თურქეთის ქალაქ სტამბოლში მიმდინარე ბოლო სალიცენზიო ტურნირზე პარიზის ოლიმპიადის საგზურებისთვის ბრძოლას საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების 3 წევრი აგრძელებს. ესენი რამაზ ზოიძე (67 კგ.), იური ლომაძე (77 კგ.) და ლაშა გობაძე (87 კგ.) არიან.
შეგახსენებთ, რომ სტამბოლის ტურნირამდე ქართველ „კლასიკოსებიდან“ ოლიმპიადაზე წასვლა მხოლოდ რობერტ კობლიაშვილს (97 კგ.) ჰქონდა განაღდებული, ამდენად, თურქეთში ჩვენი ნაკრების წარმომადგენლები 6-დან ხუთ წონით კატეგორიაში ვიხილეთ.
რამაზ ზოიძემ დილის სესიაში გზიდან ინდივიდუალური ნეიტრალური ათლეტის რანგში მოასპარეზე რუსი ასლან ვისაიტოვი (2:1), შვედი ნიკლას ოელენი (5:0) და ყაზახი დინ კოშკარი (9:4) ჩამოიცილა, ნახევარფინალში კი ჩინელ ლეი ლის გაეჯიბრება.
იური ლომაძემ დანიელ ოლივერ კრუგერს (3:0), ინდოელ ვიკაშ ვიკაშს (8:0) და სერბ ვიკტორ ნემესს (10:1) დამაჯერებლად სძლია და ნახევარფინალში ინდივიდუალური ნეიტრალური ათლეტის რანგში მოასპარეზე რუსი სერგეი კუტუზოვი ელის.
ლაშა გობაძემ კუბელი დანიელ ეჩავარია (1:1-ზე ბოლო ქულის წყალობით), სომეხი გევორქ ტადევოსიანი (5:4) და ნიდერლანდელი მარსელ შტერკენბურგი (3:3-ზე ბოლო ქულის წყალობით) დაამარცხა, ხოლო ფინალის საგზურისთვის აზერბაიჯანელ რაფიგ ჰუსეინოვს შეხვდება.
ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშნენ ფრიდონ აბულაძე (60 კგ.) და იაკობ ქაჯაია (130 კგ.). აბულაძემ პოლონელ მიხალ ტრაჩთან 5:6 წააგო, ხოლო ქაჯაია ფინელ ელიას კუოსმანენს ვერ გაუმკლავდა – 1:5.
ფინალურმა ბლოკმა სტარტი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყო. შეგახსენებთ, რომ სტამბოლის ტურნირზე ოლიმპიადის ლიცენზიებს წონების სამ-სამი საუკეთესო მიიღებს. საუბარია ფინალისტებსა და საუკეთესო მესამედგილოსნებზე, რომლებიც ბრინჯაოს მედლების მფლობელების დამატებით შეხვედრებში გაირკვევა.
მსგავსი სტატიები
- 8011 - 13 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში უმცროს ჭაბუკებს შორის ბ/რ ჭიდაობაში ნოდარ ჭანუყვაძისა და ოთარ ბაკურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. საერთაშორისო ასპარეზობაში მიიღეს მონაწილეობა და შინ 4 ოქროთ, 2 ვერცხლითა და 3 ბრინჯაოთ დაგვიბრუნდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ბ/რ ჭიდაობის სექციის სპორტსმენები : I ადგილი გიგა…
- 79კიკბოქსინგში ოქროს ქამრისა და მედლების მფლობელებს სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების გენერალური დირექტორი კობა ბალავინოვი, ასევე მოადგილე გიორგი კალანდაძე დახვდნენ და გამარჯვება მიულოცეს. 12 - 13 -14 აპრილს ქ. ახალქალაქში კიკბოქსინგში საერთაშორისო ჩემპიონატი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში და წონით კატეგორიაში გაიმართა. ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთელმა კიკბოქსინგელებმა და შინ ორი ოქროს ქამარი…
- 79ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში ( 2010 - 2011 წწ დაბადებულია შორის) საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ ყველა დროის გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი, რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა. შეჯიბრი ფართომასშტაბიანი იყო და მასში: ხელვაჩაურის, ხულოს, ბათუმის, ქუთაისის, ჭიათურის, ბაღდათის,ლანჩხუთის ზესტაფონის, ოზურგეთის, ფოთისა და ხობის სასპორტო სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ. ტურნირზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს და…
- 79ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 7919 - 20 აპრილს ბაღდადში ბ/რ ჭიდაობაში სპორტის ოსტატის თეიმურაზ ვაშაყმაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი გსიმართა. ასპარეზობაში მონაწილეობა მიიღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ბ/ რ ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა და შინ 19 მედალი, მათ შორის 5 ოქრო,6 ვერცხლი და 8 ბრინჯაო წამოიღეს. პირველ ადგილი დავით დოლიძე - 23 კგ…