გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრებს, მერიის თანამშრომლებს და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა.
სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა, ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით განიხილა აქტუალური საკითხები და სამომავლო პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე დაესწრნენ.
მსგავსი სტატიები
- 83გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრებს და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე და მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. გიორგი ღურჯუმელიძემ გასულ პერიოდში მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის თვითმმართველობის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა. საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამართულ შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე და…
- 81
- 80
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ჯურუყვეთის, სუფსისა და ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. სამუშაოები ხორციელდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამონაწილეობით. პროექტების საერთო ღირებულება შეადგენს 4 816 953 ლარს.
- 79
პროექტის ,,მონაწილეობითი ბიუჯეტის" ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში კულტურულ-მემკვიდრეობითი სივრცე გაიხსნა. ღონისძიებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და მერის პირველი მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე ესწრებოდნენ.
- 78
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი ნიგვზიანის, აკეთის , ჩოჩხათისა და ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულებში საბავშვო ბაღების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნენ. პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მის შესასრულებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან 7 124 326 ლარი გამოიყო.