ოზურგეთის საჩოგბურთო კორტებზე საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას თასის გათამაშება დასრულდა.
ზაზა დამენია იყო ქართველი კაპრალი,რომელიც 2004 წელს ცხინვალის რეგიონში ოსურ და რუსულ სამხედრო დანაყოფების წინააღმდეგ გამართული ბრძოლისას დაიღუპა.
ის საკუთარი სხეულით გადაეფარა სანგარში მტრის მიერ შემოგდებულ ხელყუმბარას და თავისი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები უეჭველ სიკვდილს გადაარჩინა.
ოზურგეთელი ჩოგბურთელები აღნიშნული ტურნირის გამართვით ყოველწლიურად მიაგებენ პატივს ზაზა დამენიას ხსოვნას.
რაც შეეხება წლევანდელ გათამაშებას ,ტურნირის გამარჯვებული გახდა გოგა ღლონტი, რომელმაც დამაჯერებლად ორ სეტში 6:0 6:1 სძლია ვაკო შარაშენიძეს და მეორედ დაეუფლა ზაზა დამენიას თასს.
ვაკოსთვის კი ეს ოზურგეთის საჩოგბურთო ტურნირებზე მოპოვებული პირველი მედალია და ფინალში განცდილი მარცხის მიუხედავად მისი ტურნირზე ნაჩვენები შედეგი მაინც დადებითად უნდა შეფასდეს.
ზაზა დამენიას თასის მომდევნო გათამაშება 2027 წლის ზაფხულში გაიმართება.
საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას თასის ყველა გამარჯვებული და პრიზიორი:
2019
გივი სიამაშვილი
მამუკა კილაძე
2020 არ ჩატარებულა პანდემიის გამო.
2021
გივი სიამაშვილი
ილია გელაშვილი
2022
ილია გელაშვილი
გივი სიამაშვილი
2023
გოგა ღლონტი
გივი სიამაშვილი
2024 ღია ფორმატით
2025 ღია ფორმატით
2026
გოგა ღლონტი
ვაკო შარაშენიძე
მსგავსი სტატიები
- 84
ბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს. 1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და 14… - 83
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჩოგბურთო მოედანზე საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას თასის გათამაშება დასრულდა. შეჯიბრში სხვადასხვა მუნიციპალიტეტები იყო ჩართული. ამჯერად გამარჯვება ბათუმელი ჩოგბურთელს ავთო ბეჟანიშვილს ერგო, მეორეზე კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების საჩოგბურთო სექციის სპორტსმენი, გოგა ღლონტი გავიდა. პრიზიორებს სიგელები, მედალი და თასები გადაეცათ. - 79
დღეს, ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე განიხილეს საკითხი, ქ. ოზურგეთში, რუსთაველის #39-ში მდებარე სტადიონ „მეგობრობისთვის“ კოტე გოგატაძის სახელის მინიჭების შესახებ. საკრებულომ ერთხმად მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. კოტე გოგატაძის შესახებ არერთხელ დაწერილი გაზეთ „ალიონის“ ფურცლებზე. ამჯერად გაზეთის ვებ.გვერდზე ALION.GE 2024 წლის 26 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიას გთავაზობთ: ღირსეული ოჯახის ღირსეული… - 79ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 78ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…