ამ პარლამენტს ქართველი ხალხის და ჩვენი მეგობრების ლეგიტიმაცია არასდროს არ ექნება! – სულ რამდენიმე საათში მე მივემგზავრები სტრასბურგში იმისთვის, რომ იქ ჩავიტანო თქვენი სათქმელი! – ასე მიმართა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს.

მისი თქმით, პროტესტი გაგრძელდება.

მან ასევე „ვარდების რევოლუცია“ გაიხსენა და განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სწორედ „ვარდების რევოლუციის“ იდეის გამო არის დღეს პოლიტიკური პატიმარი.

ეს პროტესტი, ბუნებრივია, აუცილებლად გაგრძელდება და ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, რომ ქართველი ხალხი არ ეგუება რუსულ სპეცოპერაციას, რომ ქართველი ხალხი არ ეგუება რუსულ რეჟიმს, რომ ქართველი ხალხი არ ეგუება ევროპული მომავლის დაკარგვას, რომ ჩვენ ვართ ბრძოლისუნარიანი, თავისუფალი, თავისუფლებისმოყვარე ევროპელი ხალხი და რომ ჩვენი ადგილი სწორედ ევროპაშია!

ვიცი, რომ არ არის ყოველთვის მარტივი ცივ ამინდში, წვიმაში, საათობით, დღეობით თუ ღამის განმავლობაში აქ ყოფნა, მაგრამ ბევრი თქვენგანი ალბათ, სწორედ აქ, ამ ადგილას იყო 2003 წელს, გიორგობა დღეს, „ვარდების რევოლუციის“ წუთებში, როდესაც დიახ, მაშინაც წვიმდა, მაშინაც ციოდა, მაშინაც ქვეყანას ჰყავდა რეჟიმი, რომელიც ქვეყანას უხერგავდა გზას ნორმალური განვითარებისთვის.

პრეზიდენტი სააკაშვილი სწორედ „ვარდების რევოლუციის“ რეფორმების მიღწევების, „ვარდების რევოლუციის“ იდეის გამო იდევნება. სწორედ „ვარდების რევოლუციის“ იდეის გამო არის ის დღეს ივანიშვილის რუსული რეჟიმის და პუტინის პოლიტიკური პატიმარი, პოლიტიკური ტყვე. ამიტომ, ჩვენ, მაშინ როგორც მიხეილ სააკაშვილმა ირწმუნა, როგორც ქართველმა ხალხმა ირწმუნა 2003 წელს, კიდევ ერთხელ უნდა ვირწმუნოთ, რომ დღეს არ არსებობს პოლიტიკური გამყოფი ხაზი ჩვენს შორის. არ არსებობს პოლიტიკური პარტიები, არ არსებობს ურთიერთდაპირისპირება, ფრაგმენტაცია, დაყოფა, ეს არის მხოლოდ ის, რაც სურს ივანიშვილს იმისთვის, რომ გაგვათითოკაცოს, დაგვქსაქსოს, დაგვაპირისპიროს და ცალ-ცალკე შეითრიოს შემდეგ ადამიანები ამ არალეგიტიმურ პარლამენტში. ამის უფლება მას ჩვენ არ უნდა მივცეთ. ერთადერთი გამოსავალი ამისთვის არის სიმტკიცე, ერთიანობა, ერთმანეთისთვის შეცდომების, გაუგებრობის თუ განსხვავების მიტევება და გვერდზე გადადება. დღეს არის ერთიანობის დღე,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.

წყარო: IPN.GE

მსგავსი სტატიები

  • 85
    ღია წერილი გულწრფელ ახალგაზრდებსგამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ მესიჯს, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს. ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი…
  • 78
    გიგა ბოკერია - 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ„ფედერალისტები“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ - ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა გიგა ბოკერიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ბოკერია წერს, ამის არა ერთი მიზეზი და გარემოება არსებობს. მან საკუთარ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ და იმ პარტიების მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომელიც არც ბიძინა ივანიშვილთან და არც მიხეილ სააკაშვილსა და დავით კეზერაშვილის…
  • 73
    პრეზიდენტი - 3 კვირა გავიდა და არც ერთ მთავარ დემოკრატიულ პარტნიორს არ აქვს არჩევნები აღიარებული - ამდენად, განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა!3 კვირა გავიდა და არც ერთ ჩვენს მთავარ დემოკრატიულ პარტნიორს არ აქვს ეს არჩევნები აღიარებული, პირიქით, ხაზს უსვამენ დარღვევებს და სხვადასხვა ზეწოლის ზომებს განხილავენ. ამდენად, განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა  სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში „ეკონომიკური და ფინანსური…
  • 71
    „მეტი ქალი პოლიტიკაში“_ბევრი სიკეთის მომტანიაინტერვიუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნათია გოლიაძესთან  _ როგორია თქვენი აზრი, ქალთა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, რადგან საზოგადოებაში კვლავ არის სტერეოტიპი, ქალის პოლიტიკაში მოსვლის და კარიერულ წარმატებებთან დაკავშირებით?როგორი გახლდათ საზოგადოების, ოჯახის აზრი თქვენთან მიმართებაში? _ქალებს ჩვენს ისტორიაში,კულტურასა და სოციალურ ცხოვრებაში ყოველთვის ჰქონდათ თანასწორი და გამორჩეული ადგილი.ეს ადგილი ქალს ჩვენს საზოგადოებაში აწმყოსა…
  • 70
    ირაკლი ღარიბაშვილი გურიაში პარტიულ აქტივს შეხვდა„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ქ. ოზურგეთში, სახელმწიფო თეატრში  გურიის რეგიონში პარტიულ აქტივს  შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არჩილ თალაკვაძე, რიმა ბერაძე, ვასილ ჩიგოგიძე, გია ბენაშვილი  და სხვები ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს…