დღეს, სოფელ ლიხაურში, წმინდა ღვთისმშობლის ტაძრის ეზოში, რამდენიმე ოზურგეთელმა პატივი მიაგო 1877 წლის 19 ოქტომბერს თურქებთან ომში დაღუპული 16 ლიხაურელის ხსოვნას.
ამ კეთილი საქმეს რამდენიმე წლის წინ, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმის დირექტორმა რუსლან ურუშაძემ ჩაუყარა საფუძველი. მან ასევე 2004 წელს ჩოლოქის ბრძოლის აღნიშვნასაც ჩაუყარა საფუძველი., რომელიც ყოველწლიურად იმართება.
ტაძრის ეზოში შეკრებილებმა 16 სანთელი დაუნთეს 16 ლიხაურელის ხსოვნას.
_ზუსტად 149 წლის წინ,1877 წლის 23 ოქტომბერს, აღესრულა ისტორიაში კარგად ცნობილი 16 ლიხაურელი ვაჟკაცი, რომლებიც შეეწირნენ დედასამშობლოსათვის ბათუმის მხარის დაბრუნებას და უკვდავყვეს თავიანთი სახელი. ეს მხარე, მოყოლებული მე-14 საუკუნიდან, ტრაპიზონის საკეისროს გაუქმების შემდეგ, ქართველი ხალხისთვის იყო გამუდმებული ბრძოლების ადგილი და მტერმა შეძლო მდინარე ჩოლოქამდე მიეღწია.
ლიხაურელთა გმირობიდან რამდენიმე ხანში თურქეთის იმპერიასთან 1877-1878 წლების ომი სან–სტეფანიოს ზავით დასრულდა. მაგრამ იმდენად მძიმე იყო ხელშეკრულება ოსმალეთის იმპერიისათვის, რომ ევროპულმა სახელმწიფოებმა _ინგლისმა, საფრანგეთმა, გერმანია, ავსტრია–უნგრეთმა გადაწყვიტეს გადაეხედათ ზავის პირობებისათვის. ისტორიაში ცნობილია ბერლინის კონგრესი, რომელმაც 1878 წლის 13 ივნისიდან 13 ივლისამდე იმუშავა და ამ ხელშეკრულებით 25 აგვისტოს ქართველების ჯარი ბათუმში შევიდა _ გვითხრა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმის დირექტორმა რუსლან ურუშაძემ.
* * *
ცნობილია 16 ლიხაურელი გლეხის გმირობა, რომლებიც ომის დაწყების პირველსავე დღეს მოხალისეებად ჩაირიცხნენ ჯარში და ხუთი თვის განმავლობაში მამაცურად იბრძოდნენ. ივანე მაყაშვილის წიგნში ვკითხულობთ: Лехаурцы эти много способствовали успешному действию целой Гурийской дружины как самые боевые и воинственные, при том прекрасно знакомые с местностью.
ლიხაურელები გურიის დრუჟინის მთავარი მეგზურები იყვნენ. თურმე მათი ჩაცმულობა, ე.ი. ჩაქურა და აღჭურვილობა ხელს უწყობდა, რათა ყველაზე ძნელად გასავალ ადგილებში მათ ადვილად ემოძრავად და მტერს შეუმჩნევლად მიახლოვებოდნენ. ასევე, აღნიშნავდნენ, რომ ლიხაურელები, ისევე, როგორც სხვა გურულები, ჩუბინები იყვნენ, მიზანს არ აცილებდნენ და დიდი ზიანს აყენებდნენ მტრის ცოცხალ ძალას.
1877 წლის 19 ოქტომბერს, საბრძოლო დავალების შესრულების დროს, მტრის ჭარბ ძალებთან ბრძოლაში თექვსმეტივე ლიხაურელი გმირულად დაიღუპა.
ერთ-ერთი ბრძოლის წინ, სანამ გურულების ასეული პოზიციებს დაიკავებდა, ლიხაურიდან გამოცხადდა 16 ლიხაურელი და ითხოვა რომ მზვერავებად წინ გაეშვათ. მათ დართეს ნება და ისინი დიდი სიხარულით გადავიდნენ მდინარე ჩოლოქის მეორე მხარეს. მას მიჰყვა გურულთა ასეული. ეს მანევრი შენიშნეს თურქებმა და ძალიან ფრთხილად, ჯარი, რომელიც ოთხჯერ მაინც აღემატებოდა ასეულს, დაიძრა მათ მხარეს. დრუჟინის მეთაურმა მაყაშვილმა გაიგო რა თურქების მანევრის შესახებ, სასწრაფოდ მოითხოვა პლასტუნების ასეულის უფროსისაგან, რათა დასახმარებლად გასულიყვნენ. მაგრამ მან უარი განუცხადა იმ მიზეზით, რომ ჯარისკაცები მშივრები არიანო და როცა დავაპურებთ, მაშინ გავემგზავრებით ჩვენი მეზობლების, გურულების დასახმარებლადო.
ამასობაში ატყდა სროლა, ლიხაურელები კი გადაეყარნენ თურქთა ორასკაციან ჯარს და თექვსმეტივე ლიხაურელი ბრძოლაში დაიღუპა. თურქებმა მათ თავები და ხელები მოკვეთეს… მხოლოდ ამის შემდეგ გაემართა პლასტუნთა რაზმი დასახმარებლად, მაგრამ მოწინააღმდეგეს უკან დაეხია. მეორე დღეს პორუჩიკი ღლონტი რამდენიმე გურულთან ერთად გაემართა ბრძოლის ადგილას და იქ ნახა თავ და ხელმოკვეთილი გვამები. ღლონტი მაშინვე დაბრუნდა ქაქუთის პოსტზე, საიდანაც გაგზავნილ იქნა შეიარაღებული რაზმი გვამების წამოსაღებად, რომლებიც ლიხაურში აიტანეს და დიდი პატივით დაასაფლავეს…
დღეს, მცირე დელეგაციაში შედიოდნენ: ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმის დირექტორი რუსლან ურუშაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ლიხაურში ნანა წითლიძე, თანაშემწე მაცაცო მურცხვალაძე, მუზეუმის მეცნიერ-მუშაკები, გაზეთ „ალიონის“ რედაქტორი ნუგზარ ასათიანი, მეწარმე ავთო ვაშალომიძე, სოფელ ლიხაურის საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.
(მასალები აღებულია Alion.ge; 23 ოქტომბერი, 2023 წ).
მსგავსი სტატიები
- 92
( მსოფლიო დონის აფიორა, რომელიც კრიმინალისტიკის გაკვეთილებზე ისწავლებოდა) ამბავი, რომელსაც ამჟამად მოგიყვებით, XX საუკუნის დასაწყისისთვის მეტისმეტად უჩვეულო იყო. ამიტომ, კარგა ხანს, კრიმინალისტიკის რუსულ სახელმძღვანელოებში მისი დეტალები განიხილებოდა, როგორც „არნახული აფიორის“ ნიმუში. უნდა ითქვას ისიც, რომ ოთხი გურული ფირალის მიერ სტამბოლში, ოსმალეთის ბანკის გაძარცვის ამბავი შემდგომში არაერთი სათავგადასავლო ფილმის სიუჟეტადაც კი… - 89
1953 წლის 29 მაისს ახალი ზელანდიელი სერ ედმუნდ ჰილარი და ნეპალელი შერპა თენცინგ ნორგეი გახდნენ პირველი მთამსვლელები, რომლებმაც წარმატებით დაიპყრეს ევერესტი, მსოფლიოს ყველაზე მაღალი მთა (8,848.86 მეტრი). მათი მიღწევა კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ მონუმენტად იქცა და დღემდე ადამიანის შეუპოვრობის ტრიუმფს განასახიერებს. ევერესტის მწვერვალზე ასვლა არ იყო მხოლოდ ფიზიკური შრომის შედეგი, ეს… - 89
,, ლამაზი კუთხეა გურია საქართველოსი“ გრ. რობაქიძე მე-19 საუკუნის საქართველოს ისტორიაში ნათელ ფურცლებს წარმოადგენს ინგლისელი ქართველოლოგების და-ძმა მარჯორი და ოლივერ უორდროპების ცხოვრების ის წლები , რომლებიც მათ შესწირეს საქართველოს, ქართველი ხალხისმრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის შესწავლას, ინგლისურენოვანი სამყაროსთვის მისი რაც შეიძლება უკეთ გაცნობის კეთილშობილურ მიზანს. და ძმა უორდროპები საქართველოს 1894 წლის… - 89
ფერცვალობას ყოველთვის ბახმაროზე ვიყავით. წინა საღამოს ბაბუა ამოგვაკითხავდა, მორჩილი, ხის, თავდაჭედილი ყუთით სასელა და თავრეჯულა მსხალს, გულა პამიდორს, ხორკლიან, ფორჩხის კიტრებს, კორკიმელს და ოტურს ამოგვიტანდა. 19 -ში დილიდან აივსებოდა, აჟრიამულდებოდა ბახმარო, დოღი ბახვისწყლის ჭალაში ნაშუადღევს გაიმართებოდა. ვაკიჯვრის და უჩხუბის მხარეს ფერდებზე აჭარლები შეეფინებოდენ. ზორტიყელელი და ჩანდრეკილელი დოსტები რომლებიც მთელი ბახმაროობა… - 88
ვფიქრობ არამარტო ხელოვნების სასახლის, არამედ ჩვენი ქვეყნის კულტურის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. საქართველოს კუთვნილება გახდა ექვსი მსოფლიო მნიშვნელობის ხელნაწერი. მათ შორისაა: საფრანგეთის სახელოვანი იმპერატორის ნაპოლეონ I-ის თორმეტსტრიქონიანი შესანიშნავი წერილი, თავად „ფრანგთა იმპერტორის“ კალიგრაფიითა და ხელმოწერით დამშვენებული! ასევე: ნეაპოლის მეფის, ნაპოლეონის სიძისა და მარშლის იოაჰიმ მიურატის კალიგრაფიით შესრულებული საყურადღებო წერილი და…