დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, კიბოს სკრინინგის საკითხებზე მოსახლეობის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების ეროვნული კამპანიის ეგიდით 20 ოქტომბერს ოზგურგეთის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო შეხვედრის პარალელურად ოზურგეთის ბავშვთა სამკურნალო ცენტრში ეროვნული სკრინინგ ცენტრის მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალისგან შემდგარი მობილური გუნდი მთელი დღის განმავლობაში სკრინინგულ კვლევებს ატარებდა.

ოზურგეთის მოსახლეობამ შეძლო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგული კვლევებით უფასოდ ესარგებლა. საინფორმაციო შეხვედრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კონტრაქტორი ორგანიზაციის “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის ” ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებისა და ოჯახის ექიმებისა აქტიური ჩართულობით გაიმართა.

კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები და სკრინინგ აქციები ქვეყნის მასშტაბით წლის ბოლომდე გაგრძელდება. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კიბოს სკრინინგულ გამოკვლევებს სახელმწიფო სრულად აფინანსებს. ძუძუს კიბოს სკრინინგი უფასოა 40-დან 70 წლამდე ქალბატონებისათვის 2 წელიწადში ერთხელ. საშვილოსნოს ყელის კიბოს უფასო სკრინინგული გამოკვლევებით 3 წელიწადში ერთხელ 25-დან 60 წლამდე ასაკის ქალებს შეუძლიათ ისარგებლონ, ხოლო მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი 50-დან 70 წლამდე მამაკაცებსა და ქალბატონებს უფასო გამოკვლევების შესაძლებლობას აძლევს. კიბოს ადრეული გამოვლენა საგრძნობლად ზრდის წარმატებული მკურნალობის შანსებს. კიბოს ადრეული გამოვლენის ორ კომპონენტს წარმოადგენენ ადრეული დიაგნოსტირება და სკრინინგი. ადრეული დიაგნოსტირება ორიენტირებულია სიმპტომების მქონე პაციენტების რაც შეიძლება ადრეულ სტადიაზე გამოვლენაზე. მაშინ როცა სკრინინგის ფოკუსს წარმოადგენს ზოგადი მოსახლეობის ტესტირება და ისეთი პირების იდენტიფიცირება, რომელთაც აქვთ სიმსივნე, მაგრამ ჯერ არ გამოვლენიათ სიმპტომები. სამიზნე პოპულაციებში სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს სკრინინგის პროგრამა საქართველოში 2011 წლიდან მოქმედებს და ხელმისაწვდომია საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისათვის.

მსგავსი სტატიები

  • 56
    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღება გაიმართაოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღება გაიმართა. ადგილობრივებმა მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები გურიაში სახელმწიფო რწმუნებულს გიორგი ურუშაძეს და მუნიციპალიტეტის მერს ავთანდილ თალაკვაძეს გააცნეს.
  • 56
    ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობსსაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაო პროცესს ადგილზე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე გაეცნენ. აქტიურ ფაზაშია წყალმომარაგების მიმართულებით მიმდინარე პროექტი ქალაქ ოზურგეთში, სადაც არსებული ქსელი ამორტიზებულია…
  • 56
    ირაკლი კობახიძე ბახმაროში სახალხო სადღესასწაულო ღონისძიების და ტრადიციულ დოღს დაესწროსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, ბახმაროში სახალხო სადღესასწაულო ღონისძიებებს და ტრადიციულ დოღს დაესწრო, რომელიც ფერისცვალების დღესასწაულზე ყოველწლიურად იმართება. მთავრობის მეთაურმა სახალხო დღესასწაულის სტუმრებსა და ადგილობრივებს ფერისცვალება მიულოცა. „ძალიან მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად ვიზიარებ საზეიმო განწყობას. მინდა მოგილოცოთ ფერისცვალება, ეს არაჩვეულებრივი დღესასწაული. ფარავდეს ამ დღის…
  • 56
    ქალაქ ოზურგეთში კოსტავას ქუჩის განახლების სამუშაოები დასკვნით ფაზაშიაქალაქ ოზურგეთში კოსტავას ქუჩის განახლების სამუშაოები დასკვნით ფაზაშია. ურბანული განახლების პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქცია უტარდება 1500 მეტრი სიგრძის სავალ ნაწილს, სადაც ეწყობა ახალი ასფალტბეტონის საფარი, სანიაღვრე სისტემა, ტროტუარები, ველობილიკები. იცვლება გარეგანათება, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია უტარდება წყალარინების სისტემას, ქუჩის ელექტრომომარაგებისა და ბუნებრივი აირის ქსელებს. კოსტავას ქუჩის განახლების სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს…
  • 55
    გივი მიქანაძემ გურიაში კოლეჯ ,,ჰორიზონტი"-ს სასწავლო კორპუსები დაათვალიერასაქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კოლეჯ ,,ჰორიზონტი"-ს სასწავლო კორპუსები დაათვალიერა და მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო. _ ,,პროფესიული განათლება და მისი ხელმისაწვდომობა ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მხრივ, გურიის რეგიონს…