გურია გასტრონომიულ ფესტივალს „გემოფესტს“ მასპინძლობს. ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ღურჯუმელიძე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მაია ომიაძესთან, კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ფესტივალის ფარგლებში, რომელიც შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში იმართება წარმოდგენილი იყო: კვების სივრცე, სამეწარმეო მარკეტი, აგროზონა, საბავშვო შემეცნებით-გასართობი აქტივობები და მუსიკალური პროგრამა ბენდისა და DJ-ის მონაწილეობით.

ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და რეგიონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით იმართება. ფესტივალის მიზანია გურული სამზარეულოს წარმოჩენა, ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერა და რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.

“გემოფესტი”, 2 აგვისტოს, მეორე საფესტივალო დღეს, შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში, 17:00 საათიდან განახლდება.

მსგავსი სტატიები

  • 74
    გურია პირველი „გემო ფესტის“ მასპინძლობისთვის ემზადებაგურია პირველი „გემო ფესტის“ მასპინძლობისთვის ემზადება. გასტრონომიული ფესტივალი 23-24 აგვისტოს, ოზურგეთში, შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში გაიმართება. მოსამზადებელ სამუშაოებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მაია ომიაძესთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად გაეცნო. „გემო ფესტის“ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, აღმოაჩინონ გურული სამზარეულოს ტრადიციული და ნაკლებად ცნობილი, იშვიათი…
  • 72
    შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ქართული ჩაის ფესტივალი გაიმართაოზურგეთის მერიის მხარდაჭერით, შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ქართული ჩაის ფესტივალი გაიმართა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე და ოზურგეთის მერის მოვალეობის შემსრულებელი გია ანთაძე დაესწრნენ. ​ფესტივალზე, რომლის მიზანს ჩაის წარმოების პოპულარიზაცია, ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერა და რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს 65 მეწარმის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო, ჩატარდა ქართული ჩაის დამზადების მასტერკლასი.…
  • 72
    გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდაგურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებსა და პროექტის სამუშაო ჯგუფს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ურეკი–შეკვეთილის განახლებული გენერალური და განაშენიანების გეგმების ძირითადი პრიორიტეტები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, განახლებული გეგმა ხელს შეუწყობს რეგიონში ინვესტიციების მოზიდვას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგებას,…
  • 70
    სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში ანზორ გვარამაძის ვარსკვლავის საზეიმოდ გაიხსნის ცერემონიას დაესწროქალაქ ოზურგეთში, ჭადრების პარკში, ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობის აღსანიშნავად, ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „მთიების“ დამაარსებლის ანზორ გვარამაძის ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფი რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. დამსახურებული ქორეოგრაფ-პედაგოგი დაჯილდოებულია ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენებით, მინიჭებული აქვს საპატიო წოდება „ქორეოგრაფიის…
  • 70
    გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართაგურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, ასევე იმსჯელეს რეგიონის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.