„ლანჩხუთმა“ საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში ქალთა გუნდებს შორის, ზედა ჯგუფის მე-3 ტურში „ბათუმს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 6:0 დაამარცხა.
ამ შეხვედრაში თეონა ბაქრაძემ 4 გოლი გაიტანა. თითო ჭიჭინაძეს და ხირალდოს ანგარიშზეა.
„ლანჩხუთს“ 9 ტურის შემდეგ (7 მოგება, 2 წაგება,ბ/შ 25:4) 21 ქულა აქვს.
მეორე-მესამე ადგილზე 16-16 ქულით „ნიკე ლუსო“ და „კვარტალი“ არიან.
„კვარტალმა“ წინა ტურში საშინაო მატჩში „ლანჩხუთთან“ მარცხის (1:4) შემდეგ ამ ტურში „ნიკე-ლუსოსთანაც“ წააგო 0:1.
„ლანჩხუთი“ 11 ოქტომბერს, მე-4 ტურში თბილისში „ნიკე-ლუსოს“ შეხვდება.

მსგავსი სტატიები

  • 84
    „ლანჩხუთმა“ „კვარტალი“ 9:1 დაამარცხასაქართველოს პირველობაზე ქალთა ფეხბურთში (უმაღლესი ლიგა) „ლანჩხუთმა“ მე-3 ტურის მატჩში „კვარტალს“ უმასპინძლა და ანგარიშით 9:1 დაამარცხა. გათამაშებას 9-9 ქულით „ნიკე ლუსო“ და „ბათუმი“ ლიდერობენ. „ლანჩხუთი“ 6 ქულით (2 მოგება, 1 წაგება, ბ/შ 13:5) მესამე პოზიციაზეაა. „ლანჩხუთი“ მე-4 ტურში „თეთრი წყაროს“ უმასპინძლებს.
  • 84
    ოზურგეთელი ბაზიერებიბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების  საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს.  1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და  14…
  • 82
    დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირსდინამო (თბილისი)4ტორპედო (მოსკოვი)1 ტაშკენტი. "ფახთაქორის" ცენტრალური სტადიონი. 18 ნოემბერი. გოლები: 0:1 შჩერბაკოვი (56), 1:1 დათუნაშვილი (73), 2:1 დათუნაშვილი (92), 3:1 მესხი (102), 4:1 მეტრეველი (107-პენ) დინამო: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი,გ. სიჭინავა, იამანიძე, დათუნაშვილი, ბარქაია, მეტრეველი, მესხი. ტორპედო: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, შუსტიკოვი, მეშჩერიაკოვი, სარაევი,ვორონინი, მარუშკო, სოლოვიოვი, ივანოვი (სადოროვი), შჩერბაკოვი, სერგეევი. მსაჯი: მ. რუბენისი…
  • 82
    ქსკ „ლანჩხუთი“ „კვარტალი“ _4:1საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-3 ტურში ქსკ „ლანჩხუთმა“ „კვარტალს“ გვიმბალაურში უმასპინძლა და 4:1 დაამაცხა. გათამაშების ცხრილს 2 ტურის შემდეგ „ნიკე ლუსო“ და „ლანჩხუთი“ ლიდერობენ _6-6ქულა. „ნიკემ ლუსომ“ ამ ტურში „რაჭა“ სტუმრად 0:7 დაამარცხა.
  • 80
    „ლანჩხუთი“ მეორე ადგილზეაქალთა პირველობაზე ფეხბურთში უმაღლესი ლიგის გუნდებს შორის „ლანჩხუთი“გასვლით მატჩში „ელიტას“ შეხვდა და 0:7 მოუგო. გათამაშების ლიდერმა „ნიკე ლუსომ“ სტუმრად „ბათუმი“ დაამარცხა 0:2. „ნიკე-ლუსოს“ 4 ტურის შემდეგ 12 ქულა აქვს. „ლანჩხუთი“ 9 ქულით მეორე პოზიციაზეა. 1 აპრილს „ნიკე ლუსო“ „კვარტალს“ შეხვდება, ხოლო „ლანჩხუთი“ შინ თეთრი წყაროს უმასპინძლებს.