საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძე, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან, მანდატურის სამსახურის უფროსთან სოფიო აბულაშვილთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად, მანდატურის სამსახურის ახალი რეგიონული ოფისის მშენებლობის პროცესს გაეცნო.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ახალ შენობაში მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრთან ერთად, დაგეგმარებისა და ანალიზის რეგიონული სამმართველო განთავსდება. მოეწყობა ბავშვთა თერაპიის ოთახები, რომლებიც სრულად იქნება ადაპტირებული და მორგებული მათ საჭიროებებზე. ოზურგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებსაც შეხვდა, სადაც ახალი რეგიონული ოფისის მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა და გურიის მხარეში სასკოლო უსაფრთხოების საკითხები განიხილა.
მსგავსი სტატიები
- 72
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან, მერის მოადგილე ნიკა ბოლქვაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა- განახლების პროცესს გაეცნო. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, სოფელ შრომაში, ჭაკნელიძეების უბანში ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა ხორციელდება. - 71
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ლანჩხუთი ლესას ახალი 8-კმ-იანი მონაკვეთის დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მონაკვეთზე უკვე მოწყობილია ასფალტ-ბეტონის გზა, 3 პარალელური ხიდი და ლანჩხუთისა და ლესას ორი სატრანსპორტო კვანძი. სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხოლოდ საგზაო ნიშნების მონტაჟი. ახალი… - 70
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გურიის რეგიონში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ,,წლიდან წლამდე რეგიონებში დასაფინანსებელი პროექტების ფონდი იზრდება საქართველოს მასშტაბით და რა თქმა უნდა, გურიაშიც შარშან, მაგალითისთვის, დაახლოებით 18 000 000 ლარი… - 69
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებსა და პროექტის სამუშაო ჯგუფს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ურეკი–შეკვეთილის განახლებული გენერალური და განაშენიანების გეგმების ძირითადი პრიორიტეტები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, განახლებული გეგმა ხელს შეუწყობს რეგიონში ინვესტიციების მოზიდვას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგებას,… - 69
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. სახელმწიფო რწმუნებული და ისრაელის ელჩი ასევე დაესწრნენ საქართველოსა და ისრაელის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილ თავისუფალი ჭიდაობის ტურნირს, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა…