ისრაელში არაერთი საქართველოს ქართველი ემიგრანტი იმყოფება, მათ შორის ოზურგეთელები. ჟურნალისტი ანუშკა ბორჩხაძე ისრაელში მიმდინარე ომზე CNews-ს ესაუბრა.
„ომის დაწყებიდან მეოთხე დღეა, თელავივში შედარებით სიმშვიდეა გამომდინარე იქიდან, რომ არის დედაქალაქი და ორივე კონფლიქტის ზონის შუაში არის და აქ არ არის ისეთი საფრთხე და საშიშროება, როგორიცაა მაგალითად საზღვრისპირა ქალაქებში, თუმცა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება მოგვიწოდებს, რომ დავრჩეთ სახლში გამომდინარე იქიდან, რომ ამ სამი დღის განმავლობაში ტერორისტების დიდი ოდენობა შემოვიდა ქვეყანაში“ – ამის შესახებ CNews-ს ისრაელში, კერძოდ კი თელავივში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ანუშკა ბორჩხაძე ესაუბრა.
მისი თქმით, ისრაელის დედაქალაქში შედარებით სიმშვიდეა, თუმცა საჰაერო თავდასხმის მაუწყებელიო განგაში პერიოდულად იქაც ირთვება, რა დროსაც მოქალაქეები თავშესაფრებში გადადიან. მისივე თქმით, უსაფრთხოების შეგრძნებას ამყარებს ისიც, რომ საზღვარს უკვე სრულად კონტროლებს ისრაელის ჯარები.
„საბედნიეროდ გუშინ საღამოდან საზღვრისპირა ყველა ობიექტს აკონტროლებს ისრაელი და ვეღარ ხდება შემოდინება ტერორისტების ღაზას სექტორიდან, მაგრამ გვაქვს მეორე საფრთხე, ჩრდილოეთის მხრიდან ანუ ლიბანოლიდან, ჯარების ნაწილი გადასროლილია ისრაელის ჩრდილოეთ მხარეს, ლიბანის მხარეს.
ჯავშანტექნიკა არის უკვე ღაზას სექტორთან და მტლიანი ღაზას სექტორის პერიმეტრის გადასწვრივ ასე რომ ვთქვათ აღმართულია ჯავშანტექნიკის კედელი. დღეს იყო საუბარი, რომ აქამდე ღაზს სექტორში მიმდინარეობდა საჰაერო დაბომბვები და დღევანდელი ბოლო ინფორმაცია სიმართლე გითხრათ ვერ მოვასწარი რომ მენახა, უნდა შესულიყო ქვეითი ბრიგადებიც“, – განაცხადა მან.
CNews დაინტერესდა ახლა, როდესაც ასეთი სიტუაციაა ისრაელში, როგორ მუშაობს საქართველოს საელჩო და თუ აქვთ კონტაქტი ემიგრანტებთან, რაზეც მან გვიპასუხა:
„პირადად მე არ დამჭირვებია საელჩო, თუმცა ძალიან ბევრი ქართველი ემიგრანტია და მათ შორის ბევრი არის არალეგალი, რომლებსაც აქვთ ენის ბარიერი, მიმოფანტულები არიან სხვადასხვა ქალაქებში და მათ შორის საზღვრისპირა ქალაქებში, ისინი იმყოფებიან ინფორმაციულ ვაკუუმში და ჩვენ სხვადასხვა ჯგუფების მეშვეობით, რომლებიც გვაქვს სოციალურ ქსელებში და ვართ ქართველები გაწევრიანებული ვცდილობთ დავეკონტაქტოთ ერთმანეთს და გავცხეთ ინფორმაცია, ვინც უფრო უკეთ ვიცით რა ხდება ქვეყანაში.
ერთხელ მქონდა საკონსულოს თანამშრომელთან კონტაქტი კონკრეტულ საკითხზე, ეცადნენ მაქსიმალურად გაეწიათ დახმარება, თუმცა ეს შემოიფარგლება მხოლოდ საბუთების დონეზე და მათ სხვა რაიმე მხრივ დახმარების გაწევა არ შეუძლიათ.
ახლა ზუსტად თქვენთან საუბრისას ჩაირთო სირენები, რომლითაც ცდილობენ გაფრთხილებას მოსალოდნელ საჰაერო თავდასხმაზე. გუშინ თელავივის ჩრდილოეთით ჩამოვარდა რამდენიმე რაკეტა, აეროპორტის ტერიტორიაზე და თელავივის მთავარ მაგისტრალზე ჩამოვარდა რაკეტების ნამსხვრევები. რაც შეეხება აშდოთს, აშკელონს ეს უკვე ყოველდღიურობა არის იქ, ახლა ვიმყოფებით თავშესაფარში, თუმცა როგორც ვხდებით არ ჩამოვარდნილა და ჰაერშივე მოხდა გაუვნებელყოფა“, _ განაცხადა ბორჩხაძემ.