პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდათ. სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენისსაფუძვლით მანდატი შეუწყდა: – გიორგი გახარიასთეონა აქუბარდიას, ანა ბუჩუკურს, ლევან გოგიჩაიშვილსზაზა თავაძეს, ბექა ლილუაშვილს, ნათია მეზვრიშვილს, ბერდია სიჭინავას, კახა ქემოკლიძეს, როინ ქოჩორაშვილს, დიმიტრი ცქიტიშვილს და ზვიად ძიძიგურს.

ამჟამად XI მოწვევის პარლამენტი, რომლის შემადგენლობაც 150 წევრიანი უნდა იყოს, 89 დეპუტატით არის წარმოდგენილი. XI მოწვევის პარლამენტში მანდატი ჯამში პარლამენტის 61 წევრს შეუწყდა.

გიორგი გახარიას პოლიტიკურ გაერთიანებას სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით საარჩევნო სია არ ჩაუხსნია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის დღის წესრიგში საარჩევნო სიით მომდევნო 12 წევრის უფლებამოსილებას ცნობის საკითხი დადგება.

ამასთან, პარტია “გახარია საქართველოსთვის“ მომდევნო 6 თვის განმავლობაში ბიუჯეტიდან დაფინანსებას ვერ მიიღებს.

წყარო ipn.ge

მსგავსი სტატიები

არ გამოტოვოთ