სულ ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთში, გმირთა მოედანზე. გავრცელებული ინფორმაციით, ”ოპელის” მარკის ავტომობილმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რამაც შემთხვევა გამოიწვია. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ტვ. „გურიას“ ფოტო
სოფელ მთისპირში, ნემსაძეების უბანში ბესო ნემსაძის საცხოვრებელი სახლი დაიმეწყრა. საბედნიეროდ ბესო და მისი დედა გულიზარ ნემსაძე ნგრევას გადაურჩნენ. აქ გამოქვეყნებული ფოტო რეალურ მდგომარეობას არ ასახავს.
საქართველოში, დაბა ასპინძასთან 21 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა | დედამიწის შემსწავლელი სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 4 მაგნიტუდა იყო, სიღრმე კი 5 კილომეტრი. მიწისძვრა თბილისის დროით 08:52 საათზე დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელი სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს თბილისის დროით 09:09-ზე საქართველოში, ახალქალაქიდან ჩრდილოეთით 19კმ-ში, სოფელ ალათუმანში მოხდა 3(ML)…
ქობულეთში 50 წლამდე კაცი ზღვაში დაიხრჩო – წინასწარი ინფორმაციით, პირს სავარაუდოდ, გული გაუსკდა. ცხედარი სანაპიროზე ზღვამ გამორიყა. მაშველებმა ის უკვე ამოიყვანეს. ადგილზე შესაბამისი სამსახურების მისვლას ელოდებიან.
სუფსაში მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა ბათუმი-თბილისის მატარებელი. დაზიანებულია ავტომობილი _აღნიშნულ ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობს. პოლიციის ინფორმაციის, ავარიის შედეგად მგზავრები არ დაშავებულან. „ბათუმელების“ ფოტო.