მე ვფიქრობდი, რომ ეს იყო ავანტიურა და კიდევ უფრო მეტიც – მე ვფიქრობდი, რომ ეს იყო ამ წინააღმდეგობის მოძრაობის ჰორიზონტალური სტრუქტურის დარღვევა, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა, ვახუშტი მენაბდემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებულ მოლოდინებსა და შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

მენაბდის შეფასებით, ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა სიტუაციის გაკონტროლება გადაწყვიტა.

„მე 4 ოქტომბრის მიმართ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, არ მქონდა განცდა, რომ რაიმე რეალისტური გეგმა ჰქონდა მის ორგანიზატორებს, მეტიც – მე ვფიქრობდი, რომ ეს იყო ავანტიურა და კიდევ უფრო მეტიც – მე ვფიქრობდი, რომ ეს იყო ამ წინააღმდეგობის მოძრაობის ჰორიზონტალური სტრუქტურის დარღვევა. ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა მოინდომა, რომ „ახლა მე აქ სიტუაციას გავაკონტროლებ და როგორც მე გეტყვით, ისე იზამთ ყველა“. აქამდე არავის არ უცდია, რომ სხვებზე უფრო მნიშვნელოვანი წარმოჩენილიყო და პროცესი წაეყვანა“, – განაცხადა მენაბდემ.

ტელეწამყვანი მეტი კონკრეტიკისთვის ჩაეკითხა, გულისხმობდა თუ არა ის, რომ ეს იყო აქციის საორგანიზაციო ჯგუფისა და პლუს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ავანტიურა, რათა პროცესების მართვა საკუთარ ხელში აეღოთ, რაზეც მენაბდემ დადებითი პასუხი გასცა.

„კი, ეს კარგი ფორმულირებაა იმიტომ, რომ აქამდე ეს არც არავის არ გაუკეთებია რუსთაველის გამზირზე. რუსთაველის გამზირზე იყო ხალხმრავალი აქციები, იყო აქციები, სადაც ბევრი ადამიანი მოვიდოდა, იყო აქციები, რომელსაც არ ჰყოლია ერთი ორგანიზატორი. ამდენი ხნის განმავლობაში იქ ერთმანეთისთვის სრულიად მიუღებელი პოლიტიკური ძალები ახერხებდნენ იმას, რომ რაღაც სცენარზე შეთანხმებულიყვნენ. უცებ ერთმა ჯგუფმა თქვა, რომ 4-ში ეტყოდა, რა იქნებოდა და უნდა გაჰყოლოდნენ. აღმოჩნდა, რომ ეს იყო გეგმა, რომელსაც გეგმას ვერ დავარქმევთ.

მე იქ ვიყავი და ვხედავდი საზოგადოების განწყობებს. როდესაც გეგმა გამოცხადდა, ხალხმა დაიწყო დაშლა“, – განაცხადა მენაბდემ.

მისივე თქმით, 4 ოქტომბერს გამართული აქციამ უარყოფითი გავლენა იქონია პროცესებზე.

„მე მგონია, რომ ამ 4-ის შეკრებას ჰქონდა უარყოფითი გავლენა პროცესებზე. პირველ რიგში, ეს არის უნდობლობის გაზრდა პოლიტიკური პროცესების მიმართ. ხვალ უფრო გართულდება ხალხის ქუჩაში გამოყვანა, ვიდრე ეს 4-მდე იყო შესაძლებელი, თუმცა, ჩვენ შეგვიძლია რაღაც გაკვეთილები მივიღოთ. თუ რაღაც არ გამოდის, შენ უნდა აღიარო, რომ არ გამოდის და ტაქტიკა უნდა შეცვალო. ჩვენ 4-ის კრიტიკაზე ვერ დავრჩებით იმისთვის, რომ წინ წავიდეთ. წინ რომ წავიდეთ, ჩვენ გვჭირდება ვიფიქროთ, როგორ უნდა გაგრძელდეს წინააღმდეგობა ისე, რომ საბოლოოდ ეს რეჟიმის მარცხით დასრულდეს“, – აღნიშნა მენაბდემ.

წყარო: ipn.ge

მსგავსი სტატიები

  • 93
                ერთი ოჯახის სევდიანი ისტორია  ავტორი: ნუგზარ ასათიანი თამარ მელიქაძისა და  ხარიტონ ჯინჭარაძის ოჯახი ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც ვერ გადაურჩა გასული საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიების სუსხს. 13 წლის წინ ამ ოჯახის უკანასკნელი წევრი გარდაიცვალა. დარჩა ლამაზი მოგონებები და სევდიანი ისტორია, რომლის გადმოცემას 10 წელზე მეტია ვლამობ...                  …
  • 84
    ბახმარო _დღეს ყველაზე მეტად საკამათო თემაბახმარო ბევრი წერს, რომ ესაა გურიის განვითარების და გადარჩენის ერთადერთი შანსი, რომ ბახმარომ მინიმუმ 300000 ვიზიტორი უნდა მიიღოს საწყის ეტაპზე. რომ დასაქმდება და გამდიდრდება ადგილობრივი მოსახლეობა. მაგრამ, ამას ვინც წერს ერთ სიტყვას არ ამბობს, თუ რა მოუვა ეკოლოგიას. 300000 ვიზიტორისას 100000 გათბობის ქვაბის მოგუგუნე მილი რომ ჩაირთვება, ასობით ავტომობილის გამონაბოლქვს…
  • 83
    გონებისკარში ძველი ეკლესიის აღდგენა იწყება – ადგილობრივთა ინიციატივა და ბიზნესის მხარდაჭერა გონებისკარი ამ ზაფხულს სხვანაირად გამოცოცხლდა,  ძველი სასაფლაოს ადგილას სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. „ჩვენი სოფელი, ძველად - გომების კარი, აერთიანებს შემოქმედის თემის ორი დიდ სოფელს გომსა და შემოქმედს, ისტორიულად მნიშვნელოვანი მისია ჰქონდა ჩვენს სოფელს, კარიბჭის, გამაერთიანებლის, შემრიგებლის... 1871-1916 და 1862-1896 წლებში იმერეთის სინოდის კანტორის მეტრიკული წიგნების საძიებელში ფიქსირდება კარისყურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც…
  • 83
    კაცი მდიდარი ისტორიითოზურგეთს ჰყავს მდიდარი ბიოგრაფიის მქონე ადამიანები, რომლებიც, თავიანთი ცხოვრების წესით, საქმიანობით, ქველმოქმედებით  სამაგალითო მოქალაქეები არიან. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ მრავალმხრივი მოღვაწე ოლეგ გობრონიძე. მას დღეს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა. ოლეგი ქ. ოზურგეთში დაიბადა, გოგებაშვილის ქუჩაზე. დედა _ სონია შეწირული დაწყებითი განათლების სპეციალისტი იყო, ხოლო მამა აკაკი _ვაჭრობის მუშაკი. იხსენებს ოლეგი ეპიზოდებს …
  • 81
    სამხრეთ საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთადავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ…

არ გამოტოვოთ