აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ალიევმა ბლინკენთან საუბარში განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონის ტერიტორიას ტერორისტული მიზნებისთვის ნაღმავდნენ, რის შედეგადაც დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები და პოლიციელები, ასევე ისინი სხვადასხვა იარაღიდან ცეცხლს უხსნიდნენ აზერბაიჯანის არმიის ნაწილებს.
ამასთან, მედიის ინფორმაციით, ილჰამ ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ქმედებები, მათ შორის ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ ჩატარება აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში არის სომხეთის და მის მიერ შექმნილი და მხარ
დაჭერილი ე.წ. სეპარატისტული სტრუქტურის მიზანმიმართული პროვოკაციების გაგრძელება აზერბაიჯანის სუვერენიტეტის წინააღმდეგ და მსგავსი პროვოკაციული ქმედებების აღსაკვეთად, აზერბაიჯანს რეგიონში ადგილობრივი ანტიტერორისტული ღონისძიებების დაწყება მოუწია.
- ალიევის მტკიცებით, ანტიტერორისტული ღონისძიებების დროს მშვიდობიანი მოსახლეობა და ინფრასტრუქტურული ობიექტები არ იბომბება და მხოლოდ ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეების მწყობრიდან გამოყვანა ხორციელდება.
ამასთან, ილჰამ ალიევმა ენტონი ბლინკენს განუცხადა, რომ რეინტეგრაციის საკითხების განსახილველად, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რამდენჯერმე მიიწვია დიალოგზე ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წარმომადგენლები, მაგრამ მათ ამაზე უარი თქვეს, თუმცა
ადგილობრივი ანტიტერორისტულ ღონისძიებების დროს ისინი კიდევ ერთხელ მიიწვიეს დიალოგზე.
- აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ თუ სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებები იარაღს დაყრიან და ჩაბარდებიან, ანტიტერორისტული ღონისძიებები შეჩერდება.
თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა შეშფოთება გამოხატა არსებული სიტუაციის გამო, მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს პირდაპირ დიალოგს ბაქოსა და ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომხების წარმომადგენლებს შორის.
წყარო: ამბები.ge
მსგავსი სტატიები
- 84სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ეპისტოლე: 00:04 / 07-01-2022 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ეპისტოლე: "აჰა, ქალწული მუცლად იღებს, და შობს ძეს, და უწოდებენ მას სახელად ემმანუელს, რაც თარგმანით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი“ (მთ.1,23; ეს.7,14) დგება…
- 70ინდოეთში, გუჯარათის შტატში ხიდის ჩამონგრევის საქმეზე 9 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ყველა დაკავებული დაკავშირებულია "ორევასთან" - ინდოეთის ერთ-ერთ მთავარ ბრენდულ კერძო კომპანიასთან, რომელიც ქალაქ მორბის 230-მეტრიანი ხიდის მოვლა-პატრონობაზე იყო პასუხისმგებელი. შტატის პოლიციის უფროსის აშოკ კუმარ იადავის თქმით, დაკავებულთა შორისაა კომპანიის ორი მენეჯერი…
- 67საქართველოში ისრაელიდან ბოლო 15 დღის მანძილზე 15 000-ზე მეტი მოქალაქე ჩამოვიდა, - ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა. მისი თქმით, თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეისებს ისრაელის სამი კომპანია ასრულებს. „დღეიდან „ჯორჯიან ეარვეისი“ აღარ ახორციელებს პირდაპირ რეისებს, თუმცა დაამატა რეისები ლარნაკიდან თბილისის მიმართულებით. ყოველდღიურად არის ლარნაკიდან თბილისის მიმართულებით რეისები…
- 67დღეს, გამთენიისას ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით "ჰამასმა“ რაკეტები გაუშვა და განაცხადა, რომ ახალი სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით "ალ-აქსას ქარიშხალი" დაიწყეს. ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მათ შორის თელ-ავივში, ბენ გურიონის აეროპორტი დაკეტილია, საჰაერო თავდასხმის სირენები ისმის ისრაელის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, ქვეყნის აეროპორტებში პანიკაა. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ჰამასმა ომი გამოუცხადა…
- 67გაზაფხულის პირველი სავსემთვარეობა დღეს, 7 მარტს, 16:42-ზე გველოდება. სავსემთვარეობაზე პლუს/მინუს 2 დღე ემოციურობა მოჭარბებულია, ადამიანები გაღიზიანებულები არიან. როგორც წესი, ამ პერიოდში ხშირდება ავარიები; ნერვიულობისა და ემოციურობის გამო ადამიანებს ექმნებათ უსიამოვნებები. მოსაფრთხილებელია გულ-სისხლძარღვოვანი სისტემა და თუ მაღალი წნევის მატარებელი ხართ, გააკონტროლეთ. 7 მარტს არ გირჩევთ მნიშვნელოვანი საქმეების დაწყებას, საქმიანი შეხვედრების გამართვას.…