დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.
საკრებულომ ,,რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე“ განკარგულების პროექტი დაამტკიცა, რომელიც სოფ. დვაბზუ-ცხემლისხიდი-ვაკიჯვარის გზისა და სოფ. დვაბზუს ცენტრალური გზის განშტოების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პირევლი პროექტის განსახორციელებლად 2.178.769 ლარი დაიხარჯება, ხოლო მეორესათვის 416. 626 000 ლარი.
აგრეთვე, დამტკიცდა შემდეგი სამართლებრივი აქტების პროექტები: ,, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბოხვაურში მდებარე მე-2 და მე-10 ქუჩებისათვის ,,წმინდა სოფიას“ სახელის; ,, შემოქმედის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ გომში მდებარე 1-ლი ქუჩის ნაწილისათვის ცნობილი ექიმის, აკადემიკოს გივი დუმბაძის, ხოლო სოფელ შემოქმედში მდებარე მე-2 ქუჩისათვის ,,შემოქმედის“ სახელების მინიჭების თაობაზე.“

მსგავსი სტატიები

  • 74
    დღეს საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართადღეს საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში აისახა და შესაბამის დარგობრივი კომისია განიხილავს: ,, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ“, ,, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლად გია ანთაძის დანიშვნის თაობაზე,“ და ,,საკრებულოს წევრის ტატა ბარამიძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ ინფორმაციის ცნობად მიღებას ასევე, საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ ცნობად მიიღო…
  • 72
    ოზურგეთის მერმა მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ახალი პროექტები წარმოადგინა                                                                                                              …
  • 72
    ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.საკრებულოს სხდომა N62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თეიმურაზ კუტუბიძემ გახსნა, რომელმაც წარადგინა მოხსენება საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შესახებ.საკრებულოს თავმჯდომარედ დავით შარაშიძე აირჩიეს.საკრებულოს თავმჯდომარემ გუნდს და ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.„4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებას“ უპრეცედენტოდ მაღალი…
  • 70
    დღეს, ოზურგეთის საკრებულომ, რიგგარეშე სხდომაზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე განკარგულება დაამტკიცა. პროექტი მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის უფროსმა გოჩა აბაშმაძემ წარმოადგინა. ეს პროექტებია:სოფ. ოზურგეთში ხელოვნურსაფარიანი სტადიონი;ლიხაურში ხელოვნურსაფარიანი სტადიონი;შრომაში ხელოვნურსაფარიანი სტადიონი;დანჩენკოს ქუჩაზე სკვერის მოწყობა;ქალაქ ოზურგეთში მალაზონიას ქუჩაზე (კორტების მიმდებარედ) სანიაღვრე არხის მშენებლობის სამუშაოები.
  • 69
    ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე აირჩიესდღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზაალ მამალაძე ხელმძღვანელობდა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა, საკრებულოს თავმჯდომარედ ჯუმბერ ბერძენიშვილი აირჩიეს. კენჭისყრა ჩატარდა საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად (ფარული კენჭის ყრა) ბიულეტენების გამოყენებით. საკრებულოს სხდომას ესწრებოდა 36 წევრი. ხმა მისცა 35-მა წევრმა, ხოლო საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა მაია რამიშვილმა („ძლიერი საქართველო-ლელო“)…