უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში წყალში მხტომელთა პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, სადაც საქართველოს წარმომადგენლებმა გამოსვლა ბრწყინვალე შედეგით დაასრულეს. ხუთმა სპორტსმენმა 6 მედლის მოპოვება შეძლეს.
ქართველმა სპორტსმენებმა უმაღლესი სინჯის მედალი ორ დისციპლინაში მოიგეს და ორივეში წარმოშობით ოზურგეთელი ალექსანდრე ცხომელიძე ფიგურირებდა.
ის კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე 13 ქვეყნის სპორტსმენებს შორის ჯერ სამმეტრიანი ტრამპლინიდან სინქრონულ ხტომაში გიორგი წულუკიძესთან ერთად დუეტში დაგროვილი 251 ქულით ავიდა, ხოლო შემდეგ სამმატრიანი ტრამპლინიდან ინდივიდუალურ ხტომაში 444,80 ქულით საუკეთესო შედეგი აჩვენა. ამავე დისცილინაში ვიცე-ჩემპიონი _გიორგი წულუკიძე (444,20 ქულა) გახდა, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი კოკა საკანდელიძე (437 ქულა).
ბრინჯაოს მედლები ერთმეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში თეკლა შარიამ (212 ქულა) და თორნიკე ონიკაშვილმა (293 ქულა) მოიპოვეს.
„ასეთი რამ წლებია არ მომხდარა, ბოლოს, ჯერ კიდევ ძველი დროშის დროს იყო, როდესაც საქართველოს წარმომადგენლებმა კვარცხლბეკის სამივე ადგილი ერთდროულად დაიკავეს, მაშინ ეს გოგოებმა შეძლეს ასევე უნგრეთში, ქ. სოლნოკში.
ახლა კი მეორდება ეს საოცარი შეგრძნება, ასევე უნგრეთში, ქ.ბუდაპეშტში ოღონდ ამჟამად ბიჭების დამსახურებით: ალექსანდრე ცხომელიძის, გიორგი წულიკიძის და კოკა საკანდელიძის დამსახურებით
სამმაგად აფრიალდა საქართველოს დროშა,
სამმაგი სიხარული მოუტანა საქართველოს და მწვრთნელებს
სამმაგად გვეამაყებიან“ _აღნიშნავენ სოციალურ ქსელში.
მსგავსი სტატიები
- 67
ბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს. 1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და 14… - 60
ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დასრულდა ცნობილი ოზურგეთელი მოჭადრაკის, თორნიკე ხვედელიძის IX მემორიალური საჭადრაკო ტურნირი.იგი 2013 წლიდან იმართება და მასში რეგიონის სხვადასხვა თაობის ცნობილი მოჭადრაკეები ღებულობენ მონაწილეობას. ბოლო წლებში იგი აქტიური ჭადრაკის რეგლამენტით ტარდება და პრაქტიკულად ამ სფეროში გურიის ჩემპიონატის სახეს ღებულობს. ტურნირის გახსნაზე განსაკუთრებულად აღინიშნა თორნიკე ხვედელიძის, როგორც მოჭადრაკის ,ისე მისი… - 59
დინამო (თბილისი)4ტორპედო (მოსკოვი)1 ტაშკენტი. "ფახთაქორის" ცენტრალური სტადიონი. 18 ნოემბერი. გოლები: 0:1 შჩერბაკოვი (56), 1:1 დათუნაშვილი (73), 2:1 დათუნაშვილი (92), 3:1 მესხი (102), 4:1 მეტრეველი (107-პენ) დინამო: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი,გ. სიჭინავა, იამანიძე, დათუნაშვილი, ბარქაია, მეტრეველი, მესხი. ტორპედო: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, შუსტიკოვი, მეშჩერიაკოვი, სარაევი,ვორონინი, მარუშკო, სოლოვიოვი, ივანოვი (სადოროვი), შჩერბაკოვი, სერგეევი. მსაჯი: მ. რუბენისი… - 59
გურიაში, ჩოხატაურში წარმატებით დასრულდა იუნიორთა თავისუფალი ჭიდაობის ტურნირი, რომელიც 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიება ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებსა და ისრაელში ქვეყნისთვის და ტერორიზმთან ბრძოლაში დაღუპულ გმირებს. ბოლო ათი წლის განმავლობაში ტურნირი ადგილობრივი ინიციატივიდან ნამდვილ ტრადიციად იქცა, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდა სპორტსმენებს, ოჯახებს, მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს მთელი რეგიონიდან. ის კიდევ… - 5927 სექტემბერს, ქ.ოზურგეთში გაიმართა საქართველოს სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადა- „ნონას თასი-2024“-ის, მეორე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებდა გურიის რეგიონის საჯარო სკოლებიდან საუკეთესო საჭადრაკო გუნდის გამოვლენას.როგორც ჭადრაკის მოყვარულებმა იციან ეს მაშტაბური ღონისძიება ტარდება საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროსა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ერთობლივი პროექტით და მასში მონაწილეობს 10 წლამდე ასაკის მოჭადრაკეებით შედგენილი ქვეყნის საჯარო…