გუშინ,თბილისში, მე-3 ლიგის მატჩში, „მერანთან“ „გურიამ“ ანგარიშით 5:0 გაიმარჯვა და გათამაშების ცხრილში მე-2 ადგილზეა.

დღეს, ოზურგეთში, მე-4 ლიგის მე-15 ტურის მატჩში წალენჯიხის „სქურთან“ „მერცხალს“ გამარჯვებას ვარაუდობდნენ, თუმცა  „მერცხალმა“ თითქმის მოგებული მატჩი დათმო.

მატჩი ორმხრივი იერიშებით დაიწყო. ოზურგეთელებმა ძლიერი დარტყმით პირველად მე-3 წუთზე მოსინჯეს სტუმრების კარი…

37-ე წუთზე დაახლოებით 25-27 მეტრიდან ნიკა ტოკლიკიშვილმა ზუსტი დარტმით გახსნა ანგარიში 1:0.

ტაიმის მიწურულს სტუმრებმა საკმაოდ მარტივ სიტუაციაში შეძლეს საპასუხო გოლის გატანა 1:1.

მეორე ტაიმი ოზურგეთელების იერიშებით დაიწყო და ორი გოლი გაიტანეს სტუმრების კარში.

49-ე წუთზე ზუსტად დარტყმული საჯარიმოთ გიორგი ჭანუყვაძემ ანგარიში ორამდე გაზარდა.ხოლო 56-ე წუთზე მიშა ამბროლაძემ მე-3 გოლი გაიტანა.

ამის შემდეგ, 59-ე წუთზე ჯერ ოზურგეთელი რომან მორჩილაძე უხეში თამაშისთვის, შემდეგ 63-ე წუთზე კი  გიორგი ჭანუყვაძე  გააძევეს.

„მერცხალი“ უმცირესობაში დარჩა. ვეღარ უმკლავდებოდა მეტოქის იერიშებს. სათამაშო წესებს სტუმრებიც არღვევდნენ, მაგრამ მსაჯი მხოლოდ სიტყიერი გაფრთხილებით შემოიფარგლებოდა.

84-ე წუთზე სტუმრებიდან  ლევან თვარიაშვილმა ანგარიში გაათანანაბრა 3:3, ხოლო მსაჯის მიერ დამატებული დროის პირველსავე წუთზე მანვე გადამწყევტი მე-4 გოლი გაუტანა მასპინძლებს. 3:4.

_„აბა, რა!“_ ასე გამოეხმაურა „სქურის“ სამწვრთნელო სტაფი მათი გუნდის ქამბექს..

15 ტურის შემდეგ ოზურგეთელებს 21 ქულა აქვთ და კვლავ მერვე ადგილზე არიან, თუმცა მას მისი დღევანდელი მეტოქე, “სქური” წამოეწია, რომელსაც ასევე 21 ქულა აქვს.

20 აგვისტოს „მერცხალი“ „ალგეთს“ უმასპინძლებს.

მსგავსი სტატიები

  • 85
    ოზურგეთელი ბაზიერებიბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების  საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს.  1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და  14…
  • 83
    საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მე-3 და მე-4 ლიგის მორიგი შეხვედრები გაიმართა. მე-3 ლიგის მე-7 ტურის მატჩში ჩოხატაურის „ბახმარომ“ გარდაბანში წააგო ლიგის ერთ-ერთ აუტსაუდერთან 1:2. მე-4 ლიგაში „გურიამ“ და „მერცხალმა“ მე-6 ტურში წარმატებებს მიაღწიეს. „გურიამ“ შინ „სამგურალი 2“ დაამარცხა 1:0, ხოლო „მერცხალმა“ სტუმრად „იბერია 2010“ დაამარცხა _3:2. „ბახმაროს“ 7 ქულა აქვს და…
  • 81
    ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.   ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.   ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.   ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
  • 81
    „ბათუმი“ 49:17 „არწივები“დიდი 10-ის ბოლოსწინა ტურში, „ბათუმმა“ ოზურგეთის „არწივების’“ წინააღმდეგობა მეორე ტაიმში გატეხა და ბონუსით, 49:17 გაიმარჯვა. ზღვისპირელები 49 ქულით მე-3 ადგილზე არიან და თუ ამ პოზიციის შენარჩუნება მოახერხეს, ფლეი ოფის პირველ ეტაპზე მასპინძლის უფლებით ისარგებლებენ. „არწივები“ 18 ქულით ბოლოსწინა, მე-9 პოზიციაზე რჩება და დიდი 10-ში დასარჩენი ფლეი ოფისთვის ემზადება. ბათუმში თამაში…
  • 81
    დღეს, ქ. ბათუმში, ერთალიგის მატში საქართველოს ნაკრებმა უკრაინის ნაკრებს უმასპინძლა და მიუხედავად მასპინძლების დიდი სათამაშო უპირატესობისა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ქართველებისაგან გოლი 76-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.