შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 2 პირი დააკავეს.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებულია, 1999 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი გ.ი., მეტსახელად „ჯავა“ ხოლო, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ ფაქტზე, 2001 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ნ.ყ.
დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაზარალებულმა ც.მ.-მ ერთ-ერთი ონლაინკაზინოს მეშვეობით დიდი რაოდენობით თანხა მოიგო, რაც ცნობილი გახდა ბრალდებულებისთვის. გ.ი.-მ და ნ.ყ.-მ, მატერიალური სარგებლის მიღებისა და ,,ქურდულ სამყაროში“ ძალაუფლების განმტკიცების მიზნით განიზრახეს ც.მ.-სთვის ,,ქურდული გარჩევა“ მოეწყოთ, რომელსაც ესწრებოდა მისი ნათესავი რ.ა.
ერთ-ერთმა ბრალდებულმა გ.ი.-მ საქმეში ჩართო „კანონიერ ქურდი“ დ.ე. და ,,ქურდული გარჩევის“ შედეგად ც.მ.-ს, განსაზღვრულ დროში 5000 ლარის გადახდა დააკისრეს, რომელიც შემდგომ რ.ა.-მ გადაიხადა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
აღნიშნულ ინფორმაციას შსს პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი სტატიები

  • 70
    შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 5 პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს. „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებულები არიან, 1971 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი კ.ვ., და 1975 წელს დაბადებული,…
  • 63
    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავა, მათგან 8 ნარკორეალიზატორიაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო - ზემო სვანეთის, იმერეთის, აჭარის, ქვემო ქართლისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის 8 ნარკორეალიზატორია. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო…
  • 53
    ოზურგეთში უბედური შემთხვევა მოხდა_ პოლიციის ეკიპაჟი „სერვისცენტრის“ თანამშრომელ ქალს დაეჯახაამ დილით უბედური შემთხვევა მოხდა ქ. ოზურგეთის ცენტრში, გმირთა მოედანზე. პოლიციის ეკიპაჟი „სერვისცენტრის“ დასუფთავების სამსახურის თანამშრომელ ქალას დაეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე მიმდინარეობას მოკვლევა.  
  • 52
    14 წლის მოსწავლემ სკოლაში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა - ტრაგიკული შემთხვევა აშშ-ის ერთ-ერთ შტატში მოხდაჯორჯიის შტატში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, სროლას სკოლის ორი მოსწავლე და ორი მასწავლებელი ემსხვერპლა. გამოძიების ფედერალური ბიუროს ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელმა კრის ოზიმ განაცხადა, რომ სკოლაში სროლა 14 წლის მოსწავლემ განახორციელა. სამართალდამცველებმა ის უკვე დააკავეს. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
  • 52
    თბილისში ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე მოკლესთბილისში ტრანსგენდერი ქალი მოდელი კესარია აბრამიძე მოკლეს. რსებული ინფორმაციით, ტრანსგენდერ ქალს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ამ დორისთვის პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. AMBEBI.GE-ის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული კესარიას მეგობარი მამაკაცია. სამართალდამცავები ბ.ჯ.-ს ყველგან ეძებენ. AMBEBI.GE-ის ინფორმაციით, ეს სწორედ ის პიროვნებაა, ვისთან…