ჩეხეთის დედაქალაქ ქ. პრაღაში დამთავრა ევროპის საჭადრაკო ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის, რომელშიც 8,10,12,14,16 და 18 წლამდე ასაკის, კონტინენტის უძლიერესი გოგონები და ჭაბუკები მონაწილეობდა. ჩემპიონატში სხვადასხვა ქვეყნის 1300-ზე მეტ მონაწილეს შორის, საქართველოს 25 წარნომადგენელი ასპარეზობდა. თავიდანვე უნდა ითქვას,რომ ქართველმა ახალგაზრდებმა კარგად წარმოაჩინეს თავი. მათგან 8 წლამდე ასაკში ლილე სვანაძემ და 14 წლამდე ასაკში მარიამ კალანდაძემ ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს, ხოლო კესარია მგელაძე(14წ) ბრინჯაოს მედალოსანი გახდა. 16 წლამდე ასაკში დიდებულად ითამაშა მარიამ ცეცხლაძემ.მან 7-7 ქულით I-IV ადგილები გაიყო,რეიტინგიც კარგად მოიმატა, თუმცა შვეიცარიული სისტემის დამახასიათებელმა უიღბლობამ მედალი არ შეახვედრა. ზოგადად ქართველმა მოჭადრაკეებმა კარგი შედეგებით დაამთავრეს ჩემპიონატი. 25-დან ოცმა მოჭადრაკემ მნიშვნელოვანად გაიუმჯობესა რეიტინგი, ანუ შესაძლო ქულების 60% და მეტის აღება.( მხოლოდ ორ მოჭადრაკეს დაუფიქსირდა რეიტინგის კლება).
ჩემპიონატში კარგად ითამაშა 10 წლამდე ასაკში მოასპარეზე ოზურგეთელმა ლაზარე ჩხარტიშვილმა.მან ქულების 60% აიღო და რეიტინგული მაჩვენებლის მომატებით, ერთერთი საუკეთესო შედეგი(105,2)აჩვენა, პრაქტიკულად მან შარშან მსოფლიო პირველობაზე ნაჩვები შედეგი გააუჯობესა და იმედია უკეთესი მიღწევა ექნება წელსვე, ნოემბერში მსოფლიო პირველობაზე,სადაც მონაწილეობის უფლება უკვე მოპოვებული აქვს.
ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოში მაღალ რეიტიმგულ მოჭადრაკეთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. ამ მხრივ, წინა პლანზე წამოიწია ისეთი ქვეყნები, რომლებიც ადრე არასაჭადრაკო ქვეყნებად მიიჩნეოდა, მაგრამ დღეს სერიოზულ კონკურენციას ქმნიან ყველა დონის საჭადრაკო შეჯიბრებებში. ჩემპიონატში მონაწილეთა დონით თუ ვიმსჯელებთ, იგი ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ძალიან მაღალი იყო, ამიტომ ჩვენი მოჭადრაკების შედეგები უდავოდ წარმატებულად უნდა შეფასდეს.
ზურაბ ანდღულაძე,
გურიის ჭადრაკის ფედერაციის თავმჯდომარე
მსგავსი სტატიები
- 58დინამო (თბილისი)4ტორპედო (მოსკოვი)1 ტაშკენტი. "ფახთაქორის" ცენტრალური სტადიონი. 18 ნოემბერი. გოლები: 0:1 შჩერბაკოვი (56), 1:1 დათუნაშვილი (73), 2:1 დათუნაშვილი (92), 3:1 მესხი (102), 4:1 მეტრეველი (107-პენ) დინამო: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი,გ. სიჭინავა, იამანიძე, დათუნაშვილი, ბარქაია, მეტრეველი, მესხი. ტორპედო: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, შუსტიკოვი, მეშჩერიაკოვი, სარაევი,ვორონინი, მარუშკო, სოლოვიოვი, ივანოვი (სადოროვი), შჩერბაკოვი, სერგეევი. მსაჯი: მ. რუბენისი…
- 5527 სექტემბერს, ქ.ოზურგეთში გაიმართა საქართველოს სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადა- „ნონას თასი-2024“-ის, მეორე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებდა გურიის რეგიონის საჯარო სკოლებიდან საუკეთესო საჭადრაკო გუნდის გამოვლენას.როგორც ჭადრაკის მოყვარულებმა იციან ეს მაშტაბური ღონისძიება ტარდება საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროსა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ერთობლივი პროექტით და მასში მონაწილეობს 10 წლამდე ასაკის მოჭადრაკეებით შედგენილი ქვეყნის საჯარო…
- 544 თებერვალს, სუმოს სამყარომ სამუდამოდ გააცილა ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი სუმოს სამყაროდან. საზეიმო ცერემონია რომელიც რიკიშისათვის ოიჩო-მაგეს (სუმოტორების ვარცხნილობა) რიტუალურ შეჭრას გულისხმობს, ტოკიოს „რიოგოკუ კოკუგიკანის“ სასახლეში გაიმართა.თმის შეჭრის ცერემონიაში მონაწილეობა 300-მდე ადამიანმა მიიღო. მათ შორის იყვნენ ლევან გორგაძის ოჯახის წევრები და მეგობრები, ქართველი ექს-რიკიშები - კოკკაი და გაგამარუ, ლევანის კლუბის პრეზიდენტი…
- 54საჭადრაკო კლუბში დამთავრდა ოზურგეთის მუნიციპალური ჩემპიონატი 12 და 14 წლამდე ასაკის გოგონებსა და ჭაბუკებს შორის, რომელიც წრიული სისტემით, ცალცალკე მიმდინარეობდა 12 წლამდე ასაკის ჭაბუკებში მოულოდნელობა არ ყოფილა ლიხაურელი გიორგი სალუქვაძის პირველი ადგილი.მისთვის გასულ წელი საკმაოდ წარმატებული იყო და იმედი გვაქვს წელსაც გააგრძელებს აღმა სვლას. მეორე საპრიზო ადგილზე ლევან ვაშალომიძე გავიდა,…
- 53ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…