საერთო შეფასებით, ჩემპიონატში მონაწილეებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. პრაქტიკულად ჩემპიონატი აუტსაიდერების გარეშე დამთავრდა, რაზეც მეტყველებს ის,რომ შესაძლო ქულათა ნახევარზე მეტი(50%) 6 მოჭადრაკემ დააგროვა, ხოლო 9 მონაწილემ საშუალო შედეგი (3,5-3,5 ქულა) აჩვენა.
საბოლაოდ, როგორც მოსალოდნელი იყო, აბსოლუტური პირველობა, 14 წლის ნიკოლოზ ბარამიძემ მოიპოვა(6,5 ქ. 7-დან). შევახსენებთ გულშემატკივრებს,რომ იგი მამაკაცთა შორის გურიის ჩემპიონატის მოქმედი ბრინჯაოს პრიზიორია, რასაც 14 წლის ასაკში მიაღწია(!).მეორე ადგილი ლიხაურელმა გიორგი სალუქვაძემ 6 ქულით აიღო.მასვე ერგო 13 წლამდე ასაკის ჭაბუკებისათვის ოქრო. ის ახლა კარგ ფორმაშია და იმედია ბათუმში, საქართველოს პირველობაზეც თავს გამოიჩენს. ჭაბუკებს შორის ლიზი ვასაძის წარმატებაც არ იყო მოულოდნელი. აქ მან 5 ქულით ბრინჯაო აიღო, ხოლო გოგონებში ოქრო. უფროსი ასაკის ჭაბუკებში ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა 4,5 ქულიანი ფრანგი მოჭადრაკე ანგელ დონდტიც. საგულისხმოა, რომ მას გულწრფელად და ოვაციით მიულოცეს, ოზურგეთელმა მოჭადრაკეებმა და გულშემატკივრებმა. უფროსი ასაკის გოგონებში მეორე ადგილი მოიპოვა ლიკა ღლონტმა.
13 წლამდე ასაკის ჩათვლაში ვერცხლი მოიპოვა დაჩი კიღურაძემ,რომლის მიერ დაგროვილი 4,5 ქულა, უფროს ასაკში ბრინჯაოს შედეგს აკმაყოფილებს. დაჩი ბოლო დროს თავის კლასს მნიშვნელოვნად უმატებს და თუ ასე გააგრძელებს სერიოზულ მოჭადრაკედ ჩამოყალიბდება,რის მონაცემებიც უდავოდ გააჩნია. წარმატებით გამოიჩინა თავი ლაზარე წიტაიშვილმაც,მან 4 ქულა დაგროვა და ბრიჯაო დამაჯერებლად დაიმსახურა. გოგონათა შორის II-III ადგილი თანაბრად გაიყვეს გაიყვეს თებეა გორდელაძემ და მართა მხეიძემ.
ნადვილად შექებას იმსახურებს ანდრია ადეიშვილის, ანდრია ლომაძის, გაბრიელ სალუქვაძის და სერგი ტოტოჩავას ხარისხიანი პარტიები. სერგის, რომ არა ხელიდან გაშვებული მოგება,ბრინჯაოს დამაჯერებლად იღებდა. ცოტა მეტი ყურადღებით თამაში მართებს გაბრიელ სალუქვაძეს, რომელმაც რამდენიმე მოსაგები პარტია გაუშვა ხელიდან, თუმცა საერთო შეფასებით, მისი შედეგი მაინც წარმატებად ითვლება.
ჩემპიონატში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა ანდრია ადეიშვილის გამოსვლა.მას შემდეგ,რაც ქ.ფოთში საქართველოს ჩემპიონატის Iლიგა დამაჯერებლად მოიგო (7-დან 7ქულა!!!), იგი ქვეყნის მასშტაბით ყურადღების ქვეშ მოექცა.ეს ჩემპიონატი მისთვის ერთგვარ ტრენინგ-ტურნირს წარმოადგენდა და ის, რომ 3-7 წლით უფროსებთან ასპარეზობაში მედლის გარეშე დარჩა,ნამდვილად არ დაიზრახება.( თუმცა შეჯიბრება დადებითი შედეგით დაასრულა)
ჩემპიონატი საზეიმო ვითარებაში დაიხურა. წარმატებული მოჭადრაკეები დაჯილდოვდა თასებით,მედლებით სიგელებით და სასაჩუქრე ვაუჩერით.
ზურაბ ანდღულაძე,
გურიის ჭადრაკის ფედერაციის თავმჯდომარე

მსგავსი სტატიები

  • 84
    ოზურგეთელი ბაზიერებიბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების  საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს.  1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და  14…
  • 80
    ვაჟთა შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ჩემპიონატი ჭადრაკში დასრულდა29 სეტემბერს დამთავრდა ვაჟთა შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ჩემპიონატი ჭადრაკში , რომელიც ადგილობრივ საჭადრაკო კლუბში ოთხ დღეს მიმდინარეობდა. იგი შვეიცარული, სისტემით 7 ტურად გაიმართა და მასში 14 მოჭადრაკე იყო ჩართული. უფროსი თაობის მოჭადრაკეებთან ერთად ჩემპიონატში ის ახალგაზრდებიც მონაწილეობდნენ რომლებმაც წელს წარმატებებს მიაღწიეს,  როგორც ადგილობრივ, ისე რესპუბლიკურ,თუ საერთაშორისო დონის ასაკობრივ…
  • 79
    ოზურგეთის მუნიციპალური ჩემპიონატი ჭადრაკშისაჭადრაკო კლუბში დამთავრდა ოზურგეთის მუნიციპალური ჩემპიონატი 9 და 11 წლამდე ასაკის გოგონებსა და ჭაბუკებს შორის,რომელშიც 20-მდე მონაწილე იყო ჩართული. მონაწილეთა შორის იყო ისინიც, რომლებიც პირველად ღებულობდნენ მონაწილეობას ოფიციალურ შეჯიბრებაში. თავიდანვე უნდა ითქვას,რომ ახალბედებმა უკვე საკმაოდ გამოცდილ მექოქეებთან კარგად იასპარეზეს, რაც შედეგებშიც და თამაშის ხარისხშიც გამოიხატა.ამ მხრივ აღნიშვნას იმსახურებს სამწვრთნელო საქმიანობაში…
  • 79
    გავიცნოთ მეტოქე - რა გზა გამოიარა საბერძნეთის ნაკრებმა პლეი-ოფის ფინალამდე?ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.   ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.   ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.   ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
  • 79
    თორნიკე ხვედელიძის სახელობის IX მემორიალური საჭადრაკო ტურნირიოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დასრულდა ცნობილი ოზურგეთელი მოჭადრაკის, თორნიკე ხვედელიძის IX მემორიალური საჭადრაკო ტურნირი.იგი 2013 წლიდან იმართება და მასში რეგიონის სხვადასხვა თაობის ცნობილი მოჭადრაკეები ღებულობენ მონაწილეობას. ბოლო წლებში იგი აქტიური ჭადრაკის რეგლამენტით ტარდება და პრაქტიკულად ამ სფეროში გურიის ჩემპიონატის სახეს ღებულობს. ტურნირის გახსნაზე განსაკუთრებულად აღინიშნა თორნიკე ხვედელიძის, როგორც მოჭადრაკის ,ისე მისი…