ოზურგეთის მუნიციპალიტეტში თავართქილაძისა და ორბელიანის ქუჩებზე გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში ეწყობა 1 370 მეტრი სიგრძის ახალი გზა და სანიაღვრე არხები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მაცხოვრებლების გადაადგილებას და მოძრაობის უსაფრთხოებას.
მიმდინარე სამუშაოებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე და მერის მოადგილე ნიკა ბოლქვაძე გაეცნენ.
პროექტი, რომლის ღირებულება 1 მილიონ ლარზე მეტია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.
მსგავსი სტატიები
- 87
დაბა ურეკში წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. პროექტით გათვალისწინებულია 850 მეტრი საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაცია. მიმდინარე სამუშაოებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე და მერის მოადგილე ნიკა ბოლქვაძე ადგილზე გაეცნენ. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.
- 85
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს შემოქმედი - ჭალის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე. პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო სანიაღვრე არხები და მიმდინარეობს 2 მეტრამდე სიგრძის გზის მოწყობა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება,…
- 82
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, დაბა ურეკში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე და ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე ადგილზე გაეცნენ. პროექტის ფარგლებში იგეგმება 2 კილომეტრზე მეტი სიგრძის გზის მოწყობა. სამუშაოების საერთო ღირებულება 1 მილიონ ლარს შეადგენს.
- 77
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაო პროცესს ადგილზე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე გაეცნენ. აქტიურ ფაზაშია წყალმომარაგების მიმართულებით მიმდინარე პროექტი ქალაქ ოზურგეთში, სადაც არსებული ქსელი ამორტიზებულია…
- 77
შენობის რეაბილიტაცია ოზურგეთის მერიის დაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულება 300 000 ლარს შეადგენს. ახალი ოფისის გახსნას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია დაესწრნენ.