დღეს, ქ. ოზურგეთში, თეატრალურ მოედანზე „ქართული ოცნება_დემპკრატილი საქართველოს“საარჩევნო კომპანიის რეგიონული ღონისძიება გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებას პარტიის მხარდამჭერები რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტიდან ესწრებოდნენ..
შეხვედრა გახსნა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
_ „დღეს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ _ ომის პარტია, თავისი სატელიტური პარტიებითა და ენჯეოებით, განაწილებულნი არიან სხვადასხვა ფრონტზე, ხალხს ატყუებენ, თითქოს ისინი სხვადასხვა ძალას წარმოადგენენ და თითქოს მათი სურვილია ეგრეთ წოდებული კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება.“ _ განაცხადა თავის გამოსვლაში პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა.
_„ისტორიულად, ჩვენი ქვეყნის ერთიანობა მთავარი საზრუნავი იყო გურულებისათვის. თქვენ დიდი ღვაწლი გაქვთ სხვადასხვა ეპოქაში საქართველოს გაერთიანებაში. ამ მხრივ ახლაც განსაკუთრებული მომენტი გვიდგას _ჩვენ ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღსადგენად. მმართველ გუნდს ამისათვის მაქსიმალური ლეგიტიმაცია სჭირდება,“ _ ამის შესახებ განაცხადა თავის გამოსვლაში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციების შესახებაც განაცხადა:
_„მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა. საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება.“
_ „სიმართლე არის პარლამენტის მხარეს, რომელმაც მიიღო „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, ასევე, აშკარა დისბალანსია კომპეტენციის თვალსაზრისით: ერთ მხარეს არიან კომპეტენტური, გონიერი, ახალგაზრდა იურისტები, მეორე მხარეს არიან დრომოჭმული პოლიტიკოსები, ე.წ. იურისტები, რომელთაც არაფერი აქვთ სათქმელი ამ პროცესზე,“_ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო სარჩელების განხილვის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
გაზეთ „ალიონის“ ფოტოები
უფასო პოლიტიკური რეკლამა
მსგავსი სტატიები
- 58საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს, რომელშიც ამომრჩეველთა თითქმის 90% სერვისებს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიიღებს, ხოლო ამომრჩეველთა 10%-ის ბიულეტენები კენჭისყრის დასრულების შემდგომ გაციფრულდება, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით,…
- 54„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მიღწეული მთელი რიგი წარმატებების მიუხედავად, რა თქმა უნდა, შეჩერებას არ ვაპირებთ და მომავალშიც, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობა ყველა თქვენგანმა, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნოს, თუმცა, მოგეხსენებათ, განვითარება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის პირობებშია შესაძლებელი, _ ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ საპატიო…
- 53პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე და სახელმწიფო რწმუნებული გურიაში გიორგი ურუშაძე, დაბა ნარუჯისა და ლაითურის მოსახლეობას შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, მოსახლეობასთან შეხვედრისას „ქართული ოცნების" ხელისუფლების მხარდაჭერით გაწეულ სამუშაოებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. „მოხარული ვარ, რომ ჩვენს პოლიტიკურ გუნდს…
- 53არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს „ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება იმ პირობებში, როცა ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ფაქტობრივად წაშლილია“. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, მათივე თქმით, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული დაკვირვებისას წინასაარჩევნო პერიოდის რამდენიმე გამოწვევა გამოიკვეთა. „მთავარ გამოწვევებს შორისაა:…
- 53დღეს საქართველოს პარლამენტის, სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება, საარჩევნო უბნები გაიხსნა. კენჭისყრა დაწყებულია, – ინფორმაციას ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. უწყების ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს. შეგახსენებთ,…