ავტორი გიორგი გორდელაძე

ამა წლის მარტის თვეში, ესტონეთში უდიდესი მსოფლიო კომპოზიტორის – Arvo Pärdi Keskus / Arvo Pärt Centre არვო პიარტის ცენტრს ვესტუმრეთ. ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად, თავად კომპოზიტორთანაც მოვახერხეთ შეხვედრა. აქვე, მინდა მადლობა ვუთხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია • Ozurgeti City Hall ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი ყოველთვის სწორი და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერისთვის.

განსაკუთრებით ემოციური იყო შეხვედრა ჩვენი გურული სიმღერის დიდოსტატის 88 წლის ტრისტან სიხარულიძისა და არვო პიარტისა, რომელიც თავად 89 წლის გახლავთ. ბატონ არვოს იქვე მოვასმენინეთ გურული ხალხური სიმღერები, რასაც უდიდესი ემოციებით შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ გაჩნდა იდეა და დიდი სურვილი, რომ დაგვეგეგმა გურული ხალხური სიმღერის კონცერტი არვო პიარტის მუსიკალურ ცენტრში. ეს ცენტრი გახლავთ კლასიკური და არამარტო კლასიკური მუსიკის მოყვარულებისთვის და პროფესინალებისთვის ერთ-ერთი უდიდესი მნიშვნელობის ადგილი.

საქართველოში დაბრუნებისთანავე მივწერეთ ოფიციალური წერილი ცენტრსა და მის ხელმძღვანელობას.

აღნიშნული თემით ასევე დაინტერესდა ტელეკომპანია TV Imedi და მათ სტუდიაში ვისაუბრეთ ამის შესახებ.

რამდენიმე დღის უკან კი მივიღეთ დადებითი პასუხი — რომ მათ აქვთ ინტერესი და მზად არიან ჩვენი კონცერტის მოსამზადებლად.

წინ ბევრი სამუშაოა, მაგრამ უკვე ის ფაქტი, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორის სახელთან დაკავშირებული ცენტრი დაინტერესდა გურიით, გურული ტრადიციებით და ხალხური სიმღერით, ეს არის უდიდესი აღიარება პირველ რიგში გურული ხალხური სიმღერის, ჩვენი დიდი წინაპრების, ვინც ამ საქმეს ემსახურა და თავი შესწირა. ეს არის აღიარება ჩვენი მომავალი თაობის, ვინც ღირსეულად აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ტრადიციებსა და ღირებულებებს.

ჩვენ ვიწყებთ ამ გზას და გვსურს, ეს გზა გავიაროთ იმ ღირსებით, რაც ჩვენს ქვეყანას ეკადრება. წარმატებები გურიას და წარატებები ჩვენს ქვეყანას

მსგავსი სტატიები

  • 89
    „სამუზეუმო მეხსიერების სალაროდან“https://www.youtube.com/shorts/4RN_CKm85BQმეც იმ ოზურგეთელებს შორის ვარ, სიამაყით და აღტაცებით რომ შეხვდნენ ჩვენს წარმტაც ქალაქში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის დაფუძნებას. ვხარობ მისი საქმიანობით; აქ მოღვაწე ადამიანებთან მჭიდრო კავშირში ვარ, და ვიცი იმ პერსპექტივების შესახებ, მომავალში რომ გველოდება. კულტურის ახალ კერას გულითადი მხარდაჭერა სჭირდება და ამასაც თვალნათლივ ვხედავ. ზედმეტად არ…
  • 87
    ისევ ალეგრობის შესახებ„ალეგრობა“ წლების მანძილზე ოზურგეთში საქალაქო-საქველმოქმედო  დღესასწაული და ოზურგეთლებისათვის ნამდვილად ზეიმი იყო. ეს დრო  სავარაუდოდ გურიის უკანასკნელი მთავრის მამია მეხუთე გურიელის  მთავრობიდან (1809-1826) უნდა ავთვალოთ,რადგან გურიის უკანასკნელი მთავარი  ბევრი კულტურული ღონისძიების  წამომწყები იყო.როგორც ამბობენ სამამულო ომის დაწყებამ ეს ლამაზი დღესასწაული შეაჩერა, შემდეგ კი დავიწყებას მიეცა. აქვე უნდა ვთქვათ  ისიც, რომ   ოზურგეთის…
  • 83
    „მომწყურდი საოცარი ძალით“ერთი თვის წინ გაზეთ „ალიონის“ რედაქციასთან   ოზურგეთის თეატრის დირექტორს ზაზა ჯინჭარაძეს შევხდი სტუმრებთან ერთად.„სტუმარი“  ესტრადის ცნობილი მომღერალი გია ბეშიტაიშვილი იყო ქალიშვილთან ერთად.მასპინძელი კი ოზურგეთის თეატრი გახლდათ. „სანბარში“ დავსხედით. უცებ გავიხსენეთ  40 წლის წინ ოზურგეთსა და  ნატანებში  გამართული ძმები ბეშიტაიშვილების კონცერტები და იმჟამად რედაქციის პრაქტიკანტის, თბილისის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტის ია…
  • 82
    თაგინურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფესტივალი „ჯვარიმინდორი 2024“ გაიმართათაგინურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფესტივალი „ჯვარიმინდორი 2024“ გაიმართა. ფესტივალი ადგილობრივებს და დამსწრე საზოგადოებას შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ანზორ ბოლქვაძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ და მთავრობის სხვა წევრებმა მიულოცეს. დღის განმავლობაში გაიმართა კულტურულ-გასართობი, სპორტული და…
  • 79
    „მომწყურდი საოცარი ძალით“                                   წერილი მეორე საქვეყნოდ ცნობილ, დიდ ქართველ მომღერალთან, დავით იასონის ძე ანდღულაძესათან შეხვედრამ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემს მახსოვრობაში! ჩვენ წინ იდგა მაღალი, ათლეტური აღნაგობის, გასაოცრად ლამაზი ადამიანი –  «კეთილი იყოს თქვენი მობრძანებაო» გვითხრა და…