წყარო: ipn.ge

„ერთიანი ნაციონალური მოძრობა“, „გამარჯვების კოალიცია“ ვპირდებით მოსახლეობას, რომ ოქტომბერში არჩევნებში გამარჯვებისთანავე შევქმნით ღირსეულ სამუშაო ადგილებს და ღირსეულ ანაზღაურებას, _ ამის შესახებ განცხადება „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილი პარტიის ლიდერებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნასაკირალში ადგილობრივებთან შეხვედრისას განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის ნაწილი სეზონურ სამუშაოებზე სხვა ქვეყანაში მიდის, ხელისუფლება ამბობს, რომ საქართველოში ადამიანებს მუშაობა ეზარებათ.

_ ბიძინა ივანიშვილის  ხელისუფლება ამბობს, რომ ადამიანებს მუშაობა ეზარებათ, არადა ვართ გურიაში, სადაც შევხვდით ადამიანებს, რომლებიც სხვა ქვეყანაში გადადიან სეზონურ სამუშაოზე, ძალ-ღონით სავსე ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ გამოადგნენ საქართველოს ეკონომიკას, ეკონომიკური დოვლათი შექმნან საკუთარ ქვეყანაში, ოჯახებს ღირსეული შემოსავალი მოუტანონ, მაგრამ საქართველოში ამის შესაძლებლობა არ აქვთ, საქართველოში აქვს მხოლოდ ივანიშვილს, მის თანამდებობის პირებს, რომლებიც ძარცვავენ ამ ადამიანებს და მდიდრდებიან თვითონ. ამ ხალხისთვის არ არის ღირსეული დასაქმების შესაძლებლობა, არადა ჩვენ ვხედავთ და ბევრი ვისაუბრეთ ამ თემასთან დაკავშირებით, რომ ამ ადამიანებს შეუძლიათ იშრომონ და უნდათ მათსავე ქვეყანაში გამოიმუშაონ ეს თანხა, არ მოსწყდნენ შვილებს, არ მოსწყდნენ დედებს, მამებს, ბებია-ბაბუებს. უნდათ, რომ ამ ქვეყანაში იყოს ის ეკონომიკური დოვლათი, რომ იმუშაონ აქ და ჩვენ მათ ვპირდებით, რომ გამარჯვებისთანავე ვიზრუნებთ ამ ადამიანების ღირსეულ დასაქმებაზე იმ პროექტების ფარგლებში, რაც „გამარჯვების კოალიციას“ აქვს“, _ განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ოზურგეთის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბესო ქათამაძის განცხადებით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ხედვა თუ როგორ უნდა შექმნას ბევრი სამუშაო ადგილი.

„დღეს გურიაში ჩვენ ვატარებთ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებს პარტიის თავმჯდომარესთან და ლიდერებთან ერთად. ახლა ვართ სოფელ ნასაკირალში, გამარჯვებულ სოფელში, სადაც აეროპორტი უნდა გაკეთდეს, დასაქმდეს უამრავი ადგილობრივი თუ სხვა რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანები, მაგრამ ჩვენ ამ ადამიანებს რასაც ვთავაზობთ, ეს არის ღირსეული დასაქმება, ღირსეული სამუშაო ადგილები, რათა არ მოუწიოთ წასვლა ემიგრაციაში, ბავშვები არ დარჩნენ დედების და მამების გარეშე და ამასთან დაკავშირებით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ხედვა თუ როგორ უნდა შევქმნათ ბევრი სამუშაო ადგილი, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა იცხოვრონ კარგად. ყველა ქართველის ადგილი არის საქართველოში, მათთვის შეიქმნება ღირსეული სამუშაო ადგილები, რომელსაც შექმნის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „გამარჯვების კოალიცია“ არჩევნებში გამარჯვებისთანავე”, _ განაცხადა ბესო ქათამაძემ.

 

მსგავსი სტატიები

  • 68
    ღია წერილი გულწრფელ ახალგაზრდებსგამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ მესიჯს, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს. ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი…
  • 60
    ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემი პირადი აზრია და არაა პარტიის, მაგრამ როცა ხდება უცხო სახელმწიფოს ინტერესების გატარების ლეგალიზება, მე ამას არ მივესალმები - ჩემთვის უცხო სახელმწიფოს ინტერესების მსახურება, ეს არის ქვეყნის ღალატიმე ერთი რამ მინდა თქვა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენ პარტნიორებთან, ჩვენ ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან. მომხრე ვარ იმისა, რომ მოხდეს ამ გაუგებრობის განმუხტვა, ეს უნდა გავაქარწყლოთ, ყველა კითხვა უნდა მოიხსნას ჩვენ შორის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ,ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, აღნიშნა, რომ „უცხოური გავლენის…
  • 56
    ოზურგეთში საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ კონსტიტუციური კანონპროექტები განიხილასაქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტები„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“,საკონსტიტუციო ცვლილებები საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ  დღეს ოზურგეთში განიხილა. როგორც რეგიონის მოსახლეობასთან  შეხვედრისას პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, კონსტიტუციურ ცვლილებებს საზოგადოების დიდი მხარდაჭერა აქვს, რაც მათი მიღების საჭიროებაზე მიუთითებს. _ „მნიშვნელოვანია, რომ ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებული კონსტიტუციური ცვლილებები მოსახლეობასთან…
  • 54
    ირაკლი ღარიბაშვილი გურიაში პარტიულ აქტივს შეხვდა„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ქ. ოზურგეთში, სახელმწიფო თეატრში  გურიის რეგიონში პარტიულ აქტივს  შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არჩილ თალაკვაძე, რიმა ბერაძე, ვასილ ჩიგოგიძე, გია ბენაშვილი  და სხვები ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს…
  • 54
    „მეტი ქალი პოლიტიკაში“_ბევრი სიკეთის მომტანიაინტერვიუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნათია გოლიაძესთან  _ როგორია თქვენი აზრი, ქალთა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, რადგან საზოგადოებაში კვლავ არის სტერეოტიპი, ქალის პოლიტიკაში მოსვლის და კარიერულ წარმატებებთან დაკავშირებით?როგორი გახლდათ საზოგადოების, ოჯახის აზრი თქვენთან მიმართებაში? _ქალებს ჩვენს ისტორიაში,კულტურასა და სოციალურ ცხოვრებაში ყოველთვის ჰქონდათ თანასწორი და გამორჩეული ადგილი.ეს ადგილი ქალს ჩვენს საზოგადოებაში აწმყოსა…