ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და Erasmus+-ის თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოში სტუმრად მყოფი იტალიის, პორტუგალიის, ხორვატიის, სლოვაკეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ესტონეთის, ლატვიის და ფინეთის წარმომადგენლები დღეს გურიაში, ქალაქ ოზურგეთში იმყოფებოდნენ.
ოზურგეთის ტექნო პარკში სალოტბარო სკოლების მოსწავლეებმა ლაზერული მჭრელის და 3D მოდელირების საშუალებით ლარჭემ-სოინარი დაბეჭდეს. ასევე, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ეთნომუსიკოლოგების მაია გელაშვილის და მაკა ხარძიანის _პრეზენტაცია გაიმართა. სტუმრები ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრისა და – ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო ცენტრის საქმიანობას გაეცნენ.
შემოქმედის მონასტერში, ტრიო „ხელხვავმა“ ქართული ტრადიციული საგალობლები შეასრულა, რომლისთვისაც აპლიკაცია ,,ქართული გალობა” გამოიყენეს.
განსაკუთრებული მადლობა ოზურგეთის ტექნო პარკს, ტრისტან სიხარულიძის ტრიოს, მამუკა რუსიძეს, ზესტაფონის სალოტბარო სკოლის მოსწავლე საბა ჭუმბურიძეს და გურულ ფაცხა ,,დოლაბს”.
პროგრამა – პარტნიორული თანამშრომლობა ზრდასრულთა განათლებაში, უზრუნველყოფს ფართო ქსელის შექმნას, რომელშიც ევროპის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის განსაკუთრებული ნაწილია გაერთიანებული. Მიზანი კი, იუნესკოს მიერ აღიარებული ღირებულებების პოპულარიზაციაა.

მსგავსი სტატიები

  • 69
    „გააგრძელე შენი კუთხის ფოლკლორი“„გააგრძელე შენი კუთხის ფოლკლორი“ - ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში პროექტის გამარჯვებულთა დაჯილდოვება და საზეიმო კონცერტი გაიმართა. პროექტის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა თავის მოსწავლეებთან ერთად თავიანთი სოფლის ცნობილი მომღერლებისა და სოფელში არსებული გუნდების შესახებ მოიძიეს ინფორმაცია, რომელიც ამ პროექტის საშუალებით გასაჯაროვდა. პროექტში მონაწილეობა მიიღეს - ძიმითის, დაბა ნასაკირალის, მშვიდობაურის, მთისპირის,…
  • 66
    „ტროა უნდა დაეცეს“… და ეს დაცემა,  სახედაკარგული ადამიანებისთვის  უკვე ძნელად ხდის  ადამიანად ყოფნასავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ბერძენ ტრაგიგოსთა უდიდესი წარმომადგენლების, ესქილესა და სოფოკლეს შემდგომი ტრაგიკოსის, ევრიპიდეს ბოლო ტრაგედია „იფიგენია ავლისში“, საქართველოში,  პირველად ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე დაიდგმება. კოპროდუქციის რეჟისორია ზუგდიდის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი  კაშია. სპექტაკლში ოზურგეთის თეატრის მსახიობებთან ერთად, მონაწილეობენ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები და ზუგდიდის თეატრის მსახიობები.  სამუშაო რეპეტიციას ოზურგეთის…
  • 66
    ესროლეს, მაგრამ ვერ მოჰკლეს საქართველოს თანმდევი სულირატომ და ვინ ესროლა ილია ჭავჭავაძეს, როგორ გაიარა მისთვის ნასროლმა ტყვიამ საქართველოს გულთან  და  საფიქრალი - „მეცა ვტანჯულვარ, ჰე, ბედკრულო, შენის ტანჯვითა“, ან კიდევ „რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ“... საუკუნეზე  მეტია,  ეს კითხვები ტკივილიან განცდებად ტრიალებს ჩვენი ერის გულსა და გონებაში. მეტიც, მუდმივად  ანთია ერის სულიერების ცაზე და მკვეთრი…
  • 64
    „ბათუმიდან დაიწყება ექვთიმეს მოგზაურობა დანარჩენ საქართველოში“ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი გადმოსახედი ახლო ისტორიული ეპოქიდან... განვლილი წლები თანამედროვეობას ჩაესახლა და...გასულ წელს, ოზურგეთის სახელმწიფო  თეატრის სცენაზე შემოაბიჯა ექვთიმე ღვთისკაცმა. მას შემდეგ,  არაერთი  მაყურებელი გახადა თანამონაწილე იმ პერიოდისა, როცა საქართველოს კვლავ დაატყდა თავს ქარტეხილი და ქართული საგანძურისთვისაც დადგა  ყოფნა-არ ყოფნის ჟამი.  შეჰბედა ამ უდიდეს თემას ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის შემოქმედებითმა კოლექტივმა…
  • 64
    „ლუშნუ“ ოზურგეთის თეატრის სცენაზეოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე მესტიის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრმა ანშლაგით წარადგინა შთამბეჭდავი სპექტაკლი „ლუშნუ“. „ლუშნუ“ – ეს არის შემეცნებითი, სათავგადასავლო, მუსიკალურ-ქორეოგრაფიული და ეთნოგრაფიული ჟანრის ნამუშევარი. სპექტაკლი ეფუძნება წერილობით წყაროებს, კვლევებსა და გადმოცემებს, რაც მას ისტორიული სიზუსტისა და სიღრმის შეგრძნებას ანიჭებს. პიესაში გამოყენებულია სვანური ფოლკლორის მდიდარი მემკვიდრეობა, ავტორთა ციტირებები და…