საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში წლევანდელ სეზონში ჩოხატაურის „ბახმარო“ (მესამე ლიგა) რეგიონის გუნდებს შორის უკეთ გამოდიოდა, ვიდრე სხვა გუნდები. ლანჩხუთის „გურიას“ მდგომარეობა უიმედოა (დღეს გასვლით შეხვედრაში „იბერია 1999-2“ 1:5 დამარცხდა), და სავარაუდოდ მომავალ წელს მე-4 ლიგაში „მერცხალთან“ ერთად იასპარეზებს („მერცხალმა“ გუშიმ შინ მეტად მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო „სამგურალი“2-ტან და ჯგუფში ადგილი) შეინარჩუნა.
„ბახმარომ“ დღეს თბილისში „ვარკეთილთან“ დიდი ანგარიშით 1:4 დამარცხდა და სახიფათო ზონას მიუახლოვდა.
„ბახმაროს“ 28 ტურის შემდეგ (6 მოგება, 9 ფრე, 13 წაგება,ბ/შ18:29) 27 ქულა აქვს, მე-10 ადგილიდან მე-13 პოზიციაზე გადაინაცვლა და ძალიან მნიშვნელოვანია, რა შედეგს დადებს მომდევნო ტურში შინ „მეშახტესთან,“და ბოლო ტურში ბათუმში „ორბთან.“ამ ტურში ლიგაში ადგილის შენარჩუნებისათვის მებრძოლმა „ზესტაფონმა“ქულა მოიპოვა თბილისში „მერანთან.“ იგი მომდევნო ტურში შინ „ვარკეთილს“ შეხვდება, ხოლო ბოლო ტურში სტუმრად „მეშახტეს“.
„ბახმაროს“ გასწრების შანსი აქვს „მაჭახელსაც“ რომელიც ჯერ სტუმრად „გარდაბანს“ შეხვდება, ხოლო შემდეგ შინ „გურიას“.
„ბახმარომ“ პრობლემა უნდა დაძლიოს. ამისთვის მას მინიმუმ 3 ქულა სჭირდება.
მე-3 ლიგის გამარჯვებული „გონიოა“, რომელმაც 61 ქულა დააგროვა, ბოლო 2 ტურში მას ვერარ დაეწევა „მეშახტე“(54 ქულა)და „გონიო“ მომავალი წლიდან მე-2 ლიგაში იასპარეზებს.
მსგავსი სტატიები
- 70საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში (მესამე ლიგა) ჩოხატაურის ბახმარომ ბოლო 2 ტურში 6 ქულა მოიპოვა. მე-20 ტურში შინ „ბორჯომი“ 2:0 დაამარცხა, ხოლო დღეს, შინ _„მაჭახელა“ 3:2, „ბახმაროს“ 21 ტურის შემდეგ (6 მოგება, 7 ფრე, 8 წაგება, ბ/შ 15:17) 25 ქულა აქვს და მე-9 პოზიციაზე იმყოფება. ლანჩხუთის „გურიამ“ კი 20 ტურში, გასვლით მატჩში…
- 70არასახარბიელოდ გამოდიან რეგიონის ფეხბურთელთა გუნდები საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში (მე-3, მე-4 ლიგა) და აუტსაიდერთა შორის არიან. ლანჩხუთის „გურიამ“ 6 ქულიდან 4 ბოლო ტურებში მოიპოვა. მე-8 ტურში „გურიამ“ სტუმრად „მერანი მრეტები“ დაამარცხა 4:2, ხოლო მე-9 ტურში გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერთან, თბილისის „მერანთან“ შინ 1:1 ითამაშა. ჩოხატაურის „ბახმარო“ კი ბოლო 2 ტურში დამარცხდა. ჯერ…
- 70
დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში მესამე ლიგის გუნდებს შორის. ლიდერებმა „შტურმა“ და „გორმა“ ბოლო ტურშიც მოიგეს („შტურმა“ „დიდუბე“ 6:4 დაამარცხა, ხოლო „გორმა“_„გარდაბანი“ 5:0). „შტურმა“ 70 ქულა დააგროვა, ხოლო ხოლო „გორმა“ 67 და ისინი მომავალი წლიდან მე-2 ლიგაში გამოვლენ. მე-2 ლიგის საგზურის მოსაპოვებლად პლეი-ოფში ითამაშებენ„ოდიში _1919“ და „არაგვი“. („ოდიში“ შინ „ბეთლემთან“ დამარცხდა… - 69
დღეს, საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მე-4 ლიგის გუნდებს შორის ოზურგეთის „მერცხალი“ სტუმრად „სამცხეს“ შეხვდა და დიდი ანგარიშით 0:4 დამარცხდა. იგივე ბედი ეწია ჩოხატაურის „ბახმაროს“, რომელიც შინ „ალგეთთან“ 0:5 წააგო. 8 ტურის შემდეგ „მერცხალი“ (4 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება, ბ/შ 12:11) 14 ქულა აქვს და მე-7 ადგილზე ჩამოქვეითდა. რაც შეეხება „ბახმაროს“… - 69
ოზურგეთის „მერცხალი“ საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მე-4 ლიგის გუნდებს შორის, დღეს, მე-8 ტურის მატჩში სტუმრად „არაგველებს“ შეხვდა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ლანჩხუთის „გურიამ“ კი შინ წალენჯიხის „სქურს“ 2: 0 სძლია. „გურიას“ 8 ტურის შემდეგ (5 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება,ბ/შ 15:1) 17 ქულით მე-4 ადგილზეა. „მერცხალს“ (3 მოგება, 3 ფრე, 2…