გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ქეთევან მოისწრაფეშვილმა, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ირაკლი კუპრავასთან და სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან მუშკუდიანთან ერთად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
90 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის სრული რეაბილიტაცია სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარეობს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ მოხდება მისი ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვა, მოეწყობა სასწავლო ლაბორატორიები, სპორტული და სააქტო დარბაზები. სკოლა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
მსგავსი სტატიები
- 75
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებსა და პროექტის სამუშაო ჯგუფს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ურეკი–შეკვეთილის განახლებული გენერალური და განაშენიანების გეგმების ძირითადი პრიორიტეტები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, განახლებული გეგმა ხელს შეუწყობს რეგიონში ინვესტიციების მოზიდვას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგებას,… - 74
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ლანჩხუთი ლესას ახალი 8-კმ-იანი მონაკვეთის დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მონაკვეთზე უკვე მოწყობილია ასფალტ-ბეტონის გზა, 3 პარალელური ხიდი და ლანჩხუთისა და ლესას ორი სატრანსპორტო კვანძი. სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხოლოდ საგზაო ნიშნების მონტაჟი. ახალი… - 74
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ზაზა შოშიტაიშვილმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შარაშიძესთან ერთად მოინახულა. მუნიციპალიტეტში უკვე დასრულდა საჭამიასერი-მამულარის გზის მოწყობის სამუშაოები, მიმდინარეობს სოფელ ქვემოხეთში, ტაძართან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. აღნიშნული სამუშაოებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჯამში 495 000 ლარი გამოიყო. - 74
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კოლეჯ ,,ჰორიზონტი"-ს სასწავლო კორპუსები დაათვალიერა და მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო. _ ,,პროფესიული განათლება და მისი ხელმისაწვდომობა ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მხრივ, გურიის რეგიონს… - 74
ქალაქ ოზურგეთში, ჭადრების პარკში, ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობის აღსანიშნავად, ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „მთიების“ დამაარსებლის ანზორ გვარამაძის ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფი რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. დამსახურებული ქორეოგრაფ-პედაგოგი დაჯილდოებულია ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენებით, მინიჭებული აქვს საპატიო წოდება „ქორეოგრაფიის…