საჭადრაკო კლუბში დამთავრდა ოზურგეთის მუნიციპალური ჩემპიონატი 9 და 11 წლამდე ასაკის გოგონებსა და ჭაბუკებს შორის,რომელშიც 20-მდე მონაწილე იყო ჩართული. მონაწილეთა შორის იყო ისინიც, რომლებიც პირველად ღებულობდნენ მონაწილეობას ოფიციალურ შეჯიბრებაში. თავიდანვე უნდა ითქვას,რომ ახალბედებმა უკვე საკმაოდ გამოცდილ მექოქეებთან კარგად იასპარეზეს, რაც შედეგებშიც და თამაშის ხარისხშიც გამოიხატა.ამ მხრივ აღნიშვნას იმსახურებს სამწვრთნელო საქმიანობაში ახლად ჩართული თამარ ქათამაძის ნაყოფიერი მუშაობა. ჩემპიონატში მონაწილობდა N1 საჯარო სკოლის გუნდის წევრებიც, რომლებსაც 30 მაისს საპასუხიმგებლო მატჩები ელის რეგიონის სასკოლო პირველობაზე ჩოხატაურის და ლანჩხუთის ჩემპიონებთან.
9 წლამდე ასაკში ბრწყინვალედ იასპარეზა გაბრიელ სალუქვაძემ, რომელიც ყველა პარტიის მოგებით ( 7-დან 7 ქულა.!!!) გახდა ჩემპიონი. მართალია ეს წოდება მას შარშან 8 წლის ასაკშიც აქვს მოგებული მაგრამ ამჯერად სათამაშო კლასით უკეთ გამოავლინა თავი. 5-5 ქულით, II-III ადგილები თანაბრად გაიყო და ვერცხლის მედალოსნები გახდნენ ვაჩე ფოცხიშვილი და დავით თენეიშვილი. გოგონათა ჩათვლაში საუკეთესო შედეგი (4 ქულა) მარიამ მხეიძეს ჰქონდა, გოგონებში მომდევნო საპრიზო ადგილები შესაბამისად ემილია ხომერიკსა და მაია თავართქილაძეს ერგო. ამ ასაკში მოასპარეზეთა შორის ქულათა 50%-იანი ზღვარი გადალახეს და შექება დაიმსახურეს ალექსანდრე სირაძემ, დავით ადეიშვილმა და გაბრიელ შაფაქიძემ.
11 წლამდე ასაკში, წრიული სისტემით 8 ტური გათამაშდა. აქ კარგად გამოავლინა თავი დამიანე გორდელაძემ, რომელმაც 6 მოგებით და 2 ყაიმით დამაჯერებლად დაიკავა პირველი ადგილი. 5-5 ქულით II-III ადგილები გაიყო ანდრია ლომაძემ და მართა მხეიძემ დაიკავა. იმავდროულად, მართა გოგონათა ჩათვლაში ჩემპიონად გამოცხადდა. აქ , თავისი პირველი სატურნირო ნათლობა მიიღო გაბრიელ ტვილდიანმა რომელმაც გამოცდილ და ტიტულიან მეტოქეებთან კარგი, გააზრებული თამაშით დაგვამახსოვრა თავი.
წარმატებული მოჭადრაკეები თასებით, მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდა.

მსგავსი სტატიები

  • 94
    გავიცნოთ მეტოქე - რა გზა გამოიარა საბერძნეთის ნაკრებმა პლეი-ოფის ფინალამდე?ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.   ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.   ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.   ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
  • 92
    გაბრიელ სალუქვაძემ და ბაქარ მახარაძემ 2024 წლის მუნიციპალურ საჭადრაკო პირველობაზე უდანაკარგო შედეგით გაიმარჯვეს.ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
  • 90
    თორნიკე ხვედელიძის სახელობის IX მემორიალური საჭადრაკო ტურნირიოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დასრულდა ცნობილი ოზურგეთელი მოჭადრაკის, თორნიკე ხვედელიძის IX მემორიალური საჭადრაკო ტურნირი.იგი 2013 წლიდან იმართება და მასში რეგიონის სხვადასხვა თაობის ცნობილი მოჭადრაკეები ღებულობენ მონაწილეობას. ბოლო წლებში იგი აქტიური ჭადრაკის რეგლამენტით ტარდება და პრაქტიკულად ამ სფეროში გურიის ჩემპიონატის სახეს ღებულობს. ტურნირის გახსნაზე განსაკუთრებულად აღინიშნა თორნიკე ხვედელიძის, როგორც მოჭადრაკის ,ისე მისი…
  • 89
    10 მედალი ჩვენია!11 - 13 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში უმცროს ჭაბუკებს შორის ბ/რ ჭიდაობაში ნოდარ ჭანუყვაძისა და ოთარ ბაკურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. საერთაშორისო ასპარეზობაში მიიღეს მონაწილეობა და შინ 4 ოქროთ, 2 ვერცხლითა და 3 ბრინჯაოთ დაგვიბრუნდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ბ/რ ჭიდაობის სექციის სპორტსმენები : I ადგილი გიგა…
  • 89
    დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირსდინამო (თბილისი)4ტორპედო (მოსკოვი)1 ტაშკენტი. "ფახთაქორის" ცენტრალური სტადიონი. 18 ნოემბერი. გოლები: 0:1 შჩერბაკოვი (56), 1:1 დათუნაშვილი (73), 2:1 დათუნაშვილი (92), 3:1 მესხი (102), 4:1 მეტრეველი (107-პენ) დინამო: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი,გ. სიჭინავა, იამანიძე, დათუნაშვილი, ბარქაია, მეტრეველი, მესხი. ტორპედო: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, შუსტიკოვი, მეშჩერიაკოვი, სარაევი,ვორონინი, მარუშკო, სოლოვიოვი, ივანოვი (სადოროვი), შჩერბაკოვი, სერგეევი. მსაჯი: მ. რუბენისი…