საარჩევნო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს ლიხაურის #060/24 საარჩევნო უბანში, (თავმჯდომარე დავით ჭელიძე). ჩვენი იქ ყოფნის დროს ამომრჩეველთა ნაკადი ელოდებოდა მათ საარჩევნო რიგს.
კომისიის მდივნის თეონა ჯაფარიძის ინფორმაციით დღის 5 საათისათვის, 1976 ამომრჩევლიდან უბანზე 1007 ამომრჩეველი მივიდა და გააკეთა მისთვის სასურველი არჩევანი. გარდა ამისა 60 ამომრჩეველმა გადასატანი ყუთის საშუალებით მისცა ხმა.
_არჩევნების პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს, დარღვევები არ არის. დამკვირვებლებს მუშაობის ნორმალური პირობები გვაქვს _გვითხრა „ პატრიოტთა“ ალიანსის წარმომადგენელმა ომარ ბაკურაძემ.
„კოალიცია ცვლილებებისათვის“წარმომადგენელმა ნატა ჭანიშვილმა აღნიშნა, რომ მან ჩათვალა, რომ კომისიის ერთ-ერთი წევრი აგიტაციას ეწეოდა და ამიტომ საჩივარი დაწერა.
_ამომრჩეველთა საკმაოდ დიდი ნაკადია და დარბაზში ნაკადის მომწესრიგებელი ხშირად რამდენიმე ამომრჩეველს უშვებს და ამიტომ ვერ ვარკვევ, გაიარა თუ არა ყველამ შემოწმება _გვითხრა „თავისუფალი ხმის“ წარმომადგენელმა მარიამ ურუშაძემ.
_როცა გარეთ წვიმს, დარბაზში კი ვუშვებდით ერთად რამდენიმე ადამიანს, მაგრამ ისინი ვერიფიკაციის პროცესს სწორად გადიოდნენ. არც საჩივარი იყო მართებული რომელიც „კოალიცია ცვლილებებისათვის“ წარმომადგენელმა დაწერა, საოლქომაც იცის ამის შესახებ _ გვითხრა კომისიის თავმჯდომარე დავით ჭელიძემ.
_ახალგაზრდების შენიშვნებს პატივი უნდა ვცეთ. ჯერ-ჯერობით ამ უბანში არჩევნებზე დარღვევები არ ყოფილა, ნორმალურ ვითარებაში მიმდინარეობს _გვითხრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ნანა ცეცხლაძემ.
მსგავსი სტატიები
- 702024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველო მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება – ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა 90%-ზე მეტი, ანუ, სამ მილიონზე მეტი ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე ხმას ელექტრონულად მისცემს. ქვეყნის მასშტაბით არსებული 3031 უბნიდან 2263 უბანზე ამომრჩეველი ხმას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, სრულიად განახლებული წესითა და პროცედურებით მისცემს. ამ ეტაპზე ელექტრონული არჩევნები არ ჩატარდება: ძნელად…
- 64საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს, რომელშიც ამომრჩეველთა თითქმის 90% სერვისებს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიიღებს, ხოლო ამომრჩეველთა 10%-ის ბიულეტენები კენჭისყრის დასრულების შემდგომ გაციფრულდება, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით,…
- 63ქ. ოზურგეთის #060/5 საარჩევნო უბანში 2400-მდე ამომრჩეველია საარჩევნო სიაში. აქაც არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. _სიმშვიდეა. არჩევნები ნორმალურად მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ნაკადი დიდია_ გვითხრა „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისათვის“ წარმომადგენელმა ეკა მუჯირმა. _ჯერ-ჯერობით სიმშვიდეა. ამომრჩეველთა ნაკადი დიდია _გვითხრეს „ახალგაზრდული ინიციატივის“ და „მედია თავისუფლებისთვის“ წარმომადგენლებმა ია ქათამაძემ და მაია ართილაყვამ. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ხათუნა…
- 60არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს „ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება იმ პირობებში, როცა ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ფაქტობრივად წაშლილია“. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, მათივე თქმით, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული დაკვირვებისას წინასაარჩევნო პერიოდის რამდენიმე გამოწვევა გამოიკვეთა. „მთავარ გამოწვევებს შორისაა:…
- 60მაკვანეთის #060/25 საარჩევნო ოლქში 1464 ამომრჩეველია საარჩევნო სიაში. _არჩევნები ნორმალურად მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ნაკადი მთელი დღის განმავლობაში არის _გვითხრა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენელმა ალექსანდრე ბურძგლამ. _ არჩევნები ნორმალურად მიმდინარეობს. უმნიშვნელო ზეწოლა და შეფერხება არ ყოფილა _გვითხრა „ღია სივრცე კავკასიის“ წარმომადგენელმა პაატა მჟავანაძემ. _არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. 800-ზე მეტი ამომრჩეველი მოვიდა ასეთ ცუდ…