ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი

ბერძენ ტრაგიგოსთა უდიდესი წარმომადგენლების, ესქილესა და სოფოკლეს შემდგომი ტრაგიკოსის, ევრიპიდეს ბოლო ტრაგედია „იფიგენია ავლისში“, საქართველოში,  პირველად ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე დაიდგმება. კოპროდუქციის რეჟისორია ზუგდიდის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი  კაშია. სპექტაკლში ოზურგეთის თეატრის მსახიობებთან ერთად, მონაწილეობენ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები და ზუგდიდის თეატრის მსახიობები.  სამუშაო რეპეტიციას ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად,  ჟურნალისტებიც დაესწრნენ.

გამოძახილი საუკუნების წინარე პერიოდიდან. დარბაზი მხოლოდ რამდენიმე მაყურებლით… ერთობლივი მოქმედებები სცენასა და პარტერში. აქ იყო  იდუმალი კავშირი დროისა და სივრცის გათვალისწინებით. ის, რაც იყო ადრე, ასეა დღესაც?…

სპექტაკლის იდეაც და მთავარი არსიც: „თუ არ შესწირავ, ვერასგზით ჩააღწევ ტროამდე“. ძალაუფლება, პატივმოყვარეობა, შურისძიება, დაპირისპირება, მათ შორის  ძმათა, აი გზები, ხელისუფლების არ დასათმობად, ან,  კვლავ ხელში  ჩასაგდებად. რა შეიცვალა, მხოლოდ გამოხატვის ფორმები?  პასუხები რეალობაშია.

დაშვებულია საბედისწერო შეცდომა და დანაშაულიც ჩადენილი. ვეღარ გააცოცხლებს მამა მის მიერ მოკლულ შვილს.  მშობლები დასტირიან, ამ დროს კი ვიღაც  მღერის, ცეკვავს, ერთობა. ასეა, საზოგადოება  სენტიმენტალობას მხოლოდ ხანმოკლე დროით ინარჩუნებს. გურამ რჩეულიშვილს ნაფიქრიდან,  ვიღაც ზღვაში იხრჩობა სხვათა დასახმარებლად, ნაპირზე კი მუსიკის ხმა ისმის და  წყვილები  ცეკვავენ.

შვილმკვდარი დედისა და მამის გოდება უწყვეტ ხმად გადმოსდევს კაცთა მოდგმას, არა მხოლოდ 26 საუკუნოვანი გადმოსახედიდან, არამედ ადამიანად გაჩენის დღიდან, მოაქჟამომდე.

„ღერთმა დასწყევლოს ყველა ომი, უყურო სინათლეს ადამიანის თავზე, ყველაზე ტკბილია“, თუმცა რეალობა მაინც სხვაა სამწუხაროდ.

ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ვასო ჩიგოგიძე აღნიშნავს, რომ რეგიონულ თეატრებს შორის  კავშირის განმტკიცება და ერთობლივი პროექტების განხორციელება, ხელს შეუწყობს როგორც შემოქმედებითი გამოცდილების გაზიარებას, ასევე თეატრების განვითარებას. მსახიობთა დასის  შევსებას. სამომავლოდ, ოზურგეთის თეატრი გეგმავს ერთობლივივი პროექტების განხორციელებას,  სენაკის სახელმწიფო დრამატულ თეატრსა და თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრთან ერთად.

სპექტაკლის ჩვენება ოზურგეთის შემდეგ,  ზუგდიდში გაიმართება.

ასე, რომ, ოზურგეთელი მაყურებელი, კიდევ ერთი ძლიერი, ემოციურად და თემატურად დატვირთული სპექტაკლის მხილველი გახდება მალე. და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კვლავ აინთება თვალსაწიერში კავშირი  დროსა და სივრცეში. და რაც მთავარია, მთავარი არსიდან, რა იყო, და რა აღარ უნდა განმეორდეს.

 

 

მსგავსი სტატიები

  • 95
    „ბათუმიდან დაიწყება ექვთიმეს მოგზაურობა დანარჩენ საქართველოში“ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი გადმოსახედი ახლო ისტორიული ეპოქიდან... განვლილი წლები თანამედროვეობას ჩაესახლა და...გასულ წელს, ოზურგეთის სახელმწიფო  თეატრის სცენაზე შემოაბიჯა ექვთიმე ღვთისკაცმა. მას შემდეგ,  არაერთი  მაყურებელი გახადა თანამონაწილე იმ პერიოდისა, როცა საქართველოს კვლავ დაატყდა თავს ქარტეხილი და ქართული საგანძურისთვისაც დადგა  ყოფნა-არ ყოფნის ჟამი.  შეჰბედა ამ უდიდეს თემას ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის შემოქმედებითმა კოლექტივმა…
  • 94
    „ლუშნუ“ ოზურგეთის თეატრის სცენაზეოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე მესტიის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრმა ანშლაგით წარადგინა შთამბეჭდავი სპექტაკლი „ლუშნუ“. „ლუშნუ“ – ეს არის შემეცნებითი, სათავგადასავლო, მუსიკალურ-ქორეოგრაფიული და ეთნოგრაფიული ჟანრის ნამუშევარი. სპექტაკლი ეფუძნება წერილობით წყაროებს, კვლევებსა და გადმოცემებს, რაც მას ისტორიული სიზუსტისა და სიღრმის შეგრძნებას ანიჭებს. პიესაში გამოყენებულია სვანური ფოლკლორის მდიდარი მემკვიდრეობა, ავტორთა ციტირებები და…
  • 93
    ციკლიდან: რეკვიემი დევნილთათვისცნობილი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი  და ჟურნალისტი, გაზეთ „ალიონის“ ყოფილი თანამშრომელი _გენრიეტა ქუთათელაძე  82 წლისაა. ვულოცავთ! * * * დარდმა და მწუხარებამ დააჭკნო ეს ქალი, ეს ქალი, წარსულში რომ ჰგავდა ყაყაჩოს, სასტიკმა ცხოვრებამ დასეტყვა, დამეხა, დაცეცხლა დააზრო და დააბერა, ლამის დაახრჩო (ეჰ, რა ძნელია დევნილის ხვედრი). შიში შეეყარა სახადივით და ფიქრებს…
  • 92
    ესროლეს, მაგრამ ვერ მოჰკლეს საქართველოს თანმდევი სულირატომ და ვინ ესროლა ილია ჭავჭავაძეს, როგორ გაიარა მისთვის ნასროლმა ტყვიამ საქართველოს გულთან  და  საფიქრალი - „მეცა ვტანჯულვარ, ჰე, ბედკრულო, შენის ტანჯვითა“, ან კიდევ „რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ“... საუკუნეზე  მეტია,  ეს კითხვები ტკივილიან განცდებად ტრიალებს ჩვენი ერის გულსა და გონებაში. მეტიც, მუდმივად  ანთია ერის სულიერების ცაზე და მკვეთრი…
  • 92
    დუმბაძისა და კლდიაშვილის დღე — დუბლი ორიავტორი ანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის VI დღე კვლავ დუმბაძისა და დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების სცენური ინტერპრეტაციებით გამოირჩეოდა. დღის პირველი დადგმა ჩოხატაურის კულტურის სასახლეში ვიხილეთ — უზბეკურად გაცოცხლებული „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (რეჟისორი: მუხთარ რეიმოვი), რომელიც ბარდახის სახელობის ყარაყალპაყეთის სახელმწიფო აკადემიურმა თეატრმა წარმოადგინა. ოზურგეთის თეატრის დიდ სცენაზე კი…