შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, აჭარის, კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 18 პირი.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვის, ტარებისა და წესის დარღვევით საქართველოში შემოტანის ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1979 წელს დაბადებული გ.ჭ., 1984 წელს დაბადებული ჯ.ჯ., 1965 წელს დაბადებული მ.ქ., 1995 წელს დაბადებული რ.დ., 1984 წელს დაბადებული ვ.ც., 1982 წელს დაბადებული რ.რ., 1965 წელს დაბადებული თ.ჯ., 1996 წელს დაბადებული თ.პ. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1975 წელს დაბადებული ვ.შ., 1993 წელს დაბადებული ბ.გ., 1986 წელს დაბადებული მ.ა., 1992 წელს დაბადებული რ.დ., 1990 წელს დაბადებული, ი.ი., 1985 წელს დაბადებული კ.ხ., 1984 წელს დაბადებული ბ.კ., 1989 წელს დაბადებული ე.ბ., 2005 წელს დაბადებული ნ.ჩ. და 1979 წელს დაბადებული ზ.გ.
დანაშაულები 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა დაკავებული პირების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, მათ შორის ავტომატები, პისტოლეტები, რევოლვერები, ხელყუმბარები, მჭიდები, დიდი ოდენობით ვაზნები და ხმის ჩამხშობი მაყუჩი. რამდენიმე დაკავებული პირისგან, პოლიციამ, ასევე, ნარკოტიკული საშუალებები „ალფა პვპ“ და „მარიხუანა“ ამოიღო.
გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 214-ე , 260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
მსგავსი სტატიები
- 97
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო - ზემო სვანეთის, იმერეთის, აჭარის, ქვემო ქართლისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის 8 ნარკორეალიზატორია. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო…
- 94
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ოზურგეთსა და დაბა ურეკში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს. „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებული არიან: 1991 წელს დაბადებული გ.ხ. მეტსახელად „ხოშტო“ და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი…
- 92
სამართალდამცავებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 13 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს ბრალი წარედგინა, აქედან ერთი „კანონიერი ქურდია“. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები კავშირზე იყვნენ ე.წ „კანონიერ ქურდებთან“, ასრულებდნენ მათ დავალებებს და აქტიურად მონაწილეობდნენ „ქურდული სამყაროს” საქმიანობაში. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და ოზურგეთის…
- 89
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს. „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებულები არიან, 1971 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი კ.ვ., და 1975 წელს დაბადებული,…
- 89
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე 3 პირი დააკავეს. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით დაკავებულია 2004 წელს დაბადებული ლ.ჯ., ხოლო 1971 წელს დაბადებული გ.ტ. -ს და 1998 წელს დაბადებული რ.კ., -ს ჯგუფურ…