰესს“ დააბრალეს, მერე უკან წაიღეს, დააბრალეს სხვა რაღაცას.

ეჭვი მაქვს, რომ ხდება გარკვეული ტიპის დივერსიული შეტევები რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რასაც ხელისუფლება არ ახმაურებს. ამის მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს – „არ მოიქცევით ისე, როგორც საჭიროა, თქვენ გექნებათ პრობლემები“. რუსეთისთვის არ არსებობს კარგი ქცევა, მათ უნდათ ყველაფერი. ეს ჩემი ეჭვია, რომ მოხდა დივერსიული მოქმედებები, კიბერშეტევები.

რასაც გვეუბნებიან, რომ „ენგურჰესზე“ მოხდა დაზიანება და მთელ საქართველოში შუქი გაითიშა, ეს შეუძლებელია. ე.ი. შეიძლება ვთქვათ, რომ დამცველებმა არ იმუშავეს. ჩნდება კითხვა, ამდენი წელი მუშაობდა და 10 დღის განმავლობაში 3-ჯერ ითიშება მთელი საქართველო? თუ დამცველებმა არ იმუშავეს ე.ი. ეს არის საბოტაჟი, რაზეც საქმეც აღიძრა. თუ საბოტაჟზე არ დაიჭერენ ვიღაცებს, მაშინ დროის გაწელვაა ან „შეფუთვა“, – განაცხადა დავითაიამ.

მსგავსი სტატიები

  • 81
    ბახვი ჰესი - ჩვენ ერთად ვაშენებთინტერვიუ ბახვი ჰესის დირექტორთან, გიორგი აბრამიშვილთან მოგესალმებით ბატონო გიორგი, როგორ მიმდინარეობს პროექტი და რამდენად ახლოსაა მისი განვითარება დასახულ მიზნებთან? მოგესალმებით და დიდი მადლობა ინტერესისთვის. ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ვაშენებთ ჰიდროელექტროსადგურს და შესაბამისად ხელს ვუწყობთ განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას, რაც ვფიქრობ, საამაყო იქნება როგორც ჩემთვის პირადად, ასევე, ამ პროექტში პირდაპირ თუ…
  • 79
    რატომ არის მწვანე ენერგეტიკა რეგიონის განვითარების შანსი და არა საფრთხე?ბოლო პერიოდში გურიაში ჰიდროელექტროსადგურების თემა კვლავ აქტიური განხილვის საგნად იქცა. რეგიონში ახალი პროექტების დაგეგმვასა და მშენებლობის დაწყებას თან ახლავს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის წუხილი, ისე პოლიტიკური ჯგუფების განცხადებები და საპროტესტო გამოსვლები. სად გადის ზღვარი ემოციურ ნარატივსა და რეალურ არგუმენტებს შორის და როგორ უნდა წარიმართოს პროცესი ისე, რომ რეგიონის ინტერესები მაქსიმალურად…
  • 77
    ბახვი ჰესმა მთისპირის თემში მაცხოვრებენ შშმ პირებსა და მარტოხელა მოხუცებს სურსათი და საჭირო მედიკამენტები ჩაუტანა.„ბახვი ჰესმა“ მთისპირის თემში მაცხოვრებენ შშმ პირებსა და მარტოხელა მოხუცებს სურსათი და საჭირო მედიკამენტები ჩაუტანა. ასეთი სულ 25 ოჯახია. ასევე „ბახვი ჰესი“ გზების გაწმენდის პროცესში სტიქიის პირველივე დღიდან ჩაერთო მძიმე ტექნიკით და გაწმინდა მთისპირის ცენტრალური გზა, ასევე სოფლები უკანავა და ვანისქედი. „ბახვი ჰესის“მოხალისეები სოფელ მთისპირში აქციას დღესაც აგრძელებენ.    …
  • 77
    მრჩეველთა საბჭოს წევრები ბახვი ჰესის პროექტის მიმდინარეობაზე  #ჩვენ ვასრულებთ დანაპირებს ბახვი ჰესის სამშენებლო მოედანიოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მდინარე ბახვისწყლის ხეობაში  განლაგებული ბახვი 1, ბახვი 2ა და ბახვი 2ბ ჰიდროელექტროსადგურები მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზეა. ბახვი 2ბ სადგურისმშენებლობა დასრულებულია და მიმდინარეობს აგრეგატების სამონტაჟო სამუშაოები. წლის ბოლოს სამივე სადგურის ძირითადი სამუშაოების დასრულებაა გეგმაში. ბახვი ჰესის გარემოს დაცვისა და სოციალური პროექტების მრჩეველთა…
  • 77
    ჩოხატაურში შშმ პირების მშობლებისა და მოზარდებისთვის თერაპიული პროგრამის მესამე ეტაპი იწყება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი პირების მშობლებისთვის და ასევე, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდებისთვის სპეციალური თერაპიული პროგრამის მეორე ეტაპი დასრულდა და 2025 წლის მაისიდან მესამე ეტაპი იწყება. პროექტის „ვისწავლოთ, ვიმუშავოთ, ვიმოქმედოთ ერთად” დასკვნითი ღონისძიება ჩოხატაურში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც პროექტის ინიციატორებმა და ორგანიზატორებმა შეაჯამეს გასული წლის საქმიანობა და მესამე ეტაპის…

არ გამოტოვოთ