29 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე, თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარეობს ღია საჭადრაკო ტურნირი “ჩემპიონთა თასი”, რომელიც ორ სხვადასხვა კატეგორიაში, A და B ღია ტურნირად, ტარდება . ღონისძიების საპრიზო ფონდი შეადგენს 22000 ლარს. ტურნირები იმართება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.
ამ ტურნირში წარმატებით მონაწილეობს ოზურგეთელი ლაზარე ჩხარტიშვილი, რომელიც 10 წლამდე ასაკში საქართველოს მოქმედი ჩემპიონია. ლაზარე 5 ტურის (სულ 9 ტური ) შემდეგ 4 ქულით მეორე პოზიციაზეა. ამ შედეგით მას, ჯერჯერობით რეიტინგის 50 ერთეულით მატება აქვს და მისასალმებელია, რომ ამ წარმატებულ შედეგს, მასზე უფროს და მაღალ რეიტინგიან მეტოქეებთან კარგი თამაშით აღწევს.
მიუხედავად იმისა, მას წელს ძალზე დატვირთული სეზონი აქვს, იგი ცდილობს ყველა ძლიერ ტურნირში მიიღოს მონაწილეობა და დიდი გამოცდილებით გაემგზავროს მსოფლიო პირველობაზე, რომელიც მ/წლის ნოემბერში იტალიაში გაიმართება.
წარმატება ლაზარეს!

მსგავსი სტატიები

  • 68
    გაბრიელ სალუქვაძემ და ბაქარ მახარაძემ 2024 წლის მუნიციპალურ საჭადრაკო პირველობაზე უდანაკარგო შედეგით გაიმარჯვეს.ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
  • 68
    გავიცნოთ მეტოქე - რა გზა გამოიარა საბერძნეთის ნაკრებმა პლეი-ოფის ფინალამდე?ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.   ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.   ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.   ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
  • 68
    „ნონას თასი _2024“-ის მეორე ეტაპის გამარჯვებული ჯურუყვეთის საჯარო სკოლაა27 სექტემბერს, ქ.ოზურგეთში გაიმართა საქართველოს სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადა- „ნონას თასი-2024“-ის, მეორე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებდა გურიის რეგიონის საჯარო სკოლებიდან საუკეთესო საჭადრაკო გუნდის გამოვლენას.როგორც ჭადრაკის მოყვარულებმა იციან ეს მაშტაბური ღონისძიება ტარდება საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროსა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ერთობლივი პროექტით და მასში მონაწილეობს 10 წლამდე ასაკის მოჭადრაკეებით შედგენილი ქვეყნის საჯარო…
  • 67
    „ეს იყო საოცარი და დაუვიწყარი ცერემონია“4 თებერვალს, სუმოს სამყარომ სამუდამოდ გააცილა ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი სუმოს სამყაროდან. საზეიმო ცერემონია რომელიც რიკიშისათვის ოიჩო-მაგეს (სუმოტორების ვარცხნილობა) რიტუალურ შეჭრას გულისხმობს, ტოკიოს „რიოგოკუ კოკუგიკანის“ სასახლეში გაიმართა.თმის შეჭრის ცერემონიაში მონაწილეობა 300-მდე ადამიანმა მიიღო. მათ შორის იყვნენ ლევან გორგაძის ოჯახის წევრები და მეგობრები, ქართველი ექს-რიკიშები - კოკკაი და გაგამარუ, ლევანის კლუბის პრეზიდენტი…
  • 67
    ოზურგეთელი ლაზარე ჩხარტიშვილი საართველოს ჩემპიონიაოზურგეთელი ლაზარე ჩხარტიშვილი საქართველოს ჩემიონია. ვულოცავთ!