_საქართველოს მთავრობის უპრეცედენტო ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და რიტორიკის საპასუხოდ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ვიცე-პრეზიდენტმა იუროვამ ისაუბრა საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხოდ ევროკავშირის მიერ გატარებულ ზომებზე, თუმცა განაცხადა, რომ გამოსავალი მარტივია: „თუ არსებობს პოლიტიკური ნება“. იუროვას თქმით, საქართველოს მთავრობამ უნდა დაიწყოს კანონების გაწვევით, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ სურვილს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი.

„უპირველეს ყოვლისა, მსურს მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ევროპულ პარლამენტს, იმისთვის, რომ ხმამაღლა საუბრობთ საქართველოში არსებულ ვითარებაზე და ევროკავშირს ქმედებებისთვის მოუწოდებთ, საქართველოს მთავრობის უპრეცედენტო ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და რიტორიკის საპასუხოდ ევროკავშირმა შესაბამისი ზომებით უპასუხა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა, პოლიტიკური კონტაქტები დაქვეითდა, „ევროპული მშვიდობის მექანიზმის” მეშვეობით ევროკავშირის მხარდაჭერა, რომელიც 30 მილიონს ევროს შეადგენდა, შეჩერდა, ხოლო მხარდაჭერის პორტფოლიო გადახედვის პროცესშია.

ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ საქართველოს ოფიციალურ პირებს, რომ შეაბრუნონ საკუთარი ქმედებების კურსი და ჩვენი კომუნიკაცია გავზარდეთ საქართველოს მოქალაქეებთან. ბევრ თქვენგანს გაახსენდება მსგავსი მოწოდებები. ეს ზომები შესაძლოა შებრუნებულ იქნას და გამოსავალი მარტივია – თუ არსებობს პოლიტიკური ნება.

საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უნდა დაიწყონ კანონების გაწვევით, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს გამოთქმულ სურვილს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, კონკრეტულად კი კანონები, რომლებიც ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს ზღუდავენ“, _  განაცხადა იუროვამ.

მსგავსი სტატიები

  • 88
    ამერიკელი კონგრესმენები - ეს არჩევნები მნიშვნელოვნად აშორებს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისგანღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოთი, რომელიც დაირღვა ხმების მოსყიდვის, ამომრჩეველთა დაშინების, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და საარჩევნო სამეთვალყურეო საბჭოებში საეჭვო დანიშვნებით, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენების: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელის, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მაიკ ტერნერისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ჯერი კონოლის ერთობლივ…
  • 76
    თეთრი სახლი - ტრამპი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ მშვიდობისკენ მოძრაობა დაიწყება ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტით - მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება ახლო აღმოსავლეთშითეთრი სახლი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შინაარსზე განცხადებას ავრცელებს. თეთრი სახლის განცხადებას ამერიკული ტელეარხი CNN-ი ავრცელებს. განცხადების თანახმად, სატელეფონო საუბრის დროს დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ, რომ ომი უკრაინაში „ხანგრძლივი მშვიდობით უნდა დასრულდეს“. ასევე ორი ლიდერი შეთანხმდნენ, რომ „ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე“ ცეცხლის…
  • 74
     პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში საქართველოს გენერალური საკონსულო ამოქმედდება. პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში საქართველოს გენერალური საკონსულო ამოქმედდება.  საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალურ საკონსულოს იოსებ ხახალეიშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც საქმიანობას მომავალი კვირიდან შეუდგება.  გენერალური საკონსულო დაფარავს შემდეგ ოლქებს: ლუბესკიე, მალოპოლსკი, პოდკარპაცკი, შვიეტოკშისკი. გენერალური საკონსულო ქალაქ კრაკოვში იქნება განთავსებული. საინფორმაციო სააგენტო First Nevs
  • 74
    მარკო რუბიო აცხადებს, რომ სტივ უიტკოფისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა პერსპექტიული იყოაშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა პერსპექტიული იყო. ამის შესახებ მან „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა. სახელმწიფო მდივანს ჟურნალისტმა შეახსენა მისი განცხადება, რომ უიტკოფისა და პუტინის შეხვედრა პასუხს გასცემდა ფუნდამენტურ შეკითხვას, მოძრაობენ თუ არა ისინი ცეცხლის შეწყვეტისკენ და…
  • 72
    ახალ ზელანდიასა და რამდენიმე ქვეყანაში 2025 წელი დადგაახალ ზელანდიასა და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ახალი, 2025 წელი დადგა , _ ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. დედამიწაზე პირველმა ახალი, 2025 წელი კირიბატის რესპუბლიკამ თბილისის დროით 14:00-ზე იზეიმა, ხოლო ერთი საათის შემდეგ ახალ წელს ახალი ზელანდიის მოსახლეობა შეხვდა. ახალი, 2025 წელი ტონგასა და სამოაშიც დადგა. ავსტრალიის მოსახლეობამ ახალი წლის დადგომა…