გარდაიცვალა ცნობილი ბიზნესმენი, შპს „ვასაძის პურის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ბიძინა ვასაძე.
ბიძინა ილიას ძე ვასაძე დაიბადა 1961 წელს სოფელ ლიხაურში. 1964 წელს ილია ვასაძის ოჯახი საცხოვრებლად ქ. ოზურგეთში გადავიდა. ბიძინამ ქ. ოზურგეთის #1 საშუალო სკოლა დაამთავრა, შემდეგ კი _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. ამასთანავე მან პარალელურად უმაღლესი იურიდიული განათლებაც მიიღო.
მის შრომით ბიოგრაფიაში, რამდენიმე სამსახურის ჩამონათვალია. მუშაობდა დვაბზუს კოლმეურნეობის მთავარ ბუღალტრად, შემდეგ _ ოზურგეთის აგრო-სამრეწველო გაერთიანებაში.
ბიძინა ვასაძე გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს ოზურგეთის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსად დანიშნეს, ხოლო შემდეგ, საგადასახადო ინსპექციაში მუშაობდა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.
2003 წლიდან ბიძინამ სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობას თავი დაანება და ბიზნესით დაინტერესდა. მან ძმასთან, მერაბ ვასაძესთან ერთად შექმნა შპს „ვასაძის პური,“რომელიც შემდგომში, ერთ-ერთი წარმატებული საწარმო გახდა რეგიონში.
ბიძინა ვასაძე, 2015 წელს ნაციონალი ბიზნეს რეიტინგების კავშირის მიერ სპეციალური მედლით დაჯილდოვდა.
ბოლო წლებში, მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, კვლავ წარმატებულად უძღვებოდა საწარმოს, ეწეოდა ქველმოქმედებას, გვერდით ედგა სპორტს და ა.შ.
იგი იყო შესანიშნავი ოჯახის უფროსი. შვილები წარმატებულნი არიან.
წავიდა ჩვენგან ნიჭიერი და წარმატებული ადამიანი, რომლისთვისაც წარმატება სხვების გვერდში დგომასაც ნიშნავდა. უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული.
გაზეთ „ალიონის“ რედაქცია იუწყება ბიძინა ვასაძის გარდაცვალებას და თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს.
პანაშვიდი 11 მარტს, 17 საათიდან; გამოსვენება 12 მარტს, ქ. ოზურგეთი, ნოდარ დუმბაძის ქ. #2.
ფოტოზე: ბიძინა ვასაძე მშობლებთან ელენე შეწირულთან და ილია ვასაძესთან ერთად.
მსგავსი სტატიები
- 75საქართველოს ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის გურიის რეგიონული სამმართველო იუწყება, რომ გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, 99 წლის ანასტასია მჟავია. დაკრძალვა 30 მარტს, ქ. ოზურგეთი, ნინოშვილის ქ.
- 74დღეს,85 წელი შესრულდა იური სიორიძის დაბადებიდან. რთული იყო გასული საუკუნის 90-იანი წლები საქართველოში. 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამ დროს ოზურგეთის პოლიციას გამოცდილი იურისტი იური სიორიძე ხელმძღვანელობდა. ბევრ ოზურგეთელს ახსოვს იმჟამინდელი პოლიციის წინ,სკვერში ასეულობით ოზურგეთელის წინ პოლიციის უფროსის სიტყვები: „ან წესრიგს დავამყარებთ ოზურგეთში,ან…
- 73დღეს,85 წელი შესრულდა იური სიორიძის დაბადებიდან. რთული იყო გასული საუკუნის 90-იანი წლები საქართველოში. 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამ დროს ოზურგეთის პოლიციას გამოცდილი იურისტი იური სიორიძე ხელმძღვანელობდა. ბევრ ოზურგეთელს ახსოვს იმჟამინდელი პოლიციის წინ,სკვერში ასეულობით ოზურგეთელის წინ პოლიციის უფროსის სიტყვები: „ან წესრიგს დავამყარებთ ოზურგეთში,ან…
- 70ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი ფრანც ბეკენბაუერი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბეკენბაუერი ფეხბურთელობისას მიუნხენის ბაიერნში, ჰამბურგში და ნიუ იორკ კოსმოსში თამაშობდა. გერმანელმა საკლუბო კარიერაში 620 მატჩი ჩაატარა, 74 გოლი გაიტანა და 75 საგოლე გადაცემა გააკეთა. სანაკრებო დონეზე ბეკენბაუერმა 103 მატჩი ჩაატარა და 14 ბურთი შეაგდო. მან თანამემამულეებთან ერთად 1972 წლის…
- 70სამი წლის წინ ფეხბურთის ცნობილი ფეხბურთის მენეჯერი და მწვრთნელი,ოზურგეთის ფეხბურთის ისტორიაში 80-იანი წლების „ოქროს ხანის“ შემქმნელი ბახვა გიორგაძე გარდაიცვალა.იგი ახლა 88 წლის იქნებოდა. მის სახელს უკავშირდება ლაითურის მეურნეობის ფეხბურთელთა გუნდ „გიგანტის“ წარმატებები გასული საუკუნის 70-იან წლებში. მისი თავკაცობით „გიგანტი“ საქართველოს პირველობის პირველ ჯგუფში ასპარეზობდა და ორჯერ საკავშირო „ოქროს თავთავის“ გამარჯვებული…