საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა.

შეხვედრის ამსახველ ვიდეოს და ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად სალომე ზურაბიშვილი ავრცელებას.

„სიღრმისეული დისკუსია მქონდა პრეზიდენტ ტრამპსა და მაკრონთან. საუბარი იყო მოპარულ არჩევნებზე და საგანგაშო რეპრესიებზე ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ხაზი გავუსვი ძლიერი ამერიკის შეერთებული შტატების საჭიროებას. ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით ჰყავს მეგობარი. ღმერთმა დალოცოს ამერიკა“, – წერსსალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, გუშინ საღამოს პარიზში, ხუთი წლის წინ გაჩენილი ხანძრის შემდეგ რესტავრირებული ნოტრ-დამის გახსნის ცერემონიას 40-მდე ქვეყნის მთავრობის ლიდერი დაესწრო.

წყარო: ipn.ge

 

მსგავსი სტატიები