ინტერვიუ ბახვი ჰესის დირექტორთან, გიორგი აბრამიშვილთან

მოგესალმებით ბატონო გიორგი, როგორ მიმდინარეობს პროექტი და რამდენად ახლოსაა მისი განვითარება დასახულ მიზნებთან?

  • მოგესალმებით და დიდი მადლობა ინტერესისთვის. ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ვაშენებთ ჰიდროელექტროსადგურს და შესაბამისად ხელს ვუწყობთ განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას, რაც ვფიქრობ, საამაყო იქნება როგორც ჩემთვის პირადად, ასევე, ამ პროექტში პირდაპირ თუ ირიბად მონაწილე თითოეული ადამიანისთვის.

 

თქვენ ახსენეთ, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აშენებთ ბახვი ჰესს, ეს ნიშნავს, რომ მშენებლობაზედასაქმებული გყავთ  ადგილობრივები?

 

  • დიახ, სწორედ ამას ნიშნავს, რომ ჩვენ ერთად ვმუშაობთ ბახვი ჰესის მშენებლობაზე. ჩვენ მიერ პროექტზე დასაქმებული ნახევრად კვალიფიციური თუ, არაკვალიფიციური თანამშრომლების 50% პროცენტი ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან პროექტის მიმდებარედ არსებული სოფლებიდან, ძირითადად, მთისპირის თემის სოფლების მაცხოვრებლები, მთისპირი, ოქროსქედი, ვანისქედი და უკანავა. ჩვენთან მუშაობენ როგორც ქალები, ასევე კაცები: მამაკაცები სამშენებლო მოედანზე, ქალბატონები კი, სამშენებლო ბანაკში. თუმცა, აქ განვავრცობდი და ვიტყოდი, რომ პროექტს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს, ვინც შეიძლება არაპირდაპირაა ჩართული პროცესში, მაგრამ გული შესტკივა და აკვირდება მის მიმდინარეობასა და განვითარებას. ეს ის ადამიანები არიან, ვისთანაც ჩვენი სოციალური გუნდი აქტიურად ურთიერთობდა და სხვადასხვა სოციალური პროექტის მეშვეობით გვერდში ედგა. ესენი არიან ახალგაზრდები, შშმ პირები, მათი ოჯახები, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, სკოლები და ბაღები, პროექტის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა, ის ადამიანები, ვისთვისაც ხორციელდება ჩვენი სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური პროექტები. ამ ხალხთან 3 წლიანი კომუნიკაციით შევძელით ის, რომ დავანახეთ ჩვენი განზრახვის სისწორე და მუშაობის სტანდარტი. დღეს ისინი არანაკლებ ჩართულნი არიან პროცესში, იქედან გამომდინარე რომ  ჩვენი მუშაობის სტილი გამჭვირვალობასა და ჩართულობას ეფუძნება, შესაბამისად ჩვენი  პროექტები ყველას სწვდება და ფარავს, ყველას ამყოფებს მიმდინარე პროცესების საქმის კურსში. სწორედ ამიტომ, ზუსტად ვიცი, რომ მათაც არანაკლებ აინტერესებთ ის, თუ როგორ განვითარდება პროექტი და რა შედეგებს დავდებთ. განსაკუთრებით გამოვყოფდი, მრჩეველთა საბჭოს წევრებს, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის თუ, როგორი სტანდარტის იქნება ჰიდროელექტროსადგური, რომლის განვითარებაში პირველივე დღეებიდან არიან ჩართულნი სრულიად უანგაროდ და თავისი რეგიონის სასიკეთოდ. 

 

ალბათ განსაკუთრებული ინტერესის სფეროა სამშენებლო მოედანი. მდინარე ბახვისწყლის ხეობა საკმაოდ მოცილებულია დასახლებულ პუნქტს, ის ადგილი სადაც მშენებლობა მიმდინარეობს. ყველას გვაინტერესებს რა ხდება იქ და როგორ გამოიყურება  სამშენებლო მოედანი. 

  • მესმის, რომ ინტერესი დიდია მოსახლეობაში და სწორედ ამიტომ, ზაფხულში ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ვიდეო პროექტი განვახორციელეთ. გადავიღეთ ჩვენი თანამშრომლები, რომელთა შრომა უზარმაზარია ამ პროექტის განხორციელებაში. გადავიღეთ მათი სამუშაო გარემო და ასევე, ჩავწერეთ ინტერვიუები, სადაც მშენებლები, ელექტრო ინჟინრები, ტექნიკური დირექტორი, სამშენებლო მოედნისა და უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების, ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერები დეტალურად გვიყვებიან, თუ როგორია მათი სამუშაო რუტინა, კონკრეტულად რა საქმიანობას ახორციელებენ, და რაც მთავარია როგორ, რა სტანდარტით კეთდება ესა თუ ის პროექტი. მრავალმხრივია ჩვენი საქმიანობა და ასევე, ძალიან საინტერესო, რადგან იმ სტანდარტით კეთდება ყველაფერი, რაც სიამაყის საფუძველს გვაძლევს. სწორედ ესაა ასახული ამ ვიდეოებში, რომელთა მედიისა და სოციალური ქსელი ფეისბუქის  საშუალებით გავრცელება მოხდება სექტემბრიდან. ვფიქრობ, ეს მასალა ბევრი ადამიანის ინტერესს დააკმაყოფილებს. ამასთანავე, გაიცნობთ იმ პროფესიონალებს, რომლებიც მთლიანად თავის გულს დებენ და ძალისხმევას არ იშურებენ,  პროექტის წარმატებულად და მაღალი სტანდარტებით განხორციელებისთვის. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ ერთად ვაშენებთ საამაყო პროექტს.

 

მსგავსი სტატიები

  • 93
    მშენებლობის ეტაპზე გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის აღსრულება ჩვენი პრიორიტეტი იქნება - ინტერვიუ ბახვი ჰესის დირექტორთან, გიორგი აბრამიშვილთან      აქტიური და ნაყოფიერი 2023 წლის დასრულების შემდეგ ბახვი ჰესი ახალი, 2024 წლისთვის დიდი შემართებითა და ოპტიმიზმით ემზადება. განვლილმა წელმა კომპანიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროექტის განხორციელების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობა და მათთან ყოველდღიური კომუნიკაცია. შესაბამისად, ისევე როგორც, პროექტის საწყისი ეტაპიდან მოყოლებული, 2024 წელსაც…
  • 90
    ბახვი ჰესი  - სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა  #ჩვენ ერთად ვაშენებთ ბახვი ჰესის პროექტი შედგება ბახვი 1, ბახვი 2ა და ბახვი 2ბ სადგურებისგან.ბახვი ჰესის საპროექტო ტერიტორია მოქცეულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში და მოიცავს მთისპირის თემს. ბახვი ჰესის პროექტზე მუშაობა დაიწყო 2021 წელს, სამშენებლო სამუშაოები კი, 2023 წლიდან. პროექტის დასრულება იგეგმება 2025 წელს. ბახვი ჰესის პროექტის მშენებლობაზე დასაქმებული პერსონალის 50% …
  • 89
    ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა2024 წლის 26 ივნისს ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს რიგით მეორე შეხვედრა ოზურგეთში ჩატარდა. ბახვი ჰესის დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა, საბჭოს წევრებს პროექტის მიმდინარეობა გააცნო. მან ისაუბრა არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე. ბახვი ჰესის ტექნიკურმა დირექტორმა, არჩილ ძნელაძემ პრეზენტაციის ფორმატში მიმოიხილა მშენებლობის მიმდინარეობა და სამშენებლო მოედანზე არსებული ვითარება.…
  • 86
    ბახვი ჰესი - შრომის უსაფრთხოება N1 პრიორიტეტია  ბახვი ჰესი, თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში,ნომერ პირველ პრიორიტეტად - შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და დასაქმებულთათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას მიიჩნევს.ბახვი 1 და ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურებისმშენებლობის ეტაპზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა კომპანიის მენეჯმენტის მიერ შემუშავებული სპეციალური გეგმით ხორციელდება, რომელიც თავის მხრივ მოიცავს შემდეგ დოკუმენტებს: 1) პროექტის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გეგმა;2) საგანგებო…
  • 83
    ბახვი ჰესი  - მილსადენის განთავსების სამუშაოები  #ჩვენ ერთად ვაშენებთ ბახვი ჰესის ბახვი 1, ბახვი 2ა და ბახვი 2ბ სადგურების სათავე და ჰესის შენობები დაკავშირებულია ერთმანეთთან სადაწნეო მილსადენით. ბახვი 1 - მილსადენის სიგრძე - 3815 მ. შიდა დიამეტრი - 1100– 1300 მმ. ბახვი 2ა - მილსადენის სიგრძე - 3283 მ. შიდა დიამეტრი - 1200 – 1400…