გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 8 მარტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის საბავშვო ბაღის აღმზრდელს ქალბატონ ნანი სალუქვაძეს, ჩოხატაურის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მორიგე ექიმებს და ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგს ქალბატონ თამარ ასკურავას მიულოცა და მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა .
მსგავსი სტატიები
- 82
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. სახელმწიფო რწმუნებულმა მეხანძრე-მაშველებს თავდაუზოგავი შრომის, პროფესიონალიზმის, საქმისადმი ერთგულებისა და ყოველდღიური თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა - 80
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რეგიონის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. სახელმწიფო რწმუნებულმა მეხანძრე-მაშველებს მადლობა გადაუხადა ყოველდღიური თავდადებისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და სამსახურებრივი პასუხისმგებლობისთვის. - 79
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სუფსასა და ხაჯალიაში საბავშვო ბაღები გაიხსნა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სუფსასა და ხაჯალიაში დაიწყო სააღმზრდელო პროცესი ორ ახლადაშენებულ საბავშვო ბაღში. ბაღები 100-100 აღსაზრდელზე არის გათვლილი და აღჭურვილია… - 78
ქალაქ ოზურგეთში, ჭადრების პარკში, ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობის აღსანიშნავად, ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „მთიების“ დამაარსებლის ანზორ გვარამაძის ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფი რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. დამსახურებული ქორეოგრაფ-პედაგოგი დაჯილდოებულია ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენებით, მინიჭებული აქვს საპატიო წოდება „ქორეოგრაფიის… - 78
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში მცხოვრებ მარუსია სირაძეს 100 წელი შეუსრულდა. გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, ოზურგეთის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მარუსია სირაძეს იუბილე მიულოცა და ჯანმრთელობა უსურვა. მარუსია სირაძეს 9 შვილიშვილი, 13 შვილთაშვილი და 5 შვილთაშვილის შვილი ჰყავს.