ოპოზიცია ახლა პარაზიტობს ამ სახალხო წინააღმდეგობაზე, მაგრამ ჩვენ მადლიერები ვართ იმის, რომ არ ცდილობენ პროცესების ხელში აღებას, რადგან გააფუჭებენ ყველაფერს. ახლა ყველაზე ჭკვიანური რაც ოპოზიციამ შეიძლება გააკეთოს არის ის, რომ იყოს ჩუმად , – ამის შესახებ კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტმა, ვახუშტი მენაბდემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა.
როგორც მენაბდემ აღნიშნა, წინააღმდეგობის პროცესი საზოგადოებამ ოპოზიციას ლიდერობა არ ანდო, რადგან ისინი მხოლოდ საკუთარ თავს და ამბიციებს წარმოადგენენ.
მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები არავის წარმოადგენენ, რადგან მათ არ ჰყავთ დასაყრდენი ჯგუფი, რომლის ინტერესებსაც დაიცავენ.
„ოპოზიცია არის წინააღმდეგობის სუსტი რგოლი. ერთის მხრივ, არსებობს წინააღმდეგობა და რეჟიმი, რომლებიც ახლა ერთმანეთთან დაპირისპირებულები არიან. ოპოზიცია უნდა იყოს პოლიტიკური პროცესების ავანგარდში, რადგან პოლიტიკური პარტია არის ყველაზე ეფექტური იარაღი ინტერესთა ჯგუფებისთვის. სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკური პარტიები ასე არ არის მოწყობილი, ისინი არავის წარმოადგენენ. ქართულ პოლიტიკურ პარტიებს არ ჰყავთ დასაყრდენი რაღაც ჯგუფი, რომლის ინტერესებსაც ისინი დაიცავენ. მაშინ რას აკეთებენ ისინი?- ისინი წარმოადგენენ მხოლოდ საკუთარ თავს და ამბიციებს. ამიტომ ამ მნიშვნელოვან პროცესში, როგორშიც დღეს ვართ, ქართველმა ხალხმა ოპოზიციას ლიდერობა არ ანდო.
არჩევნებიდან იმ თარიღამდე [28 ნოემბერი, როდესაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს აჩერებს] დროის თვალსაზრისით არსებობდა სივრცე, სადაც ოპოზიციური პარტიების იყო ბურთი და მოედანი. თუ რამის გაკეთება შეეძლოთ, მაშინ შეეძლოთ გაეკეთებინათ. რაღაცები სცადეს, მაგრამ დავინახეთ, რომ არ გაუვიდათ, რადგან ხალხი არ გაჰყვა მათ.
ამის შემდგომ ვნახეთ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგობა, რამაც წარმოშვა ქართულ საზოგადოებაში სტიქიური წინააღმდეგობა, ამის შემდეგ ოპოზიციისთვის ნათელი გახდა, რომ ამ პროცესში მისი ადგილი არის რიგით მოქალაქედ მონაწილეობა ან დამკვირვებლობა.
ოპოზიციამ იცის, რომ ამ პროცესის ავანგარდში ვერ ჩადგებიან, საქმეს გააფუჭებენ და ლომის ხახაში თავად აღმოჩნდებიან და ჩვენც თან გაგვიყოლებენ. იმის გონიერება ჰყოფნით, რომ ეს არ გააკეთონ. ისინი ელოდებიან, რომ თუ წინააღმდეგობა გაიმარჯვებს, არჩევნები დაინიშნება. ოპოზიცია ახლა პარაზიტობს ამ სახალხო წინააღმდეგობაზე, მაგრამ ჩვენ მადლიერები ვართ იმის, რომ არ ცდილობენ პროცესების ხელში აღებას, რადგან გააფუჭებენ ყველაფერს. ახლა ყველაზე ჭკვიანური რაც ოპოზიციამ შეიძლება გააკეთოს არის ის, რომ იყოს ჩუმად. რამდენჯერმე მაინც გაექცათ, ნებისყოფა არ ეყოთ“,- განაცხადა მენაბდემ და დასძინა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილები განპირობებული იყო იმითაც, რომ თუ ვინ წარმოედგინათ მათ ოპონენტად, მისი თქმით, სწორედ ამიტომ „ბედავდა ამდენს“.
„ქართული ოცნება“ აქამდე ამდენს რომ ბედავდა, რა თქმა უნდა, იყო იმის დამსახურება თუ ვინ წარმოედგინათ მათ ოპონენტად. ოპონენტად წარმოედგინათ ის ოპოზიციური სპექტრი, რასაც ოპოზიციას ვუწოდებთ. „ოცნებისთვის“ გასაგები იყო, რომ არ იყო გადაუჭრელი ამოცანა მათთან გამკლავება.
„ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მოგვპარა და ვერ შეძლო ასეთი სუსტი ოპოზიციის პირობებშიც კი პატიოსანი გამარჯვება მოეპოვებინა. რაც შეეხება ბოლო ცვლილებებს, ეს სიმკაცრე, რის გამოჩენასაც „ქართული ოცნება“ ცდილობს გვაჩვენებს იმას, რომ მათ არ შეუძლიათ ეფექტურად გაუმკლავდნენ დღეს არსებულ წინააღმდეგობას”, – განაცხადა მენაბდემ.
წყარო:ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 66საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა 2025 წლის 15 იანვარს ბათუმში მომხდარი თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს: ვეხმიანებით ბათუმში მომხდარ ფაქტს და მიგვაჩნია, რომ პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ რეპრესიები და ძალადობა ქართული ოცნების რეჟიმის ხელწერად იქცა. აღნიშნული ფაქტები და მათზე არაეფექტიანი რეაგირება ახალისებს ძალადობრივ გარემოს ქვეყანაში და ფეხქვეშ თელავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წლის 15 იანვარს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, პარტია „ქართული ოცნების“ წევრები, დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე, სხვა პირებთან ერთად თავს დაესხნენ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას[1] და ჟურნალისტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ თანამშრომელს ზვიად ქორიძეს[2]. ადგილი ჰქონდა, როგორც სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე, მათზე ფიზიკურ ძალადობას. პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ძალადობრივი ქმედებები მოქალაქეების მიმართ აღარ არის ერთჯერადი შემთხვევა – ეს უკვე მათი რეპრესიული პოლიტიკური დღის წესრიგის განუყოფელი…
- 65
- 64დღეს, ქ.ოზურგეთში, ილია ჭავჭავაძის ქ.#10-ში სამოქალაქო მოძრაობა „თავისუფლებისათვის“ოფისი გაიხსნა. გახსნის ცერემონილას სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტები და არასამათავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. _მოხარული ვართ, რომ ოზურგეთში სამოქალაქო მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ ოფისი გაიხსნა. ეს ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი წინსვლაა, რადგან დაფუძნებიდან ორი წლის თავზე, გვაქვს საშუალება, ფიზიკურ სივრცეშიც ვუმასპინძლოთ ჩვენს თანამოაზრეებს, შემოვიკრიბოთ მეტი ადამიანი,…
- 64
- 64