ქალაქ ოზურგეთში, ჭადრების პარკში, ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობის აღსანიშნავად, ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „მთიების“ დამაარსებლის ანზორ გვარამაძის ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფი რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
დამსახურებული ქორეოგრაფ-პედაგოგი დაჯილდოებულია ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენებით, მინიჭებული აქვს საპატიო წოდება „ქორეოგრაფიის რაინდი“, არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის სახელობის პრემიის ლაურეატი და „ხელოვნების ქურუმის“ წოდების მფლობელი.

ვარსკვლავის გახსნამდე ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ანზორ გვარამაძის შესახებ ვიდეოჩვენება და ანსამბლ „მთიების“ 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები: „მთიები,“ „ზენაარი,“ „ნართები,“ „ფესვები,“ ასევე, „ფარცას“ ძველი თაობის მოცეკვავეები და ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლი „შვიდკაცა“.

ღონისძიებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

მსგავსი სტატიები

  • 92
    ირაკლი კობახიძე ბახმაროში სახალხო სადღესასწაულო ღონისძიების და ტრადიციულ დოღს დაესწროსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, ბახმაროში სახალხო სადღესასწაულო ღონისძიებებს და ტრადიციულ დოღს დაესწრო, რომელიც ფერისცვალების დღესასწაულზე ყოველწლიურად იმართება. მთავრობის მეთაურმა სახალხო დღესასწაულის სტუმრებსა და ადგილობრივებს ფერისცვალება მიულოცა. „ძალიან მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად ვიზიარებ საზეიმო განწყობას. მინდა მოგილოცოთ ფერისცვალება, ეს არაჩვეულებრივი დღესასწაული. ფარავდეს ამ დღის…
  • 89
    ქალაქ ლანჩხუთში წყალმომარაგების თანამედროვე ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობსსაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქალაქ ლანჩხუთში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაო პროცესს ადგილზე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი გაეცნენ. ქალაქ ლანჩხუთში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია წყალმომარაგების არსებული ამორტიზებული მაგისტრალური და გამანაწილებელი…
  • 88
    სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესების კოორდინაციის მიზნით შექმნილ უწყებათაშორისი კომისიის მორიგ სხდომას დაესწროსკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესების კოორდინაციის მიზნით უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრაში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე მონაწილეობდნენ. სხდომის მონაწილეებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა განიხილეს,…
  • 88
    გივი მიქანაძემ გურიაში კოლეჯ ,,ჰორიზონტი"-ს სასწავლო კორპუსები დაათვალიერასაქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კოლეჯ ,,ჰორიზონტი"-ს სასწავლო კორპუსები დაათვალიერა და მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო. _ ,,პროფესიული განათლება და მისი ხელმისაწვდომობა ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მხრივ, გურიის რეგიონს…
  • 88
    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გურიაში მიმდინარე და დარულებულ პროექტებს გაეცნოსაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გურიის რეგიონში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ,,წლიდან წლამდე რეგიონებში დასაფინანსებელი პროექტების ფონდი იზრდება საქართველოს მასშტაბით და რა თქმა უნდა, გურიაშიც შარშან, მაგალითისთვის, დაახლოებით 18 000 000 ლარი…