საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორთან დავით წითლიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო აკეთში თხილის მწარმოებელ ფერმერებს შეხვდა.
შეხვედრაზე ფერმერებმა „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით თხილის კადასტრში უკვე რეგისტრირებულია 45 000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღი და პროგრამას 96 000-მდე მოსარგებლე ყავს. სახელმწიფოს დახმარების ფარგლებში, ფერმერებმა დაახლოებით 21 მილიონი ლარის ღირებულების, თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატები და პესტიციდები შეიძინეს.
მსგავსი სტატიები
- 75
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებსა და პროექტის სამუშაო ჯგუფს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ურეკი–შეკვეთილის განახლებული გენერალური და განაშენიანების გეგმების ძირითადი პრიორიტეტები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, განახლებული გეგმა ხელს შეუწყობს რეგიონში ინვესტიციების მოზიდვას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგებას,… - 73
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ლანჩხუთი ლესას ახალი 8-კმ-იანი მონაკვეთის დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მონაკვეთზე უკვე მოწყობილია ასფალტ-ბეტონის გზა, 3 პარალელური ხიდი და ლანჩხუთისა და ლესას ორი სატრანსპორტო კვანძი. სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხოლოდ საგზაო ნიშნების მონტაჟი. ახალი… - 72
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სუფსასა და ხაჯალიაში საბავშვო ბაღები გაიხსნა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სუფსასა და ხაჯალიაში დაიწყო სააღმზრდელო პროცესი ორ ახლადაშენებულ საბავშვო ბაღში. ბაღები 100-100 აღსაზრდელზე არის გათვლილი და აღჭურვილია… - 72
გურიის რეგიონში ახალი დაცული ტერიტორიის, გურიის ეროვნული პარკის შექმნასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მდინარეები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 50 000 ქვირითით გათევზიანდა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მდინარეების გათევზიანების პროცესში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის… - 72
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, ასევე იმსჯელეს რეგიონის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.