უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებისგან დიდი მოლოდინები არ გვაქვს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ პარასკევს, 16 მაისს, ის სტამბოლში თურქ კოლეგა ჰაკან ფიდანსა და უკრაინულ დელეგაციას შეხვდება. ასევე ცალკე საუბრები გაიმართება სხვა ამერიკელ წარმომადგენლებსა და „დაბალი დონის“ რუსულ დელეგაციას შორის.
„იმედი მაქვს, რომ ეს საუბრები უკრაინასა და რუსეთს შორის იქნება, ოთახში თურქი კოლეგების თანდასწრებით, ჩვენი გუნდიდან ვინმესთან ან შესაბამისი დონის ჩვენი გუნდის წევრებთან ერთად…
მაგრამ მინდა გულწრფელი ვიყო, არა მგონია, რომ დიდი მოლოდინები გვქონდეს იმისგან, რაც ხვალ მოხდება“, – განაცხადა რუბიომ.
მისი თქმით, „გარღვევისთვის“ პუტინისა და ტრამპის შეხვედრაა საჭირო.
„ჩემი შეფასებაა, რომ არა მგონია აქ გარღვევა გვქონდეს მანამდე, სანამ პრეზიდენტი ტრამპი და პრეზიდენტი პუტინი ამ საკითხზე პირდაპირ არ მოახდენენ ინტერაქციას“, – განაცხადა რუბიომ.
რუბიოს თქმით, მას არა ჰგონია „რამე პროდუქტიული მოხდეს ამის შემდეგ“, სანამ აშშ-ის და რუსეთის ლიდერები „ძალიან გულწრფელ და პირდაპირ საუბარში“ არ ჩაერთვებიან. მან აღნიშნა, რომ ტრამპს „სურს“ ამ საუბრის ჩატარება და „მოუთმენლად“ ელის ამ ომის დასრულებას.
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 79
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმებს განიხილავს, არ არსებობს შანსი, რომ ასეთმა დარტყმებმა შეერთებული შტატები მრავალწლიან ომში ჩაითრიოს. ვენსმა The Washigton Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დარტყმები იქნება შემაკავებელი ფაქტორი ირანისთვის ბირთვული იარაღის შემუშავების თავიდან ასაცილებლად, თუ საკითხი დიპლომატიურად არ მოგვარდება. „ის… - 76
15 ივნისის ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც მძიმედ დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ძეგლები, მათ შორის, კიევ-პეჩერის ლავრა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. კიევსა და ხარკოვში დაიღუპა სულ მცირე 9 ადამიანი. დარტყმების მთავარი სამიზნე დედაქალაქი და ქვეყნის სხვა რეგიონები იყო.… - 76
დღეს პოლონეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური და სახელმწიფო დღესასწაული, სამი მეფის დღე (Trzech Króli), აღინიშნება, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ეპიფანიას, ანუ უფლის გამოცხადებას უწოდებს. ეს დღე იმ ბიბლიურ ეპიზოდს უკავშირდება, როდესაც ბეთლემში შობილ იესო ქრისტეს სამი მოგვი -კასპარი, მელქიორი და ბალთაზარი ეწვია და მას, როგორც მეფეს, ღმერთსა და ადამიანს, სიმბოლური საჩუქრები: ოქრო,… - 74
ისტორია გვასწავლის, რომ სწორედ რთულ დროში მეგობრობა, მორალური სიმტკიცე და ტერორისა და ძალადობის მიმართ მკაფიო პოზიცია, არის ის ღირებულებები, რაც ხალხებს შორის კავშირებს განამტკიცებს - მეგობრობა, რომელიც ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის არსებობს და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე, დღესაც, განსაკუთრებით რთულ დროშიც უნდა გამოვლინდეს,- ამის შესახებ საქართველოში ისრაელის საელჩოს მიერ… - 74
ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, დადგა გადამწყვეტი მომენტი. დახმარება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანის მამაც ხალხს დაჰპირდა, უკვე მოვიდა. ეს ჰუმანიტარული ჩარევაა; მისი სამიზნე ისლამური რესპუბლიკა, მისი რეპრესიების აპარატი და მისი მკვლელობის მანქანაა და არა ირანი და მისი ხალხი. მაგრამ, ამ დახმარების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვება მაინც ჩვენ უნდა მოვიპოვოთ. სწორედ ჩვენ,…