სირიელი მეამბოხეების განცხადებით, დედაქალაქი დამასკო ბაშარ ალ-ასადისგან თავისუფალია, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სირიის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა პირებმა დამასკოში მდებარე შტაბ-ბინა დატოვეს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბაშარ ალ-ასადი დამასკოდან თვითმფრინავით გაფრინდა.
BBC-ის ცნობით, სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ცნობილი საიდნაიას ციხიდან – სადაც ასადის მოწინააღმდეგეებს აწამებდნენ და სიკვდილით სჯიდნენ, ათასობით პატიმარი გაათავისუფლეს.
სირიის ოპოზიციის ლიდერმა, ჰადი ალ-ბაჰრამ, რომელიც სირიის რევოლუციისა და ოპოზიციის ძალების ეროვნულ კოალიციას ხელმძღვანელობს, Al-Arabiya-ს განუცხადა, რომ ასადის რეჟიმი დაეცა და რომ “სირიის ისტორიაში ბნელი ერა დასრულდა”. მისი მტკიცებით, დამასკოში სიტუაცია უსაფრთხოა.
„არ იქნება შურისძიების ან შურისძიების შემთხვევები და ადამიანის უფლებების დარღვევა. ხალხის ღირსება იქნება დაცული“, – აღნიშნა ჰადი ალ-ბაჰრამ.
მსგავსი სტატიები
- 80მსოფლიოს რედაქტორები და ჟურნალისტები ქართულ მედიას სოლიდარობას უცხადებენ. ამის შესახებ საერთო განცხადებას „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ (IPI) „გლობალური ქსელისა“ და IPI-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დამოუკიდებელი მედია ქსელის წევრები ავრცელებენ. განცხადებით მსოფლიო მედიის წარმომადგენლები „საქართველოს პრესის თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის ბნელ დროს“, სრულ მხარდაჭერას უცხადებენ მამაც ჟურნალისტებს. აღინიშნება, რომ საქართველოში მედიაზე უპრეცედენტო…
- 79კომპანია ბახვი ჰესი _ჩვენ ვზრუნავთ ადანიანებზე, ბუნებასა და რეგიონის განვითარებაზე საოჯახო სასტუმრო „კომლი“- სოფელ წითელმთაში, შერმანდინ ჭკუასელის ქუჩის #25-ში მდებარეობს. ეზოდან აჭარა-გურიის მთების ულამაზესი ხედი იშლება. აქ მოსული უცხოელი ტურისტები ბუნების ღირესანიშნაობასთან და ლამაზ საოჯახო ისტორიებთან ერთად მონაწილეობენ ჩაის კრეფაში, ყურძნის დაწურვაში, ღვინის ბოთლებში ჩამოსხმასა და საჭმლის მომზადებაში. სწორედ აქ,…
- 76
- 76