საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი გურიის რეგიონში იმყოფებოდა. გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, რეგიონული განვითარების მინისტრის პირველ მოადგილესთან ლევან ზაუტაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის სახლების სახურავების რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერა.

დიდთოვლობის შედეგად ჩანგრეული სახლების სახურავების რეაბილიტაცია დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში შესაბამისი დახმარება გაეწევა დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას, რომელთა სახლის სახურავები ნაწილობრივ დაზიანდა, ან საცხოვრებელი სახლები სრულად დაინგრა და აღდგენას აღარ ექვემდებარება.

2025 წლის თებერვალში დიდთოვლობის შედეგად დაზიანებული სახლების რეაბილიტაციისთვის საქართველოს მთავრობის განკარგულებით 25 345 000 ლარი გამოიყო. პროგრამის ფარგლებში დაზარალებული თითოეული მოსახლე მიიღებს შესაბამის მხარდაჭერას.

მსგავსი სტატიები

  • 68
    გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულაგურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები სოფლებში მელექედურსა და გურიანთაში მოინახულა. გია ჟღენტისა და კაკო თოლორდავას საცხოვრებელი სახლები დიდთოვლობის შედეგად დაინგრა. პრემიერ - მინისტრის გადაწყვეტილებით დიდთოვლობის შედეგად დაზიანებულ სახლებს სახელმწიფო აღადგენს, ხოლო მოქალაქეებს, რომელთა სახლებიც შეკეთებას…
  • 67
    გივი მიქანაძემ გურიაში კოლეჯ ,,ჰორიზონტი"-ს სასწავლო კორპუსები დაათვალიერასაქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კოლეჯ ,,ჰორიზონტი"-ს სასწავლო კორპუსები დაათვალიერა და მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო. _ ,,პროფესიული განათლება და მისი ხელმისაწვდომობა ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მხრივ, გურიის რეგიონს…
  • 66
    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გურიაში მიმდინარე და დარულებულ პროექტებს გაეცნოსაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გურიის რეგიონში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ,,წლიდან წლამდე რეგიონებში დასაფინანსებელი პროექტების ფონდი იზრდება საქართველოს მასშტაბით და რა თქმა უნდა, გურიაშიც შარშან, მაგალითისთვის, დაახლოებით 18 000 000 ლარი…
  • 66
    სახელმწიფო რწმუნებულმა მეხანძრე-მაშველებს მადლობა გადაუხადა ყოველდღიური თავდადებისთვისგურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რეგიონის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. სახელმწიფო რწმუნებულმა მეხანძრე-მაშველებს მადლობა გადაუხადა ყოველდღიური თავდადებისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და სამსახურებრივი პასუხისმგებლობისთვის.
  • 65
    გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, ასევე იმსჯელეს რეგიონის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

არ გამოტოვოთ