თქმა უნდა, კანონპროექტთან დაკავშირებით მივიღებთ სამართლებრივ შენიშვნებს და ცვლილებებისთვის მზად ვიქნებით, მათ შორის, დასახელებასთან დაკავშირებითაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას, „პალიტრანიუსის“ წამყვანის, ემა ტუხიაშვილის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც დაინტერესდა, იქნება თუ არა ხელისუფლება მზად პროექტში ცვლილებებისთვის, როცა ვეტოს პროცედურის ფარგლებში, მის შინაარსთან დაკავშირებით პარტნიორებთან დისკუსია დაიწყება.

ამასთან, უშუალოდ კანონპროექტის სახელწოდების შეცვლის შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე კობახიძემ ასე უპასუხა: „გვითხრან, რომ მარტო სახელშია პრობლემა და დავთანხმდებით”.

„ვეტოს პროცედურის ფარგლებში არის ორი კვირა, როცა ყველა საკითხის განხილვა და შეჯერებაა შესაძლებელი ევროკავშირის წარმომადგენლებთან. რა თქმა უნდა, კანონპროექტთან დაკავშირებით მივიღებთ სამართლებრივ შენიშვნებს და ცვლილებებისთვის მზად ვიქნებით, მათ შორის, დასახელებასთან დაკავშირებითაც. ისე რა აზრი აქვს დისკუსიას?!…

ოპოზიციური პარტიების ჟურნალისტები კანონთან დაკავშირებით ვერც ერთ კითხვას ვერ სვამენ, რატომ? რუსულ კანონში გათვალისწინებულია კონკრეტული საკითხები, მაგალითად, ორგანიზაციის საქმიანობის შეჩერება, გაუქმებაც კი… წარმოიდგინეთ, თქვენ რომ გითხრათ, რომ ორი სხვადასხვა ადამიანი გაჭრილი ვაშლივით ჰგავხართ ერთმანეთს, ხომ იკითხავთ, რანაირად არის ეს სიმართლე? ანალოგიურია, არც ცხვირი ჰგავს, არც პირი, არც თვალი, რანაირად არის ეს კანონი რუსული?“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის შესახებ კითხვას, როგორც პრემიერმა აღნიშნა, პოლარიზაცია ქვეყანაში ხელოვნურად არსებობს, რადგან კონკრეტულმა ძალებმა „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში ხელოვნურად დატოვეს.

„ჩვენ ვართ ჩაკეტილი პოლარიზაციის წრეში. აბსოლუტურად ხელოვნურია ეს ყველაფერი. ჯერ კონკრეტულმა ძალებმა „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციად ხელოვნურად დაგვიტოვეს. როგორ შეიძლებოდა „ნაცმოძრაობის“ ოპოზიციად დატოვება? ბუნებრივია, პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში დავრჩებოდით. სხვა გზა არ აქვთ კეზერაშვილს, ხაზარაძეს და გვარამიას, ასე უნდა მოიქცნენ“, – აღნიშნა პრემირ-მინისტრმა.

მსგავსი სტატიები

  • 58
    ღია წერილი გულწრფელ ახალგაზრდებსგამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ მესიჯს, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს. ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი…
  • 53
    ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემი პირადი აზრია და არაა პარტიის, მაგრამ როცა ხდება უცხო სახელმწიფოს ინტერესების გატარების ლეგალიზება, მე ამას არ მივესალმები - ჩემთვის უცხო სახელმწიფოს ინტერესების მსახურება, ეს არის ქვეყნის ღალატიმე ერთი რამ მინდა თქვა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენ პარტნიორებთან, ჩვენ ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან. მომხრე ვარ იმისა, რომ მოხდეს ამ გაუგებრობის განმუხტვა, ეს უნდა გავაქარწყლოთ, ყველა კითხვა უნდა მოიხსნას ჩვენ შორის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ,ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, აღნიშნა, რომ „უცხოური გავლენის…
  • 50
    22 ევროპარლამენტარი - ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს რეგრესული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიას შეიძლება გაფართოების პროცესის თავდაპირველ პოზიციებზე დაბრუნება მოუწიოსევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს მხრიდან რეგრესული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიამ გაფართოების პროცესს უნდა გადახედოს, - ამის შესახებ 22 ევროპარლამენტარი ერთობლივ წერილში აცხადებს. „ჩვენ, ხელმომწერი ევროპარლამენტარები, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიის მიერ „უცხოურ აგენტებზე“ კანონის დაბრუნების ზრახვასთან დაკავშირებით, რომელიც გასულ წელს ქართულმა საზოგადოებამ მასიური პროტესტებით უარყო. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის…
  • 50
    ოზურგეთში საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ კონსტიტუციური კანონპროექტები განიხილასაქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტები„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“,საკონსტიტუციო ცვლილებები საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ  დღეს ოზურგეთში განიხილა. როგორც რეგიონის მოსახლეობასთან  შეხვედრისას პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, კონსტიტუციურ ცვლილებებს საზოგადოების დიდი მხარდაჭერა აქვს, რაც მათი მიღების საჭიროებაზე მიუთითებს. _ „მნიშვნელოვანია, რომ ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებული კონსტიტუციური ცვლილებები მოსახლეობასთან…
  • 49
    „მეტი ქალი პოლიტიკაში“_ბევრი სიკეთის მომტანიაინტერვიუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნათია გოლიაძესთან  _ როგორია თქვენი აზრი, ქალთა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, რადგან საზოგადოებაში კვლავ არის სტერეოტიპი, ქალის პოლიტიკაში მოსვლის და კარიერულ წარმატებებთან დაკავშირებით?როგორი გახლდათ საზოგადოების, ოჯახის აზრი თქვენთან მიმართებაში? _ქალებს ჩვენს ისტორიაში,კულტურასა და სოციალურ ცხოვრებაში ყოველთვის ჰქონდათ თანასწორი და გამორჩეული ადგილი.ეს ადგილი ქალს ჩვენს საზოგადოებაში აწმყოსა…