გურია პირველი „გემო ფესტის“ მასპინძლობისთვის ემზადება. გასტრონომიული ფესტივალი 23-24 აგვისტოს, ოზურგეთში, შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში გაიმართება.

მოსამზადებელ სამუშაოებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მაია ომიაძესთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად გაეცნო.

„გემო ფესტის“ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, აღმოაჩინონ გურული სამზარეულოს ტრადიციული და ნაკლებად ცნობილი, იშვიათი კერძები. ასევე, წარმოდგენილი იქნება გურიაში წარმოებული ღვინო, ჩაი და სხვა ადგილობრივი პროდუქცია. მოეწყობა საბავშვო სივრცე, აგრო ზონა, სამეწარმეო და ღვინის მარკეტი.

მსგავსი სტატიები

  • 74
    გურია გასტრონომიულ ფესტივალს ,,გემოფესტს" მასპინძლობსგურია გასტრონომიულ ფესტივალს „გემოფესტს“ მასპინძლობს. ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ღურჯუმელიძე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მაია ომიაძესთან, კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ფესტივალის ფარგლებში, რომელიც შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში იმართება წარმოდგენილი იყო: კვების სივრცე, სამეწარმეო მარკეტი, აგროზონა, საბავშვო შემეცნებით-გასართობი აქტივობები და მუსიკალური პროგრამა ბენდისა…
  • 74
    გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდაგურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებსა და პროექტის სამუშაო ჯგუფს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ურეკი–შეკვეთილის განახლებული გენერალური და განაშენიანების გეგმების ძირითადი პრიორიტეტები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, განახლებული გეგმა ხელს შეუწყობს რეგიონში ინვესტიციების მოზიდვას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგებას,…
  • 73
    სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში ანზორ გვარამაძის ვარსკვლავის საზეიმოდ გაიხსნის ცერემონიას დაესწროქალაქ ოზურგეთში, ჭადრების პარკში, ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობის აღსანიშნავად, ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „მთიების“ დამაარსებლის ანზორ გვარამაძის ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფი რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. დამსახურებული ქორეოგრაფ-პედაგოგი დაჯილდოებულია ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენებით, მინიჭებული აქვს საპატიო წოდება „ქორეოგრაფიის…
  • 73
    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღება გაიმართაოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღება გაიმართა. ადგილობრივებმა მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები გურიაში სახელმწიფო რწმუნებულს გიორგი ურუშაძეს და მუნიციპალიტეტის მერს ავთანდილ თალაკვაძეს გააცნეს.
  • 73
    გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდაგურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. სახელმწიფო რწმუნებული და ისრაელის ელჩი ასევე დაესწრნენ საქართველოსა და ისრაელის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილ თავისუფალი ჭიდაობის ტურნირს, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა…