„ბახვი ჰესის“ მიერ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, კერძოდ, მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და სექტემბერში დასრულდა სოფელ მშვიდობაურის (ოქროსქედი) 3 კმ-იანი ცენტრალური გზის მონაკვეთის მოხრეშვისა და მოსწორების სამუშაოები. ჩატარებული აქტივობის განმავლობაში გაიწმინდა და მოეწყო გზის გვერდით არსებული სანიაღვრე არხებიც.
„ბახვი ჰესის“ ინფრასტრუქტურული პროგრამის ფარგლებში ჩატარდა სოფლების – უკანავა, მთისპირი, ვანისქედის გზების რეაბილიტაცია. ჯამში, გზების მოხრეშვა-მოსწორების სამუშაოები 8 კილომეტრიანი სიგრძის გზის მონაკვეთზე განხორციელდა.
მსგავსი სტატიები
- 83
ბატონო გიორგი, წელსაც, არ ვარღვევთ ტრადიციას და წლის დასაწყისში გვსურს, ბახვი ჰესის პროექტის შესახებ რამდენიმე კითხვა დაგისვათ. მოგვიყევით თუ შეიძლება, როგორ ვითარდება პროექტი? პირველ რიგში, მინდა ჩვენს თითოეულ მკითხველს მივულოცო შობა და ახალი წელი. ძვირფასო მკითხველებო, გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას, კეთილდღეობას, ეკონომიკურ წინსვლასა და განვითარებას. როგორც უკვე იცით, ჩვენ მთისპირელებთან…
- 83
სოციალური პროექტების მიმდინარეობა ბახვი ჰესის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში 2024 წლის 31 მარტიდან დაიწყო პროგრამა, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, კერძოდ მთისპირის თემში, გზების მოხრეშვისა და მოსწორების სამუშაოების განხორციელებას გულისხმობს. პროგრამის ფარგლებში უკვე ჩატარდა სოფლების - უკანავას, მთისპირისა და ვანისქედის გზების რეაბილიტაცია. ახლა მიმდინარეობს სოფელების - მშვიდობაურისა და ოქროსქედის გზების მოხრეშვისა და…
- 80
- 79
„ბახვი ჰესმა“ მთისპირის თემში მაცხოვრებენ შშმ პირებსა და მარტოხელა მოხუცებს სურსათი და საჭირო მედიკამენტები ჩაუტანა. ასეთი სულ 25 ოჯახია. ასევე „ბახვი ჰესი“ გზების გაწმენდის პროცესში სტიქიის პირველივე დღიდან ჩაერთო მძიმე ტექნიკით და გაწმინდა მთისპირის ცენტრალური გზა, ასევე სოფლები უკანავა და ვანისქედი. „ბახვი ჰესის“მოხალისეები სოფელ მთისპირში აქციას დღესაც აგრძელებენ. …
- 79
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი პირების მშობლებისთვის და ასევე, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდებისთვის სპეციალური თერაპიული პროგრამის მეორე ეტაპი დასრულდა და 2025 წლის მაისიდან მესამე ეტაპი იწყება. პროექტის „ვისწავლოთ, ვიმუშავოთ, ვიმოქმედოთ ერთად” დასკვნითი ღონისძიება ჩოხატაურში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც პროექტის ინიციატორებმა და ორგანიზატორებმა შეაჯამეს გასული წლის საქმიანობა და მესამე ეტაპის…