
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია – წყლის დონე პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდა, წყალმოვარდნები და ღვარცოფული პროცესები აღარ ფიქსირდება. სააგენტოს მიერ გზის გახსნის რეკომენდაცია გაიცა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის 31 ივლისს დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის მიერ ღვარცოფული პროცესი დაფიქსირდა. სისტემამ ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს განგაშის სიგნალი დაუყოვნებლივ გადასცა და საგზაო მოძრაობა ოპერატიულად შეიზღუდა.
უწყების განცხადებითვე, დამატებითი საფრთხეების შეფასების მიზნით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ დრონების მეშვეობით დევდორაკ-ამალის ხეობის დათვალიერება და მოსალოდნელი საფრთხეების შეფასება განხორციელდა.
“მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდინარე თერგის შენაკადებში ღვარცოფული ნაკადების ფორმირება გამოიწვია. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია მდინარე ყუროს და ჩხერეს ხეობები და სოფელ ცდოსთან მდინარე თერგის მარჯვენა შენაკადში განვითარებული მაღალი სიმკვრივის ღვარცოფული ნაკადი, რომელმაც დროებით თერგის კალაპოტი ჩახერგა.
მსგავსი განგაშის სისტემის ეფექტიანობა გამოცდილი და აპრობირებულია საგზაო ინფრასტრუქტურასთან ახლოს მდებარე ხეობებისათვის. აღნიშნული სისტემა შესაძლებლობას იძლევა, საჭირო შემთხვევაში, საგზაო ტრანსპორტის მოძრაობის უმოკლეს ვადებში შეიზღუდოს”, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსგავსი სტატიები
- 74
ბათუმის კლინიკაში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი 6 წლის ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას ტელეკომპანია "მთავარი“ ავრცელებს. მიზეზი, სავარაუდოდ, გართულებული ვირუსული ინფექცია გახდა. ბავშვი თავდაპირველად გალიდან ზუგდიდში გადაიყვანეს, თუმცა ადგილზე ბავშვთა რეანიმაციის არ არსებობის გამო, ბათუმში გადაიყვანეს, თუმცა მცირეწლოვანის გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ექიმის ინფორმაციით, მშობლების მიერ თვითდინებით იქნა შეყვანილი ბავშვი, რომელსაც ჰქონდა ცხელების, სუნთქვის…
- 63
მსოფლიოს რედაქტორები და ჟურნალისტები ქართულ მედიას სოლიდარობას უცხადებენ. ამის შესახებ საერთო განცხადებას „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ (IPI) „გლობალური ქსელისა“ და IPI-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დამოუკიდებელი მედია ქსელის წევრები ავრცელებენ. განცხადებით მსოფლიო მედიის წარმომადგენლები „საქართველოს პრესის თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის ბნელ დროს“, სრულ მხარდაჭერას უცხადებენ მამაც ჟურნალისტებს. აღინიშნება, რომ საქართველოში მედიაზე უპრეცედენტო…
- 63
კომპანია ბახვი ჰესი _ჩვენ ვზრუნავთ ადანიანებზე, ბუნებასა და რეგიონის განვითარებაზე საოჯახო სასტუმრო „კომლი“- სოფელ წითელმთაში, შერმანდინ ჭკუასელის ქუჩის #25-ში მდებარეობს. ეზოდან აჭარა-გურიის მთების ულამაზესი ხედი იშლება. აქ მოსული უცხოელი ტურისტები ბუნების ღირესანიშნაობასთან და ლამაზ საოჯახო ისტორიებთან ერთად მონაწილეობენ ჩაის კრეფაში, ყურძნის დაწურვაში, ღვინის ბოთლებში ჩამოსხმასა და საჭმლის მომზადებაში. სწორედ აქ,…
- 61
ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი უკვე მეხუთედ სტუმრობს ოზურგეთს. ფესტივალი 5 ივლისს გაიხსნა და 15 ივლისამდე, ოზურგეთელი მაყურებელი, არაერთი საინტერესო სპექტაკლის მომსწრე გახდება, როგორც ქართული, ასევე უცხოეთის რამდენიმე ქვეყნის თეატრებიდან. ფესტივალზე პირველად არის წარმოდგენილი რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის ისრაელის თეატრალური დასი _ ბეერ შევის „ფრინჯ-თეატრის“ სპექტაკლი …
- 61