საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მე-3 ლიგის შეხვედრები განახლდა.
მე-16 ტურში ჩოხატაურის „ბახმარო“ შინ მეხუთე ადგილოსან „ვიტ ჯორჯიას“ შეხვდა და ანგარიშით 0:4 დამარცხდა.
„ბახმაროს“ 8 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში ბოლოსწინა მე-15 ადგილზე იმყოფება. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ადგილოსანმა ხობის „კოლხეთმა“ გასვლით მატჩში „ბორჯომს“ 0:1 მოუგო და ახლა 6 ქულა აქვს.
სამწუხაროდ, მე-4 ლიგის მატჩში გათამაშების ლიდერმა ლანჩხუთის „გურიამ“ ფოთში „კოლხეთი 2“_თან წააგო შეხვედრა 2:3 და მას „იბერია 2010“ დაეწია. მართალია ორთავე გუნს თანაბარი ქულები აქვს, მაგრამ სხვა მაჩვენებლით გათამაშების ცხრილს „იბერია 2010“ ჩაუდგა სათავეში.
„მერცხალი“ კვლავ დამარცხდა. ამჯერად შინ, არცთუ ისე ძლიერ გუნდთან_ წალენჯიხის „სქურთან.“ 1:3.
თუკი გუნდის მესვეურებმა დროულად არ მიიღეს სატანადო ზომები, ასეთი თამაშით მალე „მერცხალი“სახიფათო ზონაში აღმოჩნდება. ამჯერად იგი18 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება.
მომდევნო ტურის მატჩები:
27 აგვისტო: „ბახმარო“_ „კოლხეთი“(ხობი);
28 აგვისტო : „გურია“_„ივერია“;
„ზანა“_„მერცხალი“.
მსგავსი სტატიები
- 74
დღეს, საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში 3/4 ლიგის მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართა. მეორე წრის პირველ მატჩში ლანჩხუთის „გურიამ“ გაიმარჯვა. მან ვიტ ჯორჯია 1:0 დაამარცხა. „გურიას“ (10 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება, ბ/შ 31:9) 33 ქულით გათამაშების ცხრილს ჩაუდგა სათავეში და ერთი ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ „ალგეთს.“ ოზურგეთის „მერცხალი“ წყალტუბოში „სამგურალს“ შეხვდა…
- 71
არასახარბიელოდ გამოდიან რეგიონის ფეხბურთელთა გუნდები საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში (მე-3, მე-4 ლიგა) და აუტსაიდერთა შორის არიან. ლანჩხუთის „გურიამ“ 6 ქულიდან 4 ბოლო ტურებში მოიპოვა. მე-8 ტურში „გურიამ“ სტუმრად „მერანი მრეტები“ დაამარცხა 4:2, ხოლო მე-9 ტურში გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერთან, თბილისის „მერანთან“ შინ 1:1 ითამაშა. ჩოხატაურის „ბახმარო“ კი ბოლო 2 ტურში დამარცხდა. ჯერ…
- 71
საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მესამე ლიგის წარმომადგენელი გურიიდან ჩოხატაურის „ბახმარო“ შინ შეხვდა თბილისის „ლოკომოტივი 2“-ს და დამარცხდა ):1. მე-4 ლიგაში მოასპარეზე ლანჩხუთის „გურია“ შინ გათამაშების ლიდერს „იბერია2010“ შეხვდა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა., ხოლო „მერცხალი“ სტუმრად „გაგრა 2“-ს 1: 1 დაუზავდა. „ბახმაროს“ (2 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება; ბ/შ 6:9) 7 ქულა…
- 70
საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მე-3 ლიგის გუნდებს შორის წლევანდელი სეზონის ბოლოსწინა ტურის შეხვედრები გაიმართა. გათამაშების აუტსაიდერმა ლანჩხუთის „გურიამ“ შინ 0:4 წააგო „გორთან“, რომელიც გათამაშების ცხრილში მე-6 ადგილზეა და ჯერ კიდევ ინარჩუნებს მე-2 ლიგაში გადასასვლელად პლეი ოფის საგზურის მოპოვების შანს. „გურიას“ 18 ქულა აქვს და ბოლო ტურში „მაჭახელას“ შეხვდება. „მაჭახელას“ აქვს შანსი…
- 69
ოზურგეთის „მერცხალი“ საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მე-4 ლიგის გუნდებს შორის, დღეს, მე-8 ტურის მატჩში სტუმრად „არაგველებს“ შეხვდა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ლანჩხუთის „გურიამ“ კი შინ წალენჯიხის „სქურს“ 2: 0 სძლია. „გურიას“ 8 ტურის შემდეგ (5 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება,ბ/შ 15:1) 17 ქულით მე-4 ადგილზეა. „მერცხალს“ (3 მოგება, 3 ფრე, 2…